მოლდოვის დემოკრატიული პარტია

მოლდოვის დემოკრატიული პარტია (რუმ. Partidul Democrat din Moldova, PDM) — 1997 წელს დაფუძნებული, მემარცხენე ცენტრისტული[1] სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია მოლდოვაში.[2] პარტია იზიარებს პრო-ევროპულ ხედვებს. სოციალისტური ინტერნაციონალის სრული,[3] ხოლო ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) ასოცირებული წევრია.[4] წესდების მიხედვით PDM აცხადებს, რომ მოლდოვა არის დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელის მიზანია ერთიან დემოკრატიულ ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია.[5][6] ყოფილი ლიდერის მარიან ლუპუს ხედვებით და ასევე მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენით პარტია სოციალური საკითხების მიმართ კონსერვატულ მიდგომებს უჭერს მხარს.

მოლდოვის დემოკრატიული პარტია
Partidul Democrat din Moldova
ქვეყანა მოლდოვის დროშა მოლდოვა
ხელმძღვანელობა
ლიდერი მონიკა ბაბუჩი
თავმჯდომარე ალექსანდრუ ჟიზდანი
ისტორია
დაფუძნდა 8 თებერვალი, 1997
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპელი სოციალისტების პარტია (ასოცირებული)
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
პროგრესული ალიანსი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 101
მუნიციპალიტეტები
10 / 32
ფერები ლურჯი; წითელი
შტაბ-ბინა ტიღინა 32, კიშინიოვი
http://www.pdm.md/en
 
პარტიის სათაო ოფისი

პარტია 1997 წლის 8 თებერვალს დაფუძნდა როგორც მოძრაობა დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვისთვის (MDPM).[7][8][9] 1998 წლის 17 ოქტომბერს კონგრესზე აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელობა და მიიღეს სოციალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული სტატუსი და პოლიტიკური პროგრამა. 1998 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში[10][11][12] დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვას ბაზაზე შექმნილმა საარჩევნო ბლოკმა ხმების 18%-ზე მეტი და საპარლამენტო 24 ადგილი მოიპოვა, რაც მას საშუალებას აძლევდა დემოკრატიისა და რეფორმებისთვის ალიანსის ფარგლებში ქვეყნის მართვაში მიეღო მონაწილეობა. 1997-2009 წლებში პარტიის ლიდერი იყო დუმიტრუ დიაკოვი, რომლესაც პარლამენტის თავჯდომარის პოზიცია ეკავა 1997-2001 წლებში.[13] 1999-ში პარტიის წევრი იონ სტურზა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

2000 წლის 15 აპრილს დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვის ყრილობაზე პარტიას სახელი შეიცვალა და გახდა მოლდოვის დემოკრატიული პარტია (პდმ). 2001 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ აიღო 79,757 ხმა (5.02%) რითიც ვერ დაძლია პარლამენტში მოხვედრის 6%-იანი ბარიერი.[10] 2003 წლის 25 მაისის ლოკალურ არჩევნებში ქვეყნის ფარგლებში მოაგროვა ხმების 8.3%.

2003 წლის 22 ნოემბერს კონგრესზე პარტიამა ხალი მიზნები დასახა. ერთ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი რომელიც ამ კონგრესზე მიიღეს იყო ახალი პოლიტიკური პროგრამა. პარტიამ გამოხადა ინტერესი გამხდარიყო სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი და მიიღეს PDM-სა და პროფკავშირულ მოძრაობას შორის ურთიერთობის შესახებ რეზოლუცია. 2004 წლის 8 მარტს რეფორმატორი და დემოკრატიული ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა მოლოდინების საპასუხოდ მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ, ალიანსმა "ჩვენი მოლდოვა" და სოციალ-ლიბერალურმა პარტიამ შექმნეს საარჩევნო ბლოკი დემოკრატიული მოლდოვა (DMB).[14]

2005 წლის 6 მარტის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ-მ მიიღო 8 ადგილი პარლამენტში. 2007 წლის ოქტომბერში სოციალური და ლიბერალური პარტიის დეპუტატები შეუერთდნენ PDM-ის საპარლამენტო ჯგუფს რითიც მათი ადგილები პარლამენტში 11-მდე გაიზარდა და სიდიდით მესამე პარტია გახდა.[10]

2008 წლის 10 თებერვლის კონგრესზე პდმ-ის და სოციალური და ლიბერალური პარტიის გაერთიანების შემდეგ[15] დუმიტრუ დიაკოვი ხელახლა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო სოციალური და ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერი ოლეგ სერებრიანი გახდა თავმჯდომარის მოადგილე. პარტიის ჰიმნი გახდა ბეთჰოვენის "ოდა სიხარულისთვის" რომელიც განასახიერებს პარტიის პროევროპულ ვექტორს. 2009 წლის 19 ივლისს პდმ-ის რიგგარეშე ყრილობაზე მარიან ლუპუ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.[16]

2009 წლის აპრილის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ ხმების მხოლოდ 2.97% აიღო და პარლამენტს გარეთ დარჩა.[10] განმეორებით 2009 წლის ივლისის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე პდმ-მა პარლამეტში 13 ადგილი მიიღო და მალევე გახდა ევროპული ინტეგრაციისთვის ალიანსის (AEI) წევრი რომელიც მოლდოვის პარლამენტის უმრავლესობას ფლობდა.[10] 2009 წლის 10 ნოემბერსა და 7 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე, PDM-ის კანდიდატი მარიან ლუპუ დელეგირებული იყო მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ალიანსის კანდიდატად, მაგრამ საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა.

2010 წლის მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პდმ-ა 15 ადგილი მიიღო და გახდა AEI-2-ის სამი წევრიდან ერთ-ერთი.[10] 2013 წლის მაისში პმდ-მ 13 ადგილით, მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 31 ადგილით და რუმინეთის სახალხო პარტიამ 7 ადგილით შექმნეს ახალი სამთავრობო კოალიცია - პროევროპული კოალიცია.[17]

2014 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ-ა 15.8% მიიღო და მოლდოვის პარლამენტში 19 ადგილით შექმნა პროევროპული მმართველი კოალიცია. ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად (23 ადგილი) ჩამოაყალიბა უმცირესობის მმართველი კოალიცია - პოლიტიკური ალიანსი ევროპული მოლდოვისათვის. 2009 წლიდან პარტია სოციალური ინტერნაციონალი სრულუფლებიანი წევრია. 2015 წლიდან ევროპული სოციალისტური პარტიის ასოცირებული წევრი.[18]

2016 წლის 14 თებერვალს პაველ ფილიპი პდმ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენა,[19][20] რომელამაც 57 ხმით გაიმარჯვა.[21]

2019 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პდმ მიიღო ხმების 23.6% და 30 ადგილი პარლამენტში. პარტია სანდუს კაბინეტს ოპოზიციაში ჩაუდგა და 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა სანდუს უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა. პდმ და მოლდოვას რესპუბლიკის სოციალისტების პარტიამ იონ კიკუს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეს, რამაც პარტიაში განხეთქილება გამოიწვია. 15 დეპუტატმა პარტია დატოვა და შექმნეს ახალი პარტია - პრო-მოლდოვა.[22]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (26 May 2010) The A to Z of Moldova. Scarecrow Press, გვ. 116. ISBN 978-1-4616-7203-6. 
  2. Nordsieck, Wolfram. (2019)Moldova. ციტირების თარიღი: 13 April 2019
  3. Full Member Parties. Socialist International. ციტირების თარიღი: 11 January 2016
  4. Democratic Party of Moldova welcomed into PES family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-05. ციტირების თარიღი: 2022-04-27.
  5. Statute PDM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-07. ციტირების თარიღი: 2022-04-27.
  6. Partidul Democrat din Moldova (PDM) eDemocracy
  7. The A to Z of Moldova
  8. http://tribuna.md/2018/02/08/zi-importanta-pentru-pdm-dumitru-diacov-la-8-februarie-1997-a-avut-loc-congresul-de-constituire-al-formatiunii/?fb_comment_id=1583965548319055_1584090754973201#f73b867affb39c დაარქივებული 2020-12-04 საიტზე Wayback Machine. AN IMPORTANT DAY FOR PDM! DUMITRU DIACOV: ON THE 8 OF FEBRUARY 1997 THE FORMATION CONGRESS, accessdate 25 September 2018
  9. http://www.e-democracy.md/parties/pdm/ Partidul Democrat din Moldova (PDM), accessdate la 25 September 2018
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 "Istoria alegerilor parlamentare în Republica Moldova", Radio Europa Liberă, https://www.europalibera.org/a/26605859.html. წაკითხვის თარიღი: 25 September 2018
  11. http://www.e-democracy.md/elections/parliamentary/1998/ Alegerile parlamentare în Moldova din 22 martie 1998, accessdate 25 September 2018
  12. http://today.md/ro/news/politic/5281 დაარქივებული 2018-09-25 საიტზე Wayback Machine. Scurt istoric al alegerilor din Republica Moldova, accessdate 25 September 2018
  13. https://unimedia.info/tag/diacov-dumitru დაარქივებული 2018-03-07 საიტზე Wayback Machine. Dumitru Diacov, accessdate 25 September 2018
  14. Publika. Md (13 May 2010), "Ţara noastră are o experienţă bogată în ceea ce priveşte blocurile electorale", PUBLIKA.MD - AICI SUNT ȘTIRILE, https://www.publika.md/tara-noastra-are-o-experienta-bogata-in-ceea-ce-priveste-blocurile-electorale_21901.html. წაკითხვის თარიღი: 19 October 2018 დაარქივებული 25 September 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  15. Political Handbook of the World 2014
  16. "(FOTO, VIDEO) Comentariu LIVE: Marian Lupu a fost ales președinte al Partidului Democrat din Moldova", UNIMEDIA, https://unimedia.info/stiri/-12040.html. წაკითხვის თარიღი: 19 October 2018 დაარქივებული 25 September 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  17. "Noua alianță de guvernare a fost creată!", Point.md, https://point.md/ru/novosti/politika/noua-aliantza-de-guvernare-a-fost-creata. წაკითხვის თარიღი: 20 October 2018
  18. Partidul Democrat din Moldova a devenit membru asociat al Partidului Socialiștilor Europeni. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-08. ციტირების თარიღი: 2022-04-28.
  19. https://revista22.ro/70251280/pavel-filip-noul-candidat-propus-de-partidul-democrat-pentru-functia-de-prim-ministru.html Pavel Filip, noul candidat propus de Partidul Democrat pentru functia de prim-ministru, accessdate 25 September 2018,
  20. https://noi.md/md/news_id/76660?fb_comment_id=925123564222406_925362997531796 Pavel Filip, noul candidat PD la funcția de prim-ministru înaintat de PDM și susținut de noua majoritate parlamentară, accessdate 25 September 2018
  21. Guvernul Pavel Filip. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 2022-04-28.
  22. Partidul politic Pro Moldova, înregistrat oficial. Candu: "Pro Moldova își va începe activitatea politică" ro-RO. ციტირების თარიღი: 2020-07-05