ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სუვერენი[1] (ფრანგ. souverain — „უმაღლესი“) — ტიტული, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უმაღლესი ლიდერისადმი სხვადასხვა კატეგორიებში. სიტყვა ნასესხებია ძველი ფრანგულიდან souverain, რომელიც საბოლოო ჯამში წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან superānus, რაც აღნიშნავს «უმაღლესს».

სუვერენის როლი ვარირებს მონარქის ან სახელმწიფო მეთაურიდან მუნიციპალური ხელისუფლების ან რაინდის ორდენის მეთაურამდე. შედეგად, ბოლო პერიოდში სიტყვა სუვერენით აღინიშნება დამოუკიდებლობა ან ავტონომია.

ტერმინი თანამედროვე მნიშვნელობით სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა სახელმწიფო სუვერენიტეტის თეორიის ფუძემდებლის, ფრანგი იურისტის, პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის, ჟან ბოდენის მიერ.

ხშირად «სუვერენს» თარგმნიან როგორც „მონარქს“, „ხელმწიფეს“ ან „მმართველს“, თუმცა სახელმწიფოში უმაღლესი ძალაუფლების მატარებელი შეიძლება იყოს არა მარტო ერთი ადამიანი (ასეთ სახელმწიფოს ჟან ბოდენი უწოდებდა მონარქიულს), არამედ ასევე ადამიანთა ჯგუფი ან თუნდაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა (არისტოკრატია ან დემოკრატია, შესაბამისად — ჟ. ბოდენის ტერმინოლოგით).

სახელმწიფოს მეთაურები

რედაქტირება

სიტყვა სუვერენი ხშირად გამოიყენება როგორც მონარქის სინონიმი. მონარქიულ მმართველობაში არის მრავალი ტიტული, რომელიც შეიძლება ეკუთვნოდეს ხელმწიფეს. სუვერენი არის სახელმწიფოს ავტონომიური მეთაური. თანამედროვე სუვერენულ სახელმწიფო ლიდერთა სხვადასხვა ტიტულის მაგალითებია:

იმპერატორი ნარუჰიტო, იაპონიის იმპერატორი სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი, ბრუნეის სულთანი
მეფე ფილიპე ბელგიელი პაპი ფრანცისკე, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს სუვერენი
დიდი ჰერცოგი ანრი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი
პრინცი ალბერ II, მონაკოს პრინცი თავადი ჟოან ენრიკ ვივეს სისილია, ანდორის თანა-პრინცი

რაინდული ორდერები

რედაქტირება

ტერმინი „სუვერენი“ ჩვეულებრივ გამოიყენება ნაცვლად „დიდი მაგისტრისა“ ევროპული ერების სხვადასხვა ორდენის უმაღლესი მეთაურისათვის. მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენში, დიდი მაგისტრი მოიხსენიება „სუვერენად“, მაგალითად სუვერენ დიდი მაგისტრად, საერთაშორისო დამოუკიდებელი სუვერენული ერთეულის სტატუსის შესაბამისად. რაინდული ორდენის სუვერენთა მაგალითები არიან:

  • ფილიპ III კეთილი, ოქროს საწმისის დამფუძნებელი.
  • კარლ ჰაბსბურგ-ლოტრინგენი, ოქროს საწმისის ორდენის მოქმედი სუვერენი
  • გეორგ ფრიდრიხ ფონ გოგენცოლერნი, ლუიზის ორდენის მოქმედი სუვერენი
  • კაროლინა ბადენელი, წმინდა ელისაბედის ორდენის სუვერენი
  • დუარტე ნუნო, ბრაგანსას ჰერცოგი, წმინდა იზაბელას ორდენის სუვერენი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • (EN, FR) Sovereign, The Canadian Encyclopedia.
  1. სუვერენი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. სუზერენი. ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუვერენი“-დან