ამედეო მოდილიანი

(გადამისამართდა გვერდიდან მოდილიანი, ამედეო)

ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ. Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო, იტალია — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ამედეო მოდილიანი
დაიბადა 12 ივლისი, 1884(1884-07-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბადების ადგილი ლივორნო[1] [19] [18]
გარდაიცვალა 24 იანვარი, 1920(1920-01-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [13] [14] [15] [16] [18] (35 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1] [19] [18]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[19] , ფიგურა[20] , genre art[20] , პეიზაჟი[20] , პორტრეტი[20] და ნიუ[20]
ამედეო მოდილიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ამედეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების — ფლამინიო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ოჯახში მეოთხე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო. ამედეოს დაბადებისთვის, ოჯახის საქმიანობას (შეშითა და ნახშირით ვაჭრობა) შემოსავალი უკვე თითქმის აღარ მოჰქონდა; ამედეოს დედას, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა — საარსებო ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლებითა და თარგმანებით უწევდა, მათ შორის გაბრიელე დ’ანუნციოს ნაწარმოებთა თარგმნით. ევგენია წარმოშობით მარსელიდან იყო, შესაბამისად, ფრანგული ენის შესწავლა მოდილიანიმ ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო. ენის ცოდნა მას მნიშვნელოვნად დაეხმარა პარიზში ადაპტაციის თვალსაზრისით. ითვლება, რომ სწორედ დედის რომანტიკულმა ბუნებამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც იგი ამედეოს დაბადების შემდეგ აწარმოებდა, მხატვრის ცხოვრების ამსახველ ერთ-ერთ მცირერიცხოვან დოკუმენტურ წყაროს წარმოადგენს.

11 წლის ასაკში მოდილიანი პლევრიტით დაავადდა, ხოლო 1908 წელს — ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, ამასთან, საბოლოოდ მიაგნო თავის მოწოდებას — გამხდარიყო მხატვარი. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა ნება დართეს ამედეოს მიეტოვებინა სკოლა, რათა ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში ხატვა და ფერწერა შეესწავლა.

შემოქმედება

რედაქტირება

მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.

მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909–1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.

გარდაცვალება

რედაქტირება

მოდილიანის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა, რის შედეგად, 1920 წლის 24 იანვარს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

2004 წელს რეჟისორმა მიკ დეივისმა გადაიღო ფილმი „მოდილიანი“, სადაც მხატვრის როლს ენდი გარსია ასრულებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118582941 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Amedeo Modigliani
  4. 4.0 4.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 Find a Grave — 1996.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  11. 11.0 11.1 Wilkinson A. G. Modigliani, Amedeo // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T058805
  12. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 GeneaStar
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  16. 16.0 16.1 Babelio — 2007.
  17. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 The Fine Art Archive
  19. 19.0 19.1 19.2 Union List of Artist Names
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 RKDartists