მოდილიანი (ფილმი)
მოდილიანი (ინგლ. Modigliani) — რეჟისორ მიკ დეივისის ბიოგრაფიული დრამა, მოგვითხრობს XX საუკუნის დასაწყისში ცნობილ მხატვარ ამედეო მოდილიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მთავარ როლს ასრულებს ენდი გარსია. 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ფილმის ყურება არ არის რეკომენდებული.
„მოდილიანი Modigliani“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | მიკ დეივისი |
პროდიუსერი | ფილიპ მარტინესი |
სცენარის ავტორი | მიკ დეივისი |
როლებში |
ენდი გარსია ელზა ზილბერშტაინი იპოლიტე ჟირარდო ომიდ ჯალილი ლენს ჰენრიქსენი ევა გერციგოვა |
კომპოზიტორი | გაი ფარლი |
ოპერატორი | ემანუელ კადოში |
დისტრიბუტორი | Bauer Martinez Studios |
გამოსვლის თარიღი | 2004 |
ხანგრძლივობა | 128 წუთი |
ქვეყანა |
აშშ გაერთიანებული სამეფო გერმანია რუმინეთი საფრანგეთი იტალია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 12 მილიონი აშშ დოლარი |
სიუჟეტი
რედაქტირება1919 წელი. ომი დასრულდა და ღამის პარიზის ცხოვრება სავსეა ვნებებით და უკონტროლო სურვილებით. კაფე „როტონდა“, მხატვრების ელიტის შტაბ-ბინა, ჩვენ ვხედავთ მაგიდას, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ ჰყავს: მის გარშემო სხედან პიკასო, რივერა, კოკტო, სუტინი, უტრილო და მოდილიანი.
ფილმი მოგვითხრობს მოდილიანისა და პიკასოს შორის სასოწარკვეთილ და სასტიკ მეტოქეობაზე. პიკასო უკვე დიდების სხივებში ბანაობს, როცა, ამავე დროს მოდილიანი — მეამბოხე, ფიცხი საყვარელი და მწარე ლოთი — ჯერ პრაქტიკულად არავისთვისაა ცნობილი. ამიტომ როდესაც კაფეში გამოცხადდება სენსაციური სამხატვრო კონკურსი, პიკასო და მოდილიანი ასევე გადაწყვეტენ მონაწილეობა მიიღონ მასში. თუმცა მოდილიანის არა მხოლოდ პიკასოსთან მეტოქეობა უბიძგებს მონაწილეობის მიღებაში — არამედ მისთვის ეს იშვიათი შანსია გახდეს მდიდარი და ცნობილი. მისმა ვნებიანმა სიყვარულმა ახალგაზრდა და ლამაზ ჟანა ებიუტერნისადმი უკვე შეაშფოთა მაღალი საზოგადოების სამყარო, და სიღარიბე აუარესებს მას როდესაც ისედაც რთული ურთიერთობა აქვს ჟანას მშობლებთან.