მონტაფონი
მონტაფონი (გერმ. Montafon; ადგილობრივ დიალექტზე: „მუნტაფუ“) — 39 კმ სიგრძის ხეობა ავსტრიაში, ფორარლბერგის ფედერალურ შტატში.[1]
ხეობა | ||
---|---|---|
მონტაფონი Montafon | ||
ქვეყანა | ავსტრია | |
ადმ. ცენტრი | შრუნსი | |
კოორდინატები | 47°04′48″ ჩ. გ. 9°54′00″ ა. გ. / 47.08000° ჩ. გ. 9.90000° ა. გ. | |
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | |
მოსახლეობა | 16,421 კაცი (2021) | |
ოფიციალური საიტი | montafon.at/en | |
| ||
მასზე გადის მდინარე ილი და ვრცელდება ქალაქ ბლუდენციდან, სამხრეთით სილვრეტასა და რეტიკონის ქედამდე. ფორარლბერგის ყველაზე მაღალი მთაა პიზ ბუინი, რომლის სიმაღლე 3312 მეტრს აღწევს. მონტაფონის რეგიონში ცხოვრობს 16,421 ადამიანი (2021 წლის მონაცემებით).[2]
გეოგრაფია
რედაქტირებამონტაფონში ათი თემია გაერთიანებული, ყველა მათგანი ეკუთვნის ბლუდენცის რაიონს. აქ მთავარი ქალაქია შრუნსი. რეგიონულ ტურიზმს მართავს ტურისტული ასოციაცია „მონტაფონი“.[3]
მუნიციპალიტეტებია:
- Bartholomäberg (1,100 მ)
- Gaschurn (1,000 მ)
- Lorüns (583 მ)
- St. Anton im Montafon (650 მ)
- Sankt Gallenkirch (900 მ)
- Schruns (700 მ)
- Silbertal (890 მ)
- Stallehr (600 მ)
- Tschagguns (700 მ)
- Vandans (660 მ)
ეკონომიკა
რედაქტირებამონტაფონის ეკონომიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალაა ტრადიციული სოფლის მეურნეობა, როგორიცაა სატყეო მეურნეობა, ჰიდროელექტროენერგიის წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ასევე ტურიზმთან დაკავშირებული სერვისები და პროდუქტები.
სოფლის მეურნეობა და მიწათმოქმედება
რედაქტირებამიწათმოქმედება და სოფლის მეურნეობა ალპური ტრანსჰუმანციის ნაწილია. ეს არის სამფაზიანი სეზონური გადაყვანა საძოვრებზე ზამთარში ხეობებს შორის და ზაფხულში მაღალმთიან საძოვრებზე, რაც უზრუნველყოფს პირუტყვის საკმარისი საკვებით მომარაგებას მთელი წლის განმავლობაში.[4] მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმს უფრო მეტ წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში, ტრანსჰუმანცია კვლავ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორია მოსახლეობის ნაწილისთვის.
ტურიზმი
რედაქტირებასპორტი
რედაქტირებატურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონტაფონის ეკონომიკაში. რეგიონი განსაკუთრებით ცნობილია თხილამურებით, ლაშქრობებითა და მთის ველოსიპედებით. სილვრეტას მაღალი ალპური გზის საშუალებით შესაძლებელია მოხვედრა სათხილამურო ზონებზე, რომლებიც მდებარეობს 650-დან 1430 მეტრ სიმაღლეზე. 1905 წელს მონტაფონის რკინიგზის მშენებლობამ ასევე ხელი შეუწყო სეზონური ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.[5]
არსებობს ხუთი სათხილამურო რეგიონი: Silvretta Montafon, Golm, Gargellen, Silbertal-Kristberg და Silvretta-Bielerhöhe, რეგიონში სულ 60 საბაგირო და 225 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასაა. რეგიონში საკმაოდ პოპულარული სპორტია ფრირაიდინგი. სათხილამურო სრიალისთვის არის 121 კილომეტრიანი კლასიკური ტრასები, ასევე 33 კილომეტრიანი საციგურაო ტრასები.
ზაფხულსა და შემოდგომაზე დიდი საფეხმავლო ბილიკები ძალიან პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებში. აქ ასევე არის ცხრა საბაგირო, რომლებიც ღიაა ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე და იძლევა მთებში სწრაფი და მოსახერხებელი ასვლისა და ჩამოსვლის საშუალებას. ტერიტორია მკაცრად არის დაცული და ველოსიპედით მოძრაობა ყოველთვის არ არის ნებადართული. ზაფხულობით იხსნება 26 ალპური ქოხი და ტერიტორიაზე დადიან სპეციალური ავტობუსები ლაშქრობებისთვის.
აქ ასევე არის რვა საფეხმავლო პარკი და 15 ფიქსირებული საბაგირო მარშრუტ, ასევე ორი 9 ხვრელიანი გოლფის მოედანი.[6]
ყოველწლიური ღონისძიებები
რედაქტირებაMontafoner Resonanzen არის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც შედგება მთელი რიგი ღონისძიებებისგან მონტაფონის რეგიონში. იგი ყოველწლიურად ტარდება შაბათ-კვირას აგვისტოსა და სექტემბერში. ყოველი შაბათ-კვირა ეძღვნება სხვადასხვა ჟანრს (კლასიკური, ჯაზი, ავსტრიული ხალხური მუსიკა, ორგანი, კროს-ოვერი).[7]
სპორტი
რედაქტირება2012-2013 წლებში პირველი SBX World Cup Montafon გაიმართა FIS Snowboard World Cup-ის ფარგლებში. მსოფლიო თასი ტარდება ყოველწლიურად დეკემბერში, რბოლები კი იმართება სილვრეტა მონტაფონის სათხილამურო ზონაში.[8]
მონტაფონ-არლბერგის მარათონი არის სამთო მარათონი, რომელიც ტარდება 2003 წლიდან. მარათონში მონაწილეებმა უნდა დაძლიონ 42,195 მეტრი და გაიარონ ორი ფედერალური შტატი.[9][10]
კულტურა
რედაქტირებატრახტი
რედაქტირებატრახტი არის მონტაფონის ქალთა სადღესასწაულო კოსტიუმი, რომელიც შედგება შავი კაბისგან (Juppa), რომლის ბოდიუსი (ქსოვილი, რომელიც ფრავს ტანს კისრიდან წელამდე) წინა მხარეს არის შეკრული. ტრახტის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პასტელური ფერების თავსაფარი.
ასევე ტრადიციული სამოსია „ლიბლი“, რომელიც გამოიყენება ცეკვის დროს. ამ შემთხვევაში, თეთრი ბლუზაც კოსტიუმის ნაწილია.
სამზარეულო
რედაქტირებაMontafoner Sauerkäse არის ყველის სახეობა, რომელიც მზადდება მონტაფონში მე-12 საუკუნიდან. ამ მონტაფონურ ყველს აქვს ძალიან ცოტა ცხიმი (მშრალ ნივთიერებაში 1-10% ცხიმი).[11]
მუზეუმები
რედაქტირებამონტაფონის ხეობაში ოთხი მუზეუმია:[12]
- შრუნსის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი
- გაშურნის ალპური და ტურიზმის მუზეუმი
- სამთო მუზეუმი - სილბერტალი
- მუზეუმი Frühmesshaus Bartholomäberg
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bergdörfer: Orte im Montafon | Ausflugsziele in Vorarlberg de. ციტირების თარიღი: 2021-07-11
- ↑ „VORARLBERG - BEVÖLKERUNGSSTAND IM MÄRZ 2021“ (PDF). Verwaltungszählung Vorarlberg 2021.
- ↑ Impressum: Montafon Tourismus GmbH. ციტირების თარიღი: 2017-01-02
- ↑ Österreichische UNESCO-Kommission - Nationalagentur für das Immaterielle Kulturerbe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-09. ციტირების თარიღი: 2017-01-02
- ↑ State of Vorarlberg - Tourismus facts and figures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-22. ციტირების თარიღი: 2017-01-02
- ↑ Activities in the Montafon - Montafon Austria. ციტირების თარიღი: 2017-01-02
- ↑ Montafoner Resonanzen 2021 de. ციტირების თარიღი: 2021-05-24
- ↑ Weltcup Montafon im Dezember 2019 de. ციტირების თარიღი: 2019-03-24
- ↑ Montafon Arlberg Marathon 2021 - Der Berglauf in Vorarlberg und Tirol! de. ციტირების თარიღი: 2021-07-11
- ↑ Arlberg, Tourismusverband St Anton am. Montafon Arlberg Marathon de. ციტირების თარიღი: 2021-07-11
- ↑ Montafoner Sura Kees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-06. ციტირების თარიღი: 2017-01-02
- ↑ Montafoner Museen — Stand Montafon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-20. ციტირების თარიღი: 2021-07-24