ლუკა მოდრიჩი
ლუკა მოდრიჩი (ხორ. Luka Modrić; დ. 9 სექტემბერი 1985, ზადარი, ისფრ) — ხორვატი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2014, 2016, 2017, 2018) და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2018).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუკა მოდრიჩი | ||
დაბადების თარიღი | 9 სექტემბერი, 1985 | ||
დაბადების ადგილი | ზადარი, იუგოსლავია | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2003 | დინამო ზაგრები | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2008 | დინამო ზაგრები | 94 | (27) |
2003–2004 | → ზრინსკი | 22 | (8) |
2004–2005 | → ინტერი ზაპრეშიჩი | 18 | (4) |
2008–2012 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 127 | (13) |
2012– | რეალ მადრიდი | 351 | (28) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2001 | ხორვატია 15-წლ. | 2 | (0) |
2001 | ხორვატია 17-წლ. | 2 | (0) |
2003 | ხორვატია 18-წლ. | 7 | (0) |
2003–2004 | ხორვატია 19-წლ. | 11 | (2) |
2014–2015 | ხორვატია 21-წლ. | 15 | (1) |
2006– | ხორვატია | 172 | (24) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2023 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებადინამო ზაგრები
რედაქტირება2002 წელს 16 წლის ლუკა მოდრიჩმა გააფორმა კონტრაქტი ზაგრების „დინამოსთან“, 1 წლით ის ახალგაზრულ კლუბში იყო, შემდეგ არენდით ითამაშა ბოსნიურ „ზრინსკში“, სადაც მან სწრაფად გამოავლინა თავისი პოტენციალი, გახდა ბოსნიის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ დროს ის 18 წლის იყო. მომდევნო წელი ლუკამ არენდით გაატარა ზაპრეზიჩის „ინტერში“[1]. მოდრიჩი „დინამოში“ 2005 წელს დაბრუნდა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.
ტოტენჰემ ჰოტსპური
რედაქტირება2008 წლის 26 აპრილს მოდრიჩმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხორვატმა 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სატრანსფერო თანხა 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა[2].
მადრიდის რეალი
რედაქტირება2012 წლის 27 აგვისტოს მოდრიჩმა „მადრიდის რეალთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა მოდრიჩის სანაცვლოდ 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა[3].
30 აგვისტოს შედგა ხორვატის დებიუტი „სამეფო კლუბის“ რიგებში. ის 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ. კატალონიელები 2:1 დამარცხდნენ, 2 მატჩის ჯამში 4:4 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მადრიდელები გახდნენ თასის მფლობელი. ეს გამოდგა ხორვატის პირველი ტიტული ესპანეთში[4]. 3 ნოემბერს კი გაიტანა თავისი პირველი გოლი ახალ კლუბის რიგებში, ლუკამ სარაგოსას კარი აიღო.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებალუკა მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრების რიგებში 2006 წლის 1 მარტს შედგა ბაზელში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. 2011 წლის 1 ოქტომბერს კი ნაკრების რიგებში ჩაატარა 50-ე მატჩი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2010 წლის მაისში მოდრიჩი დაქორწინდა ვანე ბოსნიჩზე (Vanja Bosnić). 2010 წლის 6 ივნისს კი შეეძინა ვაჟი ივანი (Ivano).
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ხორვატიის ჩემპიონი (3): 2005/06, 2006/07, 2007/08
- ხორვატიის თასის მფლობელი (2): 2006/07, 2007/08
- ხორვატიის სუპერთასის მფლობელი (1): 2007
- ესპანეთის ლა ლიგა (3): 2016–17, 2019–20, 2021–22
- ესპანეთის თასი (1): 2013–14
- ესპანეთის სუპერთასი (4): 2012, 2017, 2020, 2022
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (5): 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2021–22
- უეფა-ს სუპერთასი (4): 2014, 2016, 2017, 2022
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (5): 2014, 2016, 2017, 2018, 2022–23
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- ლუკა მოდრიჩი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- ლუკა მოდრიჩი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.newsoftheworld.co.uk/
- ↑ http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/t/tottenham_hotspur/7368463.stm
- ↑ http://www.realmadrid.com/cs/Satellite/es/Actualidad_Primer_Equipo/1330114707769/noticia/Noticia/Luka_Modric_firma_su_contrato_con_el_Real_Madrid.htm
- ↑ http://www.realmadrid.com/cs/Satellite/en/Actualidad_Primer_Equipo_en/1330116229721/noticia/Cronica/2-1:_Real_Madrid_wins_its_ninth_Supercup.htm