აერინი
აერინი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, ინდორის ასული. იგი ჰურინის საგვარეულოდან მომდინარეობდა. ცხოვრობდა დორ-ლომინში, სამხრეთ ჰითლუმში. ურიცხვი ცრემლის ბრძოლის (პირველი ეპოქა, 472 წ.) შემდეგ მორგოთმა ჰითლუმი აღმოსავლელებს გადასცა.
აერინი | |
---|---|
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ადამიანი |
კულტურა | ედაინები, მესამე საგვარეულო |
დაბადება | მ.წ. c. 445 წელს |
გარდაცვალება | მ.წ. 495 წელს |
ნაწარმოები |
სილმარილიონი ჰურინის შვილები |
აღმოსავლელებს შორის იყო ვინმე ბროდა, რომელმაც აერინთან, ამ უკანასკნელის სურვილის მიუხედავად, იქორწინა. ბროდა ითვისებდა ყველაფერს, რაც ჰურინს ეკუთვნოდა, მაგრამ მის ცოლს, მორუენს, ვერ უახლოვდებოდა. აერინი მორუენსა და მის შვილ ტურინს ფარულად გადასცემდა საკვებს (მორუენი ამ პერიოდში თავად ფეხმძიმედ იყო). მას შემდეგ, რაც ტურინი დორიათში გაიქცა, ბროდა განრისხებული იყო და აერინი ამის გამო სცემა. მაგრამ იგი მაინც დარჩა ქმართან. საჭიროების შემთხვევაში, აერინი საკვებით და თავშესაფრით სხვებსაც ეხმარებოდა.
494 წელს მორუენმა და ნიენორმა დორ-ლომინი დატოვეს. 495 წელს, ნარგოთრონდში ტურინი გლაურუნგმა დაარწმუნა, რომ მისი დედა და და დორ-ლომინში ცხოვრობდნენ. იგი გაიქცა მათ საძებნელად, მაგრამ მიადგა რა დორ-ლომინს, აღმოაჩინა, რომ არც იქ იყვნენ. მაშინ მან დააშინა ბროდა თავისი ხმლით და საბოლოოდ შეიტყო მათი ადგილსამყოფელი - დორიათი. ტურინი მიხვდა, რომ გლაურუნგის მიერ მოტყუებული იქნა და ბროდა და სხვა აღმოსავლელები ადგილზე გაანადგურა. აერინმა იცოდა, რომ სხვა აღმოსავლელები მას მიაგნებდნენ და უარი თქვა ტურინთან ერთად გამგზავრებაზე. მას შემდეგ, რაც ტურინმა იქაურობა დატოვა, აერინმა დარბაზები გადაწვა. სავარაუდოდ, ისიც ამ ცეცხლში დაიღუპა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (2007), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., ჰურინის შვილები, ლონდონი: HarperCollins, ISBN 0-007-24622-6
- ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1980), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., დაუსრულებელი თხზულებები, ბოსტონი: Houghton Mifflin, Narn i Hîn Húrin, ISBN 0-395-29917-9