მორუენი
მორუენი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში[1][2][3]. ედაინური წარმომავლობის ქალბატონი, ბეორის დინასტიიდან. ადრეულ ხელნაწერებში მას ერქვა მავინი (ქუენ.: მავოინე), მოგვიანებით - მაილვინი, მორვინი. იყო ბარაგუნდის ასული.
მორუენი | |
---|---|
სხვა სახელები | ედელუენი, დორ-ლომინის ქალბატონი |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ადამიანები |
კულტურა | ედაინები, პირველი საგვარეულო |
დაბადება | მ.წ. 443 წელს |
სამეფო | დორ-ლომინი |
ცხოვრების წლები | მ.წ. 443 წელს – მ.წ. 501 წელს |
გარდაცვალება | მ.წ. 501 წელს |
ნაწარმოები |
სილმარილიონი, ჰურინის შვილები |
ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა დორთონიონში და იყო მათ შორის, ვინც ემელდირის მიერ დაგორ ბრაგოლახის შემდგომ იქნა გადარჩენილი. შემდეგ დასახლდა ჰითლუმში (სხვადასხვა ვერსიით, ბრძოლის დროს იგი უკვე ჰითლუმში ცხოვრობდა, ვინაიდან იმ პერიოდში იქ ახლობლებს სტუმრობდა). მორუენი იყო ჰურინის ცოლი და ტურინის, ლალაითისა და ნიენორის (ნინიელის) დედა. ისევე, როგორც ჰურინის მთელი საგვარეულო და ახლობლობა, მორუენიც დაწყევლილი იქნა მორგოთის მიერ.
ერთ-ერთი პირველი ვერსიით (ქუენტა ნოლდორინვა) მორუენი მშვენიერებით ელდართ ასულთა მსგავსი იყო. ამბობენ, რომ იგი იყო მოკვდავთა შორის უმშვენიერესი. ამ მშვენიერებისთვის მას უწოდეს „ელედუენი“[ა] (განმარტებულია, როგორც „ელფური ნათება“ ან „ელფი ქალი“, ხოლო ჰურინის შვილების თქმულების გვიანდელ ვერსიებში - „ელფურად მშვენიერი“). ხასიათით მორუენი იყო ამაყი და მკაცრი. უბედურებას უსიტყვოდ აიტანდა და გრძნობებს არ გამოხატავდა. ეს თვისებები ტურინსაც გადაეცა.
მისი მამა ნირნაეთ არნოედიადის შემდეგ არ დაბრუნებულა. როდესაც ჰითლუმი აღებული იქნა აღმოსავლეთელების მიერ, რომლებმაც ჰადორის საგვარეულო დაიმორჩილეს, ტურინი მორუენმა გააგზავნა დორიათში. თავად ჰითლუმში დარჩა, ვინაიდან ელოდებოდა კიდევ ერთ შვილს, რომელიც მოგვიანებით დაიბადა - ნიენორს (სხვადასხვა ვერსიით, ნიენორი ჯერ კიდევ ტურინის წასვლამდე დაიბადა, მაგრამ მორუენს არ სურდა მისი რთული მოგზაურობით დატვირთვა). ჰურინის ნათესავი, აერინი, რომელიც აღმოსავლეთელ ბროდასთან იყო დაქორწინებული, მორუენს ხშირად ეხმარებოდა. აღმოსავლეთელებს ეშინოდათ მორუენის, რადგან სწამდათ, რომ იგი ჯადოსნურ ძალას ფლობდა და ელფებთან კავშირში იყო.
თინგოლმა დორიათში დასახლება მორუენსაც შესთავაზა, მაგრამ მან იუარა. სავარაუდოდ, არ სურდა ჰურინის საგვარეულოს მიტოვება, ვინაიდან სწამდა, რომ ქმარი ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა. ამასთან, იგი მეტად ამაყი იყო. ცხოვრობდა თავის ასულთან ერთად დორ-ლომინში. მოგვიანებით აპირებდა დორიათში გამგზავრებას, მაგრამ გზა მეტად სახიფათო იყო. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც ტურინი ნარგოთრონდში იმყოფებოდა და სირიონის დასავლეთით მდებარე მიწები გათავისუფლებული იქნა, მორუენი და ნიენორი გადავიდნენ დორიათში, მაგრამ ტურინი იქ აღარ დახვდათ.
როდესაც დორიათში ცნობილი გახდა ნარგოთრონდის დანგრევის შესახებ და ის, რომ ტურინი მორმეგილის სახელს ატარებდა, მელიანის აკრძალვის მიუხედავად მორუენმა დატოვა დორიათი და შვილის საძებნელად გაემგზავრა. თინგოლმა მას ფეხდაფეხ გაუგზავნა მაბლუნგი. ამ უკანასკნელმა, თავის თანმხლებებთან ერთად, სცადა მორუენის დარწმუნება, რომ უმჯობესი იყო დორიათში დაბრუნება. აღმოჩნდა, რომ რაზმთან ერთად ასევე ფარულად იმგზავრა ნიენორმაც. მაგრამ დედის გადარწმუნება შეუძლებელი იყო.
დორიათიდან მორუენის გამგზავრების სხვა ვერსია წარმოდგენილია „დაკარგული მოთხრობების წიგნში“. ამ ვერსიის მიხედვით, მორუენმა თინველინტს (თინგოლის სახელის ვარიანტი) სთხოვა დრაკონთან ბრძოლაში დახმარება და უკანასკნელი დათანხმდა, ვინაიდან თინველინტს სურდა დრაკონის განძეულის მითვისება. ნაგროთრონდთან გლაურუნგმა, რომელმაც უკვე შეიტყო ლაშქრის მოახლოების შესახებ, იგრვლივ გაავრცელა ნისლი. ადრეული ტექსტების მიხედვით, მორუენი ჩამორჩა სხვებს და მოჯადოებული იქნა დრაკონის მიერ (უცნობია, თუ როგორ). „ქუენტა ნოლდორინვას“ მიხედვით, ყველაფერი ასე ხდებოდა - დრაკონის მიერ წარმოქმნილი ორთქლის დანახვისას მორუენი დააბრუნეს დორიათში და მან მხოლოდ იქ შეიტყო ნიენორის გაქრობის შესახებ - სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან დორიათი კიდევ ერთხელ. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ძველი ჩანაწერები („ბელერიანდის მატიანე“ / „Narn i Chîn Húrin“), სადაც მითითებულია, რომ ის ნისლში დაიკარგა. ერთ-ერთ გვიანდელ ტექსტში, „რუხ მატიანეებში“ მოყვანილია ორივე ვერსია - დორიათში დაბრუნებით და მის გარეშე, რომელიმე ვერსიისათვის უპირატესობის მინიჭების გარეშე.
„სილმარილიონის“ თანახმად, წლების შემდეგ ჰურინმა დატოვა ანგბანდი და მორუენი ტურინის საფლავთან ამოიცნო. ქალი მის კალთაში აღესრულა და ჰურინმა იგი იქვე დაასაფლავა.
„დაკარგული მოთხრობების წიგნში“ ნახსენებია, რომ ტურინის საფლავთან ერთხელ გამოჩნდა ქალი, რომელიც იქ დიდ ხანს დადიოდა და თავს მორუენს უწოდებდა. ადრეულ „სილმარილიონში“ მოყვანილია მსგავსი ვარიანტი, რომლის თანახმად იგი და ჰურინი უნახავთ ტყეში. „რუხ მატიანეებში“ მხოლოდ ის არის მითითებული, რომ მისი შემდგომი ბედი უცნობია. „რუხი მატიანეების“ სამუშაო ვარიანტებში აგრეთვე წერია, რომ ნიენორის დაღუპვის შემდეგ მორუენი შეხვდა ტურინს, რომელიც ვერ იცნო, მაგრამ ტურინმა იგი საუბრით ამოიცნო.
გლირჰუინმა, მგოსანმა ბრეთილიდან, დატოვა სიმღერა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ტურინის და მორუენის საფლავის ქვას მორგოთი ვერ ეხებოდა. პირველი ეპოქის დასრულების შემდეგ ეს ადგილი ნამდვილად ხელშეუხებელი დარჩა (რისხვის ომის შემდეგაც კი). ადგილს ტოლ მორუენი ეწოდა.
შენიშვნა
რედაქტირება<ref>
<references>
-ში გააჩნია ატრიბუტთა კონფლიქტური ჯგუფები „georgian“.; $2რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მორუენი — საიტზე Tolkien Gateway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1977), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., სილმარილიონი, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-25730-1
- ↑ ტოლკინი, ჯ.რ.რ. (2007), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., ჰურინის შვილები, ლონდონი: HarperCollins, ISBN 0-007-24622-6
- ↑ ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1980), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., დაუსრულებელი თხზულებები, ბოსტონი: Houghton Mifflin, Narn i Hîn Húrin, ISBN 0-395-29917-9
შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref>
ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>
, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>
; $2