ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თხილამურებითოვლზე, ჭაობიან ადგილზე ან წყალზე გადასაადგილებელი მოწყობილობა. თხილამური ორი სახისაა სასიარულო და სასრიალო. სასიარულო თავის მხრივ ორნაირია თოვლის და ჭაობის. სასრიალო თხილამურებს განეკუთვნება სპორტული (გიგანტის, სუპერგიგანტის და სლალომის), ტურისტული, სანადირო და სპეციალური დანიშნულების თხილამურები. სპორტული თხილამური მზადდება ხის, ლითონისა და სპეციალური ქიმიური პლასტიკატებისაგან. სარბენი თხილამურები მჩატე, ელასტიკური და ამასთან საკმაოდ მაგარიც უნდა იყოს. სპორტულმა თხილამურმა უნდა გაუძლოს მთიდან დიდი სიჩქარით დაშვებას, იმავდროულად ყველანაირ მოხვევას და გაჩერებას, ხოლო ტრამპლინიდან ხტომისას სწრაფ ფრენას და დახტომას. ამ ძირითადი მოთხოვნილების გათვალისწინებით ადგენენ სპორტული ტიპის თხილამურების ზომას, წონას და შესაბამის კონსტრუქციებს.

ელასტიკური თხილამური

სასიარულო (საბიჯებელი) თხილამურები გავრცელებული იყო საქართველოს მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში. ქართული ხალხური თხილამურები სხვადასხვა მოყვანილობისა იყო (გირკალისებრი, მრგვალი, ელიფსური, ოვალურჭვინტიანი) და დამზადების ტექნიკითაც განსხვავდებოდა. [წყარო არ არის მითითებული 1279 დღე]

საქართველოსა და კავკასიის გარდა სასიარულო თხილამურები ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული შუა აზიის მთიანეთში, ციმბირში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზოლში. [წყარო არ არის მითითებული 1279 დღე]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თხილამურები“-დან