რეტიკონი
რეტიკონი (გერმ. Rätikon) — ქედი ალპებში, მიეკუთვნება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს. მდებარეობს ფორარლბერგის, ლიხტენშტაინისა და გრაუბიუნდენის საზღვარზე. წარმოადგენს გეოლოგიურ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ ალპებს შორის; გადაჭიმულია მონტაფონის ხეობიდან მდინარე რაინამდე. მისი სამხრეთი საზღვარია პრეტიგაუს ხეობა, ჩრდილოეთით — ვალგაუ. აღმოსავლეთით ესაზღვრება სილვრეტის ალპებს.
რეტიკონი | |
---|---|
კოორდინატები: 47°03′14″ ჩ. გ. 9°42′46″ ა. გ. / 47.05389° ჩ. გ. 9.71278° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრია შვეიცარია ლიხტენშტაინი |
უმაღლესი წერტილი | შოზაპლანა |
სიმაღლე | 2964 მ |
ფართობი | 890 კმ² |
სიგრძე | 50 კმ |
სიგანე | 36 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |