Kavkas~kawiki
გამარჯობა, Kavkas~kawiki. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
--ცანგალა (გ) 13:07, 11 მაისი 2008 (UTC)
გამარჯობა Kavkas, 1. ალბათ ჯობია გადამისამართება როგორც საქართველოშია მიღებული ცეზური ენიდან დიდოურ ენაზე. 2. სურათის დამატება ხდება ფაილის დამატებით თარგების მითითებით. 3. ზოგიერთი მკვლევარი ჰინუხურ ენას ცალკე ენად მიიჩნევს რატომ ამოიღეთ?--ცანგალა (გ) 13:52, 11 მაისი 2008 (UTC)
სურათების შესახებ
რედაქტირებაგაუ, მოგწონს სურათი - ალბათ არა. ამიტომ მარცხნივ შენ ხედავ წერია ინსტრუმენტები, სადაც არის ფაილის დამატება. ამით ხდება სურათის დამატება. სურათების ატვირთვისას აუცილებლად უნდა მიუთითო ინფორმაცია ლიცენზიის ან წყაროს შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სურათები წაიშლება. აქედან ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები შეარჩიე რომელიმე თარგი და ჩასვი სურათების გვერდზე. ნახე მაგალითისთვის სურათი:FA crest.png. ცანგალა (გ) 17:01, 11 მაისი 2008 (UTC)
ხელმოწერა
რედაქტირებაგაუ, აუცილებელია სტატიის განხილვის გვერდებზე, ყავახანაში შენი ხელმოწერა. როგორ? ძალიან ადვილია - მხოლოდ დაწკაპუნებაა საჭირო და ხელმოწერა ავტომატურად იქნება. --ცანგალა (გ) 09:33, 12 მაისი 2008 (UTC)
გთხოვ ხელმოწერა ნუ გავიწყდება - ეს ვიკიპედიის წესია.--ცანგალა (გ) 10:01, 12 მაისი 2008 (UTC)
სურათის შესახებ
რედაქტირებაგაუ, ალბათ სტატიაში ქუნტა ჰაჯი სურათი მოგეწონა. როგორ უნდა ჩასვა. დააწკაპუნე სურათზე. დაინახავ, რომ წერის:ეს ფაილი მდებარეობს Wikimedia Commons სერვერზე. ვიკისაწყობი (Wikimedia Commons) - წარმოიდგინე ეს არის ვიკიპედიის საჯარო ბიბლიოთეკა. თუ აქ სურათი არის შეგიძლია ვიკიპედიის ყველა ენიდან შემოიტანო (ძირითადად ინგლ.-დან ჯობია). როგორ უნდა შემოიტანო? ძალიან ადვილად. დააწკაპუნე სურათზე თუ წერია, რომ ფაილი მდებარეობს Wikimedia Commons სერვერზე გაუკეთე კოპირება სურათის სათაურს:Kunta-haji.jpg და გადმოიტანე ქართულ ვიკიპედიაში. ძალიან გთხოვ სტატიაში მაქსიმალურად გააკეთე ხოლმე ბმულები. ეს სტატიას ამდრიდრებს. --ცანგალა (გ) 17:30, 17 მაისი 2008 (UTC)
კავკას, იქნება ელ–ფოსტაზე შემეხმიანო. პატივისცემით --pirtskhalava 14:46, 19 მაისი 2008 (UTC)
ენა, დიალექტი ?!...
რედაქტირებაწავიკითხე და მომეწონა თქვენი გამოსვლა. თქვენ ასაბუთებთ მაინც თქვენს აზრს... როგორც თქვენ ამბობთ, თუ მართლა მასეა, ავშენებულვართ და ესაა და თქვენც წარმატებებს გისურვებთ. ისე, არ ვიცი დააკვირდით თუ არა, მაგრამ ასეთ დისკუსიებს ხშირად თავად მეგრელები წამოჭრიან–ხოლმე სხვადასხვა საიტებზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ არსებობს რაღაც გაურკვევლობა, ან რაღაცის გარკვევის სურვილი. ეს გაურკვევლობები უნდა გაირკვეს და ეს "რაღაცის გარკვევის სურვილიც" ჩაცხრება, ოღონდ ყოველივე ენათმეცნიერმა უნდა გააკეთოს, თანაც არა მარტო მეგრულის მცოდნემ, არამედ თავად მეგრელმა, თორემ ენათმეცნიერული პრობლემებისა და თუ უბრალოდ საკითხების საფეხბურთო დონეზე "გახალხურებამ" შეიძლება ძალიან შორს წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა. მე სამხრეთსლავური ენების სპეციალისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა მიმართულებითაც შეიძლება წარიმართოს მსგავსი ტენდენციები. იხილეთ სერბულ–ხორვატული ენა, ან სამხრეთსლავური ენები. მე პირადად ვერა ვარ კარგი მეგრელი. კარგად არ ვიცი მეგრული. და ბოლოს ... ერთს მაინც გეტყვით... მიუხედავად იმისა, რას დავარქმევთ მეგრულს და სვანურს, ეს მართლა სიმდიდრეა და ამ სიმდიდრეს სახელმწიფოებრივი მზრუნველობა სჭირდება, ანუ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოში ახალი რეალიების კვალდაკვალ ეს ფაქტორები პრობლემებად რომ არ გადაიქცეს კონცეპტუალურ დონეზე უნდა მიხედვა, რომ არ გაჩნდეს მსგავსი კითხვები, ანდა თუკი გაჩნდება, სარწმუნო პასუხიც არსებობდეს. ადრე, გამუდმებით დაქსაქსულ საქართველოში ეკლესია ასრულებდა ქვეყნის გამაერთიანებლის როლს, თან საკმაოდ წარმატებითაც. ისლამურ გარემოცვაში ჰქონდა ეკლესიას ეს განსაკუთრებული წონა. ახლა, ყოველ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით, ისლამური საფრთხე არ არსებობს, ეკლესიამ წონა რომ შეიძინოს ისევ. არადა, ამ დროს გვინდა თუ არა ამის აღიარება, სხვა ქრისტიანული რელიგიები მომძლავრდნენ, მათ შორის სამეგრელოში. ეს ახალი ტენდენციებია და ღმერთმა ნუ ჰქნას, მაგრამ ადრე თუ გვიან ამინდსაც შეცვლის ალბათ. არსებობს სხვა ტენდენციებიც, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღეს აფხაზეთში დაბრუნების სურვილია ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აერთიანებს საქართველოს. თუ ეს ოდესმე მოხდა, ანუ გავერთიანდით, მერე რა იქნება, საინტერესოა? ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ და ფორმატის შესაბამისად დავწერე. საუკეთესო სურვილებით. --pirtskhalava 16:26, 20 მაისი 2008 (UTC)
27.05.08
რედაქტირებაგამარჯობა, ნამდვილად იაკობ გოგებაშვილია?--ცანგალა (გ) 14:11, 28 მაისი 2008 (UTC)
მადლობა და გასაგებია. ავთანდილი ვისი შემოტანილიც არის უკვე სამწუხაროდ გარდაიცვალა. ახლა მეგრულ ანბანს რაც შეეხება. აქ რა ხდება? ანბანი რაღაც პერიოდს ხომ არსებობდა? ამას თუ ამიხსნით კარგი იქნება.-ცანგალა (გ) 14:16, 28 მაისი 2008 (UTC)
მეგრული ანბანი
რედაქტირებამეგრული ანბანი არ არსებობს, არსებობს ქართული სამეცნიერო ტრანსკრიფცია დიალექტებისა და მეგრულ-სვანურისთვის. თქვენ მოყვანილი გქონდათ სწორედ ეს ტრანსკრიფცია და ამას ქართული დამწერლობის შესაბამის ქვეთავში უნდა მისჩენოდა ადგილი--Kavkas 14:21, 28 მაისი 2008 (UTC)
გასაგებია. ისე ცუდი არ იქნებოდა რომ ეს რაც მე მომწერეთ აღინიშნოს ან სტატიაში ან განხილვის გვერდზე, რომ სხვა მომხმარებლებისთვისაც იყოს გასაგები. --ცანგალა (გ) 14:28, 28 მაისი 2008 (UTC)
- კავკას, გეთანხმები მეგრულ ანბანთან დაკავშირებით (ადრე სხვაგვარად ვფიქრობდი, მაგრამ ვცდებოდი). მაგრამ იქნებ სტატიაშე ქართული დამწერლობა ავღნიშნოთ ის ასოები, რომლებსაც ქართველური ენები იყენებენ. DDA 16:32, 28 მაისი 2008 (UTC)
ქართველური ენები
რედაქტირებაიხილეთ განხილვა:ქართველური ენები. - Island 07:00, 4 ივნისი 2008 (UTC)
- ქართველური ენების ადრინდელი ვერსიაა აღდგენილი. თუ სტატიის სათაურის შეცვლა გსურთ, ჯერ განხილვის გვერდზე დაწერეთ. - Island 06:16, 16 ივნისი 2008 (UTC)
გამარჯობა Kavkas, იასუჰიროს, დახმარება გვჭირდება. იხ. პორტალი:ენა. ენების სახელები (კავკასიის ენები) და ენათმეცნიერების სახელები უნდა შემოწმდეს. მადლობა --pirtskhalava 15:37, 4 სექტემბერი 2008 (UTC)
თქვენს ანგარიშს სახელი გადაერქმევა
რედაქტირებაგამარჯობა,
ვიკიმედიის დეველოპერთა ჯგუფი მუდმივად ახორციელებს ცვლილებებს ანგარიშების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც შეადგენს ჩვენი განუწყვეტელი მცდელობის ნაწილს, რათა ვიკიმედიის სხვადასხვა პროექტებში სამუშაოდ, ჩვენი მომხმარებლებისთვის შევქმნათ ახალი და ბევრად უკეთესი საშუალებები. ამ ცვლილებების შედეგად, თქვენ ყველგან ანგარიშის ერთი და იგივე სახელი გექნებათ. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს შემოგთავაზოთ ახალი შესაძლებლობები, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ დაარედაქტიროთ და განიხილოთ უკეთესად და ხელი მიგიწვდებოდეთ მომხმარებელთა უფრო მოქნილ უფლებებზე. ამის ერთ-ერთი შედეგი იქნება ის, რომ მომამხარებლის ანგარიში ერთი და იგივე იქნება ვიკიმედიის 900 ვიკიში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ განცხადება.
სამწუხაროდ, თქვენი ანგარიში ემთხვევა ამავე სახელის სხვა ანგარიშს Kavkas. იმისათვის, რომ ორივე თქვენგანს სამომავლოდ შეგეძლოთ ვიკიმედიის პროექტების გამოყენება, თქვენს ანგარიშს შევუცვლით სახელს Kavkas~kawiki-ით. თქვენი ანგარიშისთვის სახელის გადარქმევა მოხდება დაახლოებით 2015 წლის აპრილში.
თქვენი ანგარიში იმუშავებს ისე, როგორც ეს იყო მანამდე და შენარჩუნდება თქვენი მთლიანი წვლილი, ყველა რედაქტირება. თუმცა, სისტემაში შესასვლელად უნდა გამოიყენოთ ახალი სახელი. თუ თქვენ არ მოგწონთ ახალი სახელი, შეგიძლიათ კვლავ მოითხოვოთ სახელის გადარქმევა. ამისათვის, გამოიყენეთ ეს ფორმა.
ვწუხვართ თუ დისკომფორტი შეგიქმენით.
Yours,
Keegan Peterzell
Community Liaison, Wikimedia Foundation
03:02, 18 მარტი 2015 (UTC)
Renamed
რედაქტირებაThis account has been renamed as part of single-user login finalisation. If you own this account you can log in using your previous username and password for more information. If you do not like this account's new name, you can choose your own using this form after logging in: სპეციალური:GlobalRenameRequest. -- Keegan (WMF) (talk)
09:15, 19 აპრილი 2015 (UTC)