მოლა ვალი ვიდადი
მოლა ვალი ვიდადი (აზერ. Molla Vəli Vidadi; დ. 17 მარტი, 1709, შამქორი, ახლანდ. შამქორის რაიონი, აზერბაიჯანი, — გ. 13 მაისი, 1809, სოფ. შიხლი, ახლანდ. ყაზახის რაიონი) — აზერბაიჯანელი პოეტი.
მოლა ვალი ვიდადი | |
---|---|
აზერ. Molla Vəli Vidadi | |
დაბადების თარიღი | 17 მარტი, 1709[1] |
დაბადების ადგილი | შამქორი |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1809[1] (100 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | იქინჯი-შიხლი |
საქმიანობა | პოეტი და მასწავლებელი |
ჟანრი | პოეზია |
შვილ(ებ)ი | Osman Velizade |
ვიდადის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები მწირია. ძირითადად მშობლიურ შამქორში ცხოვრობდა, ერთხანს გულისტანის სახანოში და თბილისში, ერეკლე II-ის კარზე ცხოვრობდა. საბოლოოდ შიხლიში დასახლდა. ვიდადი იყო პოეტ ვაგიფის ნათესავი. მათი მიმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტია აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორიისათვის. ვიდადის შემოქმედება პესიმიზმითა და მისტიციზმითაა გამსჭვალული, განიცდის ფოლკორის (აშუღური პოეზიის) გავლენას. საქართველოში ყოფნისას შექმნა ელეგია ერეკლე II-ის ძის, ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების გამო.
ლიტერატურა
რედაქტირება- შაყულაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Дунямалиева Т. А., Жизнь и творчество М. В. Видади, Баку, 1970.