მომხმარებლის განხილვა:Jaba1977/არქივი 15
თხოვნა
ჯაბა გამარჯობა. გთხოვ ნახე აბა შენ, რომ ლექსიკონი გაქვს ისიქ-ქოლი თუ ისიკ-ყული ? - ოთოჯი განხილვა 10:03, 19 აგვისტო 2013 (UTC)
- სალამი ოთო. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987 წ. გვ. 90 ისიქ-ქოლი. --JABA 1977 10:09, 19 აგვისტო 2013 (UTC)
- დიდი მადლობა ჯაბა. გადასატანი გვექნება გვერდები. - ოთოჯი განხილვა 10:27, 19 აგვისტო 2013 (UTC)
იოუა
რედაქტირება- გაუმარჯოს! სად, რომ პირადში მოგწერ. გუშინ გავაკეთე განხილვა „იოუას ოლქზე“, მაგრამ იმის გამო, რომ კატეგორია წასაშლელი იყო და შესაბამისად განხილვაც, ოთომ დაგვდო პატივი და წაშალა. ნუ, არ მგონია გამოგრჩენოდა და მაინც გეტყვი, რომ კატეგორები სახელწოდებით იოუა ჩემს მიერ გადატანილ იქნა აიოვაზე, შენი რჩევითა და დახმარებით. (ახლაც არ მესმის ეს იოუა საედან მოვიტანე ). რისთვისაც ყურადღებისათვის დიდ მადლობას მოგახსენებ :). რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, ვანდობ კომპეტენტურებს და ჯერჯერობით განხილვის ქვეშ დავაყენებ.(იმედია იოუას მსგავსებს აღარ მოვიგონებ :)).--Beqa Labadze განხილვაწვლილი 20:25, 10 სექტემბერი 2013 (UTC)
გამარჯობა ბექა. ხდება ასეთებიც, მაგრამ მთავარია მუშაობა გააგრძელო, შენს შეცდომებს მე გავასწორებ, ჩემსას შენ და ასე შევქმნით კარგ ქართულ ვიკიპედიას. დანარჩენ კატეგორიებს რაც შეეხება მეც კომპეტენტურებს მივანდე, რადგან მე კომპეტენცია არ მყოფნის ინგლისურის ცოდნაში. უბრალოდ კითხვა გამიჩნდა, რომელიც თანაბარი შანსებით შესაძლოა სწორი იყოს შესაძლოა მცდარიც. --JABA 1977 17:45, 11 სექტემბერი 2013 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირებამომხმარებლის შეურაცხყოფის განმეორების შემთხვევაში, თქვენი ანგარიში დაიბლოკება — მიხეილ მიწერა 16:22, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
- გმადლობ შეტყობინებისათვის. :) --JABA 1977 16:26, 14 სექტემბერი 2013 (UTC)
დახმარება
რედაქტირება1. პირადი გვერდის შევსება მინდა და ინსტრუქციაში მიწერს "გაფრთხილება: თქვენ ხელახლა ქმნით გვერდს, რომელიც ადრე წაიშალა". ჩემი გვერდი ვიკიპედიაში არ მქონია ადრეც. 2. რა ვქნა ისეთ შემთხვევაში, როცა ფოტოს დედანი დაცულია ჩემი ოჯახის პირად არქივში, ხოლო ციფრული ასლი თავისუფალ ხელმისაწვდომობაშია ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში? აქ მიწერს, რო შეიძლება წაიშალოს. გარდა ამისა 2008 წელს დავამატე სტატია, რეგისტრაციის გარეშე, სოფელ მერეთზე და ეკლესიაზე. ისიც წაშლილია და თანაც ჩემი IP გაფრთილებულთა სიაშია.--Goia განხილვაწვლილი 10:23, 18 სექტემბერი 2013 (UTC)
- გამარჯობათ, პირველს რაც შეეხება შექმენით, როგორც ცანს ადრე არასწორად იყო შექმნილი. იმედია ამჯამად წესებს დაიცავთ. მეორეს რაც შეეხება ვერ დაგეხმარებით სურათის ლიცენზიებში კარგად ვერ ვერკვევი. აი მერეთს რაც შეეხება შეგიძლიათ ხელახლა დაწეროთ წესების დაცვით. ვფიქრობ ტექსტის რედქტირებისას ეს გვერდი გამოგადგებათ. --JABA 1977 13:52, 18 სექტემბერი 2013 (UTC)
სამხრეთი სუნის დინასტია
რედაქტირებასამხრეთი სუნის დინასტია - შენ მოგმართავ რადგან მეორე სტატია შენი შემოტანილია. მადლობა გარჯისთვის.--ცანგალა (გ) 14:00, 1 ნოემბერი 2013 (UTC)
- ინგლისურ ვიკიპედიაში ერთი სტატიაა სუნის დინასტია და მერე სექციებად იყოფა სამხრეთი და ჩრდილოეთი სუნის დინასტიები. აქაც ასე უნდა იყოს. მე ვფიქრობ ამ ეტაპზე მითითებული სტატია საერთოდ წაიშალოს, რადგან უკვე მოსაბეზრებელი გახდა ამ პიროვნების მიერ შემოტანილი სტატიების დარედაქტირება. --JABA 1977 16:04, 1 ნოემბერი 2013 (UTC)
- სტატია წავშალე. გადამისამართება ხომ არ უნდა გაკეთდეს სამხრეთიდან სუნის დინასტიაზე?--ცანგალა (გ) 07:23, 3 ნოემბერი 2013 (UTC)
კი გავაკეთოთ. --JABA 1977 14:55, 3 ნოემბერი 2013 (UTC)
იმერეთი
რედაქტირებაჯაბა გამარჯობა, მემგონი ვერ მიმიხვდი, მე გიორგი წერეთელს იმიტომ კი არ ვაკლებ, რომ შეცდომა მგონია, არამედ იმიტომ, რომ პოეტი გიორგი წერეთელი ტვირთავს ტექსტს და უბრალო მკითხველს აბნევს, ვინაიდან ძალიან ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა და აშკარად არაა საჭიროება გამოჩენილ ადამიანებში მისი ჩასმის. რადგანაც იმერული სუბეთნიკური ჯგუფი თანამედროვე ქართველების ყველაზე დიდი ნაწილია და გამოჩენილი ადამიანების და მითუმეტეს პოეტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, მსგავსი წარმარტებით შეიძლება ჩაემატოს დაახლოებით ასამდე ადამიანი, რაც ვფიქრობ არ იქნება მართებული. მოგმართავ თხოვნით გაითვალისწინო ეს გარემოება და მაქსიმალურად ფრთხილად დავიცვათ ის ფაქიზი ზღვარი რაც გადის გამოჩენილ და ნაკლებად გამოჩენილ პიროვნებებს შორის.--GagaVaa განხილვაწვლილი 14:57, 9 ნოემბერი 2013 (UTC)
- გამარჯობა გაგა, მე ერთი რამ კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ შემთხვევითი პიროვნება ნამდვილად არ ხარ ვიკიპედიაში და შენი კარგი წვლილი შეგაქვს ამ დიდ საქმეში. შენი რეზიუმეების შედეგად კი დავასკვენი ის რაც დავწერე იმერეთის განხილვაში. როდესაც ადამიანი ხვდება ენციკლოპედიაში და მერე ვიკიპედიაში ის თავისთავად ცნობადია. ამიტომ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ნაკლებად ცნობადია (შედარებით ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა) ამოღება არ შეიძლება, თან იმავდროულად სტატიაში ჩაისვა ნანა ძაგნიძე, რომელზეც გადამოწმებადი წყარო არც კი არსებობს. თუ გიორგი წერეთელი შენთვის ცნობილი პიროვნება არაა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენი მომხმარებლებიდან ვინმემ არ იცის მის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მე ისტორიკოსი ვარ ნოე ადამია ნამდვილად არ გამიგონია, ეს არაა საბაბი იმისა, რომ ამოვშალოთ. თუ აკაკი წერეთელთან ერთად გიორგი წერეთლის დაწერა არ გესიამოვნა, მაშინ რა სასიამოვნოა დავით აღმაშენებლის გვერდით ნოე ადამიას დაწერა? ჩვენ ხომ სტატიებს იმის გამო ვწერთ რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი ნახოს და გაიგოს? მე კი ვფიქრობ რომ ამ სტატიაში გიორგი წერეთლის ჩაწერით მომხმარებელი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ვიდრე ამოშლით.
- პ.ს. გაგა შენი მოწერილიდან პოეტი გიორგი წერეთელი ტვირთავს ტექსტს და უბრალო მკითხველს აბნევს ეს ვერ გავიგე. ძალიან დაღლილი კი ვარ შეიძლება ამის ბრალიცაა. --JABA 1977 16:02, 9 ნოემბერი 2013 (UTC)
გილოცავთ
რედაქტირებაჯაბა, გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ წარმატებებს! — მიხეილ მიწერა 20:14, 22 დეკემბერი 2013 (UTC)
- ვუერთდები მილოცვას. წარმატებებს, ულევ სიხარულს და დღეგრძელობას გისურვებ! – BruTe (გ) 21:59, 22 დეკემბერი 2013 (UTC)
- მეც გილოცავ და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს!--დათო1010 03:50, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
- გილოცავ, ჯაბა! კიდევ მრავალს დაგასწროს ჯანმრთელად და ბედნიერად! — G.G. 06:13, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
- მეც გილოცავ და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს!--დათო1010 03:50, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
- ვუერთდები მილოცვებს. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა (გ) 07:55, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
გილოცავ, ჯაბა! მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად, წარმატებებსა და ყოველივე კარგს გისურვებ --შოთა [UT] 08:46, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. გაიხარეთ. --JABA 1977 14:41, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
- გილოცავ ჯაბა! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! --MEDGEORGIA განხილვა 15:09, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
დიდ მადლობა გიორგი. --JABA 1977 16:52, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
- ჯაბა დაბადების დღეს გილოცავ! მრავალს დაესწარი, წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში. საუკეთესო სურვილებით, - ოთოჯი განხილვა 18:27, 23 დეკემბერი 2013 (UTC)
მადლობა ოთო. --JABA 1977 04:47, 24 დეკემბერი 2013 (UTC)
- გილოცავ, დაგვიანებით. მრავალს დაეწარი, წარმატებები! :) Deu. 13:17, 24 დეკემბერი 2013 (UTC)
მადლობა დათო. --JABA 1977 14:40, 24 დეკემბერი 2013 (UTC)
მიხეილ კალაშნიკოვი
რედაქტირებაჯაბა, კატეგორიაში რუსები აღარ ვწერთ?--ცანგალა (გ) 15:37, 24 დეკემბერი 2013 (UTC)
- არა ცანგალა, აღარ წერენ სადაც იყო იქაც იშლება, მაგრამ სიმართლე გითხრა, რატომ იშლება ან სად შეთანხმდნენ არ ვიცი. --JABA 1977 16:04, 24 დეკემბერი 2013 (UTC)
იმ შემთხვევაში არ ვწერთ, როცა ქვედა კატეგორია არის, რაკიღა მაქ არ იყო, ჩავამატე. კატეგორიის განხილვა:ამერიკელები --M. განხილვაწვლილი 07:36, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
თანმიმდევრობა
რედაქტირებაჯაბა გამარჯობა. თანმიმდევრობის შესახებ ნახე მომხმარებლის განხილვა:M./არქივი 3#თანმიმდევრობა. ლოგიკა ისაა, რომ ლიტერატურას სქოლიო პირდაპირ მოსდევდეს. ჩემთვის პირადად ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელოლბა, მაგრამ სტატიათა უმრავლესობაში, მე სადაც შევდივარ ჯერ რესურსებია და მერე ლიტერატურა. ასე რომ ვეძათხევშიც დავაბრუნებ, სანამ სხვანაირ წესზე არ მოხდება შეთანხმება. --M. განხილვაწვლილი 07:36, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
გამარჯობა. აბა აქ ნახე რა წერია. ეს რეკომენდაციაა და ჩემი აზრით ისეთი, რომელიც უნდა დავიცვათ და ვიცავთ კიდეც სტატიების უმრავლესობაში. --JABA 1977 13:23, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
- სხვათაშორის ეს ცვლილება შენი არქივიდან 2011 წლის მაისითაა დათარიღებული, ჩვენ სადღაც შევთანხმდით ამის შესახებ და ამავე წლის ოქტომბერში ცასწრდა ჩემს მიერ მითითებული გვერდი, ასე რომ ვეძათხევს უკან დავაბრუნებ. : --JABA 1977 13:25, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
მე როგორც მივხვდი, ეგ სახელმძღვანელო გვერდი ჩემი განხილვის გვეერდზე უფრო ძველია. უფრო ახალიც დადე ბარემ და წავიკითხავ. ჩემთვის ასე იქნება თუ ისე, სულ არაა პრობლემა, უბრალოდ ხომ უნდა ვიცოდე. დავეკითხოთ ცანგალას და დათოსაც. მარტო ჩემთვის არ მოუწერია ცანგალას ის თანმიმდევრობა როგორც მახსოვს --M. განხილვაწვლილი 16:25, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
ძველი ნამდვილად არაა, შენს განხილვის გვერდზე რომ მოგწერეს, მას მერე მოხდა ჩასწორება. ისტორიებს გადახედე და დარწმუნდები: ჯერ შენ მოგწერა ცანგალამ მაისში ოქტომბერში კი მოხდა ამ გვერდზე ცვლილებების შეტანა. ასე რომ ძველი შენი განხილვის არქივი უფროა. :) შეკითხვას რაც შეეხება სიამოვნებით, ვიკითხოთ. --JABA 1977 17:12, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
- დამატებით ეს განხილვაც შეგიძლია იხილო. :). --JABA 1977 18:18, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
- გასაგებია. კარგი ძალიან, გარკვეულია ყველაფერი --M. განხილვაწვლილი 18:38, 27 დეკემბერი 2013 (UTC)
ფიქრია
რედაქტირებამაგარი გვერდი გაქვს. გავოგნდი ათასობით სტატია რომ გქონია დაწერილი. ყოჩაღ, შენ! განსაკუთრებით მომეწონა მთელი რიგი ღილაკები რომ გიდევს მარჯვენა მხარეს. და კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:27, 28 დეკემბერი 2013 (UTC)
- მადლობა ფიქრია, გაიხარე. მჯერა, რომ შენი გვერდი სულ მალე გადააჭარბებს ჩემს გვერდს და ეს ძალიან მიხარია. --JABA 1977 19:33, 28 დეკემბერი 2013 (UTC)