Lazaregagnidze
გამარჯობა, Lazaregagnidze. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
ფოტოები
რედაქტირებაგამარჯობა. მივესალმებით თქვენ მიერ ვიკიპედიის ფოტომასალით გამდიდრებას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვიკიპედიის სტატია არაა ფოტოგალერეა, სურათების რაოდენობას უპირველესად განსაზღვრავს მოცემული ტექსტის მოცულობა. ბევრი სურათის არსებობის შემთხვევაში, ყველა მათგანის სტატიაში ჩასმა არაა მიზანშეწონილი, ამიტომ, ჩასვით ვიკისაწყობის კატეგორია. --მიხეილ მიწერა 15:33, 24 ნოემბერი 2012 (UTC)
რჩევა
რედაქტირებასალამი. სტატიას ესაჭიროება კატეგორია; აგრეთვე როდესაც იწყებთ სტატიას გამოიყენეთ ტირე. – ოთოჯი / მომწერე 20:49, 25 ნოემბერი 2012 (UTC)
სალამი. სტატიას ესაჭიროება წყარო; იხილეთ: ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება ან ვიკიპედია:წყაროს მითითება – ოთოჯი / მომწერე 11:57, 3 დეკემბერი 2012 (UTC)
სტატიების შესახებ
რედაქტირებასალამი. რუპრეხტის იორდასალამი და სტევენის იორდასალამი ერთიდაიგივე შინაარსისაა. იქნებ შეასწოროთ. – ოთოჯი / მომწერე 09:05, 6 დეკემბერი 2012 (UTC)
თხოვნა-შეკითხვა
რედაქტირებაასეთი რამ მაინტერესებს, კუროსთავი მითითებული გაქვთ გერმანულენოვანი ლიტერატურა. კარგი იქნება თუ მიუთითებთ ქართულენოვან ლიტერატურას ან ინტერნეტ ბმულს, რომ ქართულად ჰქვია კუროსთავი. მადლობა.--ცანგალა (გ) 17:03, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
- იგივე ეხება თეთრი სამყურა--ცანგალა (გ) 17:04, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
- იგივე ეხება წითელი სამყურა, ტყის სამყურა--ცანგალა (გ) 17:35, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
შეგიძლიათ პასუხი გასცეთ
რედაქტირებაიხ. განხილვა:მთის ბარისპირა--ცანგალა (გ) 18:06, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
ტირე და დეფისი
რედაქტირებაგამარჯობა. დღეს თქვენ დაწერეთ რამდენიმე სტატია, არასწორად გაქვთ გამოყენებული სასვენი ნიშნები, კერძოდ, იქ, სადაც უნდა გამოიყენოთ ტირე (—), გამოყენებული გაქვთ დეფისი (-). მაგალითად, ტყის სამყურა (Trifolium medium) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქ უნდა გამოგეყენებინათ ტირე, რამდენადაც, შეგახსენებთ, რომ ტირე წინადადებაში გამოიყენება გამოტოვებული წევრის ნაცვლად, ხოლო დეფისი — სიტყვების დასაკავშირებლად. გარდა ამისა, თუ თქვენ წინადადებაში იყენებთ ტირეს, მაშინ „ტყის სამყურა (Trifolium medium) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა“ არ არის სწორი, რადგანაც ტირე, მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობს სიტყვას „არის“, შესაბამისად, მცენარეა-ს ნაცვლად უნდა იყოს მხოლოდ მცენარე.
გთხოვთ, ჩემ მიერ დაწერილი შენიშვნები გაითვალისწინოდ სამომავლოდ ყოველი სტატიის დაწერისას. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:23, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
სამხრეთის აკაკი
რედაქტირებაგანხილვა:სამხრეთის აკაკი--ცანგალა (გ) 19:56, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
აუცილებლად
რედაქტირებაყველა თქვენს სტატიაში გუშინ ჩავამატე ბოტანიკური ლექსიკონიდან. მომავალში თქვენც ისევე შეიტანეთ. იხ. სამხრეთის აკაკი--ცანგალა (გ) 18:10, 15 დეკემბერი 2012 (UTC)
უნდა გაეცნოთ
რედაქტირებაუნდა გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს თუ როგორ იქმნება კატეგორიები - აუცილებლად სახელობით ბრუნვაში! აკეთეთ აგრეთვე სტატიებში ბმულები!--ცანგალა (გ) 18:37, 15 დეკემბერი 2012 (UTC)
სტატიაში გოგოსაში წერია ვარდისფერთა (ღოსაცეაე) ოჯახიდან... თუ ვარდისებრნი ოჯახიდან. შეცდომები გვსურს ნაკლები. --ცანგალა (გ) 19:04, 15 დეკემბერი 2012 (UTC)
კენკეშა
რედაქტირებასალამი. სტატიაში კენკეშა ლათ. Gadelia lactiflora, ხოლო აქ Campanula lactiflora, სინონიმებია ალბათ ხო ?--ოთოჯი / მომწერე 20:06, 18 დეკემბერი 2012 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:^FAF1D7F558487F2A12184DAE085A53C219D90A836C528AA2A7^pimgpsh mobile save distr.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.
ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ.
გარდა ამისა - ატვირთულ ფაილებს უნდა ჰქონდეთ ნათელი სახელი (ადგილის სახელწოდება.jpg და არა 856385633856358635835ყ35ჯ53535ბჯ353ჯ5გ3გ5.jpg) --Abandoner განხილვაწვლილი 14:02, 30 სექტემბერი 2017 (UTC)