თეთრი სამყურა [1] (სინ. მხოხავი სამყურა ლათ. Trifolium repens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი საძოვრის მცენარე. თეთრი (ზოგჯერ თეთრი — მკრთალადმოწითალო) თავაკა ყვავილებით. 5-20 სმ-მდე სიმაღლის მოგრძო (40 სმ-მდე) მხოხავი ღეროებით და მასზე განლაგებული ფართო ლანცეტური, სამ-სამ ფოთოლაკიანი ფოთლებით.

თეთრი სამყურა

Trifolium repens
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Trifolium repens

ფართოდაა გავრცელებული საქართველოს დაბლობებსა და მთიანი ზოლის მინდვრებსა და ტყის პირებში. კარგი თაფლოვანი, ამასთან ყუათიანი მწვანე ბალახოვანი საკვებია საქონლისათვის. წითელ სამყურასთან შედარებით იწვევს საქონლის ნაკლებ შებერილობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brockhaus ABC der Landwirtschaft, Leipzig, Bd.2. გვ. 1506