პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Wiki - ჯაბა 06:31, 8 აგვისტო 2022 (UTC)პასუხი

ჯენდრი

რედაქტირება

გთხოვთ სტატიებში დაიცვათ შესაბამისობები. არ შეიძლება სათაური იყოს ჯენდრი და სტატიაში ეწეროს გენდრი. უნდა გასწორდეს რომელიმე. გიო ოქრო 20:21, 21 სექტემბერი 2022 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ ეგ თარგის შემქმნელის ბრალია რადგან როგორც წიგნში და ყველა სხვა წყაროში როგორც გენდრი არის ნახსენები Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 18:26, 10 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი

მანქანური თარგმანი

რედაქტირება

მანქანური თარჯიმნებით ნათარგმნი სტატიები უნდა დამუშავდეს ქართული ენის შესაბამისად. მხოლოდ მანქანური თარგმანით შექმნილი სტატია არის სწრაფი წაშლის კრიტერიუმი. საერთოდ კი, უკეთესი იქნება თუ მას არ გამოიყენებთ და თავად თარგმნით, რადგან უამრავი ხარვეზი აქვს, ქართული თარჯიმნები უბრალოდ არ ვარგა. გიო ოქრო 13:16, 10 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი

მანქანური თარგმანი 2

რედაქტირება

არკადიოპოლის ბრძოლა — მანქანური თარჯიმნით ამგვარად ნათარგმნი სტატიები კონკურსში შეფასდება დაბალი ქულით და შემდეგ მოინიშნება წასაშლელად. სტატიები უნდა დაამუშავოთ იმ დონემდე, რომ ქართული ენის ელემენტარულ ნორმებს მაინც ემორჩილებოდეს. ახლა სრულად შეუსაბამო სტატიებია. და ენათშორის ბმულებსაც დააკვირდით, არასწორად აქვს მიბმული. გიო ოქრო 19:23, 29 იანვარი 2023 (UTC)პასუხი

ომები და ბრძოლები ვიკიპედიაშ

რედაქტირება

მოგესალმებით!

გილოცავთ, თქვენ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეთ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ კონკურსში „ომები და ბრძოლები ვიკიპედიაში“.

კუთვნილი პრიზის მისაღებად, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეავსოთ ამ ბმულზე მოცემული ფორმა.

გისურვებთ წარმატებას! — MIKHEIL (WMGE) (განხილვა/წვლილი) 20:47, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი

ნედ სტარკი

რედაქტირება

ნედ სტარკი — მართებული იქნება წიგნისა და სერიალის სიუჟეტების ცალ-ცალკე გამოყოფა. შესავალში სერიალის მიხედვით მოვლენების დაწერა არასწორი იქნება. ინგლისური სტატია კარგი მაგალითია. გიო ოქრო 19:06, 5 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

მაშინ შეგვიძლია შესავალი ტექსტის ბოლო აბზაცი ამოვშალო სადაც ვსაუბრობ ნედ სტარკის მემკვიდრეებზე, რადგანაც ეს ნაწილი სერიალის სიუჟეტია ხოლო დანარჩენი იგივეა რაც წიგნში ეწერა Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 06:29, 6 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

უარყოფითი რიცხვი

რედაქტირება

უარყოფითი რიცხვი — წყაროდ მიუთითეთ ის, საიდანაც ინფორმაცია გაქვთ შემოტანილი და არა შემთხვევითობით შერჩეული ინტერნეტრესურსი. „მთვლელი“ და „ამოწერული“ რიცხვები — ვერსად ვერ მივაგენი ამ ტერმინებს და გადამოწმებაა საჭირო. გარდა ამისა, რიცხვი და მისი საპირისპირო ამბობენ, რომ „აბათილებენ ერთმანეთს“ — ეს ნაწილი გაუმართავია. გიო ოქრო 12:11, 10 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

მადლობთ რომ მითხარით როგორც კი მოვახერხებ შევასწორებ Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 14:06, 10 ივლისი 2023 (UTC)პასუხი
ამ წამს გავუკეთე რედაქტირება და იმედია ყველაფერი სწორი იქნება და თუ რაიმე შემეშალა აუცილებლად შემატყობინეთ რომ შევასწორო. Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 19:41, 10 ივლისი 2023 (UTC)პასუხი
რიცხვები (1, 2, 3 და ასე შემდეგ) ყველა დადებითი რიცხვია — ეს არის სრულად არასწორი მტკიცება. უნდა ჩასწორდეს აკადემიური წყაროს შესაბამისად. რა წყარო გაქვთ გამოყენებული წერისას? საიდანაა ეს ტექსტი? გიო ოქრო 20:01, 10 ივლისი 2023 (UTC)პასუხი
წყაროს მითითებას არ აპირებთ? გიო ოქრო 18:35, 11 ივლისი 2023 (UTC)პასუხი
წყარო მივუთითე სქოლიოს სახით Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 23:32, 11 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

Porsche 911

რედაქტირება

გამარჯობა. Porsche 911 — სტატიას სჭირდება გამართვა. არის ტერმინოლოგიური უზუსტობები (ზოგი შევასწორე) და არასწორი თარგმანები. მაგალითად: „The 911 has been raced extensively by private and factory teams, in a variety of classes“ არანაირად არ ნიშნავს „991-ის ქარხნულ და კერძო მოდელებს შორის შეჯიბრი ხშირად იმართებოდა“. იგივეა სხვაგანაც. ასეთი გაუმართავი სტატია შეიძლება წასაშლელად მოინიშნოს. გიო ოქრო 20:20, 25 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი

თურქეთის ვიკიორდენი

რედაქტირება
 
გამარჯობა, ნიკა! განიჭებ თურქეთის ვიკიორდენს, ქართულ ვიკიპედიაში თურქეთის შესახებ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის! ვიკიორდენი ვიკისაზოგადოების მხირდან თქვენი შრომის აღიარებისა და დაფასების გამოვლენის საშუალება და ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საამაყო ჯილდოა! — Mikheil მიწერა 09:03, 18 მაისი 2024 (UTC)პასუხი
უღრმესი მადლობა ბატონო მიხეილ ამ საჩუქარისთვის Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 09:20, 18 მაისი 2024 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი

რედაქტირება

გამარჯობა, ნიკა!

დღეიდან, თქვენ ქართული ვიკიპედიის სანდო მომხმარებელი ხართ, გილოცავთ! ეს სტატუსი არის როგორც დაფასება თქვენი წვლილისა, ისე უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ამიერიდან, თქვენ მიერ განხორციელებული ყოველი რედაქტირება ავტომატურად იქნება დადასტურებული/შემოწმებული. მჯერა, ამ გამოწვევას ღირსეულად გაართმევთ თავს და კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანთ ქართულ ვიკიპედიაში, რაც ახლა გაცილებით გაგიადვილდებათ! გისურვებთ წარმატებას! Mikheil მიწერა 20:10, 30 მაისი 2024 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი მადლობა ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. Nikaparunashvili (განხილვა/წვლილი) 08:36, 31 მაისი 2024 (UTC)პასუხი