მომხმარებლის განხილვა:L H R B S20/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 9 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში ფატოს კონგოლი
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Wiki - ჯაბა 12:51, 3 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

Wikiplus

რედაქტირება

გამარჯობა. Wikiplus -ის ინტერფეისი გაქართულებულია. მისი გამოყენება შეგიძლიათ პარამეტრებში ამ კოდის ჩასმით:

{
 "language":"ka"
}

გიო ოქრო 21:57, 15 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: უი, დიდი მადლობა. თორემ დამტანჯა ამ ინგლისურმა კიდევ რამე დამატებითი პარამეტრების მანდ ჩაყრა შემიძლია? ვინმეს აქვს ეგ დაწერილი? --გიორგი 07:29, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

დამატებითი პარამეტრების შესახებ ჩინურ ვიკიპედიაში წერია, თუმცა რაიმე განსაკუთრებული არ არის. ასევე არსებობს გაფართოება syntax highlighting, მისი დამატება შესაძლებელია js გვერდზე ამ კოდით: mw.loader.load('//cdn.jsdelivr.net/npm/wikiplus-highlight');. ამ დამატებით შესაძლებელია ე.წ. სინტაქსის განათება, ძებნა ტექსტში (ახლა დროებით გათიშულია), მარჯვენა ღილაკით ვიკიტექსტში თარგის სახელზე დაწკაპებით ამ თარგზე გადასვლა და ა.შ. ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ დამატებითი პარამეტრები გამოჩნდება მარჯვენა მხარეს და იქიდან შესაძლებელია ახალი ფუნქციების (რაც ზემოთ დავწერე) ჩართვა და გათიშვა. გიო ოქრო 08:28, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
უღრმესი მადლობა, ეს ძალიან სასარგებლო ფუნქციები ჩანს. ხოლმე სინტაქსის კარგად ნახვაც საჭიროა. გიორგი 08:37, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

მადლობა

რედაქტირება

მოგესალმებით. დიდი მადლობა ჯუჯუცუ კაისენის სტატიის დამუშავებისათვის. ასე ვიქცევით ყველა ნამდვილი ვიკიპედიელი. ვაფასებთ თქვენს წვლილს და დიდი სურვილი გვაქვს უახლოეს ვიკიშეხვედრაზე დაგპატიჟოთ და გაგიცნოთ (თუკი ეს თქვენი სურვილიცაა). კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. Wiki - ჯაბა 06:56, 25 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ავტომატურად

რედაქტირება

სალამი. ალბომების ინფოდაფების განახლებაში მომავალში თუკი ბოტს ან სხვა რაიმე ავტომატურ ხელსაწყოს გამოიყენებთ, ეს რეგულარული გამოსახულების (regex) კოდი გამოგადგებათ:

  1. წინა ალბომის მომძებნი მწკრივი (string): (\s*^\n\|\s*|\|\s*)წინა ალბომი\s*=\s*.*(\[\[.*?\]\]).*\((\d*)\)
    და ჩანაცვლება (replace): $1წინა_სახელწოდება = $2\n$1წინა_წელი = $3
  2. შემდეგი ალბომის მომძებნი: ([^\n]\|\s*|\|\s*)შემდეგი ალბომი\s*=\s*.*(\[\[.*?\]\]).*\((\d*)\)
    და ჩანაცვლება: $1შემდეგი_სახელწოდება = $2\n$1შემდეგი_წელი = $3
  3. ამ ალბომის მომძებნი: ([^\n]\|\s*|\|\s*)ეს ალბომი.*\n
    და არაფრით უნდა ჩანაცვლდეს, ანუ პროგრამა ამოშლის.
  4. ინფოდაფის მომძებნი: {{\s*ინფოდაფა ალბომი
    და ჩამნაცვლებელი: {{ინფოდაფა ალბომი 2

ბოტით გავტესტე და მუშაობს, უბრალოდ ხელით უნდა სათითაოდ დადასტურება, რომ რაიმე შეცდომა არ გაიპაროს (ზოგ სტატიაში შეიძლება ვიკიტექსტში იყოს განსხვავებული ფორმატი და ამიტომ). გიო ოქრო 11:14, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: გამარჯობა. მგონი, მივხვდი ყველაფერს. უბრალოდ ალბათ რაღაც პრივილეგიები (როგორც მომხმარებელს) უნდა მქონდეს ჩასანაცვლებლად, არა? ისე, br როგორ გადაიტანა ახალ სტრიქონზე, regex-ის რომელი ნაწილია მაგაზე პასუხისმგებელი?

მანდ ერთი რამეა, სხვათა შორის - როგორც ვნახე, ხოლმე ქრონოლოგიის მაგ პუნქტების შემთხვევაში, შემდგომ მოდის, ვთქვათ, დამატებული ქვეთარგი "სინგლები". მაგრამ ის არ გამოჩნდება, თუ არ ჩაისმევა

| სხვადასხვა =

ალბათ, მაგის მითითებაც შეიძლება, არა? --გიორგი (L H R B S20) 17:14, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ბოტის გამოსაყენებლად კი, საჭიროა ბოტის დროშა. ასევე არსებობს გუგლის ჩანართები, რომლებიც find&replace ფუნქციას ასრულებენ და ბევრს regex-იც აქვს. ამიტომაც მოვიწერე, რომ ავტომატური ხელსაწყოს არსებობის შემთხვევაში გამოდგომოდა კოდი. ხელით საკმაოდ დამღლელია.
წინა ალბომი\s*=\s*.*(\[\[.*?\]\]).*\((\d*)\) — ეს გაფერადებული ნაწილი [[]]-სა და (წელი)-ს შორის მოთავსებულ ნებისმიერ მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის br-საც. სინგლებს რაც შეეხება, რაიმე მაგალითი რომ ვნახო, შეიძლება ეგეც გავაკეთებინო. გიო ოქრო 17:43, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: გმადლობ, ახლა დაახლოებით მივხვდი. ამჟამად ამას ვიყენებ https://replace.edriyanto.com - რათა ის მარტივი ველები ჩავანაცვლო (ალბომების ქრონოლოგია და/ან სინგლების ქვეთარგის ველების შიგთავსი - თუ არ ახლავს ამჟამად რომელიმე ალბომს). --გიორგი (L H R B S20) 19:38, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

კარგი რამ ყოფილა, რამდენიმე შესაყვანი ველი რომ აქვს. გიო ოქრო 19:39, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი
ბარემ აქვე ვიკითხავ: აქ სტივენ უილსონის კატეგორიაც არ უნდა იჯდეს? გიო ოქრო 19:44, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: კი, მრავალი სტრინგი აქვს და მომეწონა. დამახსოვრება არ შეუძლია, ყოველ ჯერზე ხელით უნდა შეიყვანო, მაგრამ არა უშავს. კატეგორიებს რაც ეხება, ზუსტად არ ვიცი, ალბათ უნდა იყოს. საერთოდ, ვცდილობ, ბრმად ინგ. ვიკი არ ვაკოპირო. იქ გარკვეული მიზეზის გამო შემოიღეს, როგორც ჩანს, კატეგორიზაციის გარკვეული წესები, აქ, ალბათ, სანამ არ მოხდება ამაზე საუბარი და რატიფიცირება, ასე ვთქვათ, ალბათ, სჯობს, ისე იყოს, როგორც ლოგიკა გვკარნაკობს, ანუ შემსრულებლის ზედა კატეგორია. არ ვიცი. --გიორგი (L H R B S20) 19:47, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

კი, მეც მგონია, რომ მუსიკოსის კატეგორიაც უნდა ჰქონდეს, რომ იქიდან იყოს გადმოსვლა წვრილ კატეგორიებში. გიო ოქრო 19:49, 26 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

?

რედაქტირება

?. :) ?. - OTOGI Messages 10:30, 4 ნოემბერი 2023 (UTC)პასუხი

შემმოწმებელი

რედაქტირება

გამარჯობა! შემმოწმებლის სტატუსი ჩართულია. წარმატებები წამოწყებულ საქმეებში!. - OTOGI Messages 11:11, 4 ნოემბერი 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობა. მადლობას გიხდით, თუმცა, ბოლომდე ვერ ვხვდები, რისთვის არის და რა პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებს ახლა. მაგრამ მაინც მადლობა თქვენ ნდობისთვის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა L H R B S20 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

შესაძლოა მე ვიჩქარე, მაგრამ პირველი რაც მომეჩვენა არის თქვენი კავშირი წინა ანგარიშებთან, ასეა ?. თუ არა მაშინ მე შემცდარვარ და ბოდიშის მოხდით ჩამოგართმევთ სტატუსს. - OTOGI Messages 11:21, 4 ნოემბერი 2023 (UTC)პასუხი

მგონი, არ მქონია ადრე აქტიური. ერთი ვცადე ალბათ სამი წლის წინ და ისიც არ მახსოვს რომელი იყო. უმჯობესია ეს ფუნქცია გამოირთოს ბოლომდე ვერ ვიაზრებ, როგორ გამოვიყენო. თუ სხვა არის ამ ფუნქციის მფლობელი მან გამოიყენოს. მაინც მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა L H R B S20 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, გულითა და სულით, წარმატებანი!. - OTOGI Messages 11:34, 4 ნოემბერი 2023 (UTC)პასუხი

მადლობა დიდი თქვენც ასევე წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა L H R B S20 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

წარმატებები. მინდოდა ხელმოწერა მესწავლებინა, მაგრამ გცოდნია. აქ დაგავიწყდა და ჩავამატე წესების თანახმად. --Wiki - ჯაბა 19:10, 7 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი

სურათები

რედაქტირება

კარგია, რომ ფილმებზე დაწერილ სტატიებში ოფიციალურ პოსტერებს დებ, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ ქართული ფილმების სტატიებში უკვე არსებულ სურათს რუსულ წარწერიანი პოსტერით არ შეცვლი.Irmaguru (განხილვა/წვლილი) 11:35, 8 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი

@Irmaguru: სალამი. სამწუხაროდ, ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსულები (უმეტესწილად). როდესაც ქართული მოიპოვება - აუცილებლად ვდებ. ჩიორას შემთხვევა ტიპურია - ქართულს ვერ ნახავ. ბევრი სხვა ფილმისაც. უბრალოდ გაციფრებული არ დევს ქსელში, თორემ, დარწმუნებული ვარ, კინოცენტრის და არქივის მსგავს უწყებებს ექნებათ ეგენი. რაღაც კონკრეტული ოფიციალური წესი რომ არსებობდეს - მაგალითად, "თუ ქართული პოსტერი მოიპოვება, გამოიყენება ქართული, თუ არა - სატიტულო კადრი ფილმიდან" უმჯობესი იქნებოდა, მაგრამ მაგ შემთხვევაში რუსულენოვანი პოსტერები საერთოდ გაქრებოდა. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:58, 8 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი

https://poster.aldagi.ge/?product_id=167192 აქ შეგიძლია ნახო ქართული პოსტერები.
რუსული წარწერით რომ არ მინდოდა სურათის დადება, ზოგჯერ ფილმის კადრები დავდე, რომლის პოსტერიც ვერ ვიპოვე. მით უმეტეს, რომ რუსულად ფილმის სათაურები უმეტესად ქართულისგან განსხვავებულია. ასე, რომ თუ სხვის ნამუშევარს ჩაასწორებ, მყარი მიზეზი უნდა გქონდეს. Irmaguru (განხილვა/წვლილი) 12:21, 8 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი
@Irmaguru: გმადლობ, მანდ რაც არის, ამოვკრიფავ შემდგომში. თუ რომელიმე ფაილს რომელიმე გადაეწერა ზემოდან, უკან დავაბრუნებ მომავალში და იქვე სტატიაში სხვაგან ჩავსვამ. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 12:25, 8 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობა

რედაქტირება

გამარჯობა. შეგიძლიათ ჩემი დაწერილი სტატია რომ შეამოწმოთ? OldTbilisi7 (განხილვა/წვლილი) 14:13, 9 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

@OldTbilisi7: გამარჯობა, მე არ ვარ შემმოწმებლის ხელსაწყოებით აღჭურვილი მომხმარებელი. სხვა ნახავს. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 15:24, 9 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

გამარჯობა. მილანში როდესაც წავშლით მაგ მონაცემს, უფრო განახლებული მოსახლეობა აღიბეჭდება, 2023 წლის. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა OldTbilisi7 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სალამი. ახლა მივხვდი, რომ wikidata-ს იყენებს, მანამდე ვერ ვხვდებოდი, რატომ შლიდით, თან მახსოვდა, რომ თქვენი რედაქტირებები არ ყოფილა უხარისხო. ამოვშალე ახლა და დავუწერე შეჯამებაშიც, რომ იცოდნენ, რატომ არის ამოშლილი. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 17:05, 4 მარტი 2024 (UTC)პასუხი

ფატოს კონგოლი

რედაქტირება

ეს და რამდენიმე სხვა სტატია, რომელსაც დაუყოვნებლივ არედაქტირებთ არის საკონკურსო. კონკურსის დასრულებამდე ავტორს აქვს უფლება ჩაასწოროს, ამიტომ წასაშლელის თარგის და სხვა პრობლემური თარგების ჩასმისაგან თავი შეიკავეთ კონკურსის დასრულებამდე. პატივისცემით, Wiki - ჯაბა 14:48, 22 მარტი 2024 (UTC)პასუხი

@Jaba1977: გამარჯობა. გმადლობ ამ შენიშვნისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო და კარგია, რომ მიმითითეთ. მაშინ ერთი რაღაცის ახსნას ვითხოვ და დაწვრილებით დავწერ იმ პრინციპებზე, რითაც ვხელმძღვანელობდი ასეთი რედაქტირებისას:

იქნებ, რაღაც მეშლება, მაგრამ პროექტის აღწერის გვერდზე, რომელიც მეტაზეა განთავსებული - https://meta.wikimedia.org/wiki/Albanian_%E2%80%94_Georgian_Wikimedia_Cooperation - ჩანს მხოლოდ ის, რომ პროექტია. აქ, ქართულ ვიკიში, არ არის მითითებული, რომ ის კონკურსია. აქ, ქართულ ვიკიში, სადმე ტექსტურად წერია, რომ პროექტების ფარგლებში შექმნილი სტატია უდრის კონკურსის ფარგლებში შექმნილის სტატუსის მქონეს? თუკი წერია, მოხარული ვიქნები, წავიკითხო და გავითვალისწინო.

თუკი არა - საიდან უნდა დამენახა, რომ მასში ჩარევა არ შეიძლებოდა? მაგალითად, აქ თქვენთან ვნახე, რომ წარსულში ბევრი საინტერესო სტატიაა შექმნილი ქვეყნების პროექტების ფარგლებში - გეოგრაფიის თუ სხვა თემებზე. რომელიმე მათგანზე ვრცელდებოდა არჩარევის წესი? როგორც ვხედავ, პირიქით, კოლაბორაციული სამუშაო იყო. თუ არა და მაშინ, პროექტების რამე კლასიფიკაცია არსებობს? ანუ არსებობს ერთი კატეგორია პროექტების, რომლებშიც „ჩარევა“ არ არის შეზღუდული, მაგრამ სხვა კატეგორიაში დასაშვებია?

თუ ასე არ არის, მომიტევეთ, კიდევ ერთხელ - როგორ უნდა მივხვდე მე, რიგითი მომხმარებელი, რომ პროექტად წოდებული ინიციატივა სინამდვილეში არის კონკურსი, როდესაც მას არ წერია, რომ კონკურსია? განხილვის გვერდზე წერია "სტატია „ფატოს კონგოლი“ შეიქმნა პროექტ ალბანურ-ქართული ვიკიკლუბების თანამშრომლობა 2024-ის ფარგლებში." - სიტყვა "კონკურსი" მე აქ ვერ ვნახე.

მაინც დავწერ - განა არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, კონკურსი ეწერება თუ პროექტი? ჩემი აზრით, აქვს, იმიტომ, რომ ყველა გვერდი, რომლის განვილვაშიც წერია, რომ საკონკურსოა, ხელშეუხებელია გარკვეულ დრომდე. მხოლოდ ერთ მომხმარებელს „ვეხმარებოდი“ ქალების ვიკიპროექტის დროს (ვუსწორებდი სახელების გადმოტანას) და სწორ კატეგორიზაციაში გარკვევაში დავეხმარე. და კიდევ 1-2-ს მივუთითე გვარ-სახელით დახარისხების მეთოდზე (ბიოგრაფიულ სტატიებში).

ხოლო თუ სადმე წერია წესები ზოგადად ხელშეუხებლობის შესახებ, იქნებ, ვინმემ მიმითითოს. თუ არა და, იქნებ დაიწეროს ერთხელ და საბოლოოდ, რომ არ ჰქონდეს ჩვენნაირებს ამაზე კითხვები და უკეთ ვიმუშაოთ ვიკიპედიაშიც. 😊--L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 15:22, 22 მარტი 2024 (UTC)პასუხი

პროექტია დიახ და პრიზებიც არის, სადაც პრიზებია ის კონკურსია. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. კარგია რომ გახსოვთ (ან მოიძიეთ არ ვიცი) ქვეყნების ვიკიპროექტები, ასე უნდა მოიძიოთ ის განხილვის გვერდებიც სადაც სულ ამაზე ვწერდით ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც თქვენსავით არედაქტირებდა სტატიებს. ამაზე დავას არ ვაპირებ. უბრალოდ თქვენს ცვლილებებს უკან დავაბრუნებ. Wiki - ჯაბა 15:32, 22 მარტი 2024 (UTC)პასუხი
L H R B S20/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.