მიხო ბორაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1947, კასპი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს კინემატოგრაფისთა შემოქმედებითი კავშირისა (1995 წლიდან) და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2007-2010).

მიხო ბორაშვილი
დაბადების სახელი როლანდ ბორაშვილი
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1947
კასპი
საქმიანობა მსახიობი,
რეჟისორი,
სცენარისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1947 წლის 14 ოქტომბერს კასპში. 1979 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი (იული კარასიკის სახელოსნო). 1969-2006 წლებში მუშაობდა კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, 1989 წლიდან — კინორეჟისორად. 2006 წლამდე კომპანიის დოკუმენტური ფილმების განყოფილების ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს. გამოქვეყნებული აქვს 4 ქრესტომათიული სახელმძღვანელო: „კინორეჟისურა“, „დოკუმენტური კინოს რეჟისურა“, „საუბრები კინორეჟისურაზე“ (6 წიგნად) და 3 სამეცნიერო ნაშრომი: „ლევ კულეშოვის სამონტაჟო კონცეფცია“, „სერგეი ეიზენშტეინის სამონტაჟო თეორიების ევოლუცია“, „ვსევოლოდ პუდოვკინი და ფოტოგენია“.

გადაღებული აქვს 35-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი,[1] რომელთა უმეტესობის სცენარის ავტორიც თავად არის. გადაღებულია ფილმებში: „მაგდანას ლურჯა“ (მიხო), „სხვისი შვილები“ (გია), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რომული) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • „გზა მაცხოვრისა“ და „დედაო ღვთისავ…“ — 2004 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემია კინოხელოვნების დარგში; მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალ „პოკროვის“ პრიზი (კიევი, 2007); საერთაშორისო კინოფესტივალ „Magnifikat“-ის ჟიურის სპეციალური პრიზი (მინსკი, 2008)
  • „ფანჯარა“ — საკავშირო ფესტივალის პრიზი (კიევი, 1980); საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს სინერაილი-2003“ — მთავარი პრიზი (ლილი, 2003)
  • „მერი“ — ტამპერეს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (ტამპერე, 1990)
  • „თავშესაფარი“ — საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს რაინდი“ — ჟიურის სპეციალური პრემია (მოსკოვი, 1978); საერთაშორისო კინოფესტივალის „Magnifikat“-ის მთავარი პრიზი (მინსკი, 2010); საერთაშორისო კინოფესტივალის „Лiстапад“ — ჟიურის სპეციალური პრიზი (მინსკი, 2010)
  • „შემსრულებელი“ — საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს არწივი“ — ქართული კინო-აკადემიის სპეციალური პრიზი (ბათუმი, 1995)
  • „ცარიელი სივრცე“ — საერთაშორისო კინოფესტივალების „კინო-შოკი“ (ანაპა, 2001) და „ოქროს რაინდი“ (მოსკოვი, 2002) პრიზები; აშდოდის საერთაშორისო კინოფესტივალის (2005) ჟიურის სპეციალური პრიზი, ფიპრესის პრიზი და მუნიციპალიტეტის პრიზი.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება
  • 1980 — „ფანჯარა“
  • 1981 — „ფშავი“
  • 1986 — „ექვსიდან ათამდე“
  • 1989 — „მერი“
  • 1990 — „ნინიკო“
  • 1991 — „საქართველოს ქრონიკები“
  • 1994 — „შემსრულებელი“
  • 1997 — „თავშესაფარი“
  • 1997 — „სიაუშ ქართველი“
  • 2001 — „ცარიელი სივრცე“
  • 2002 — „გზა მაცხოვრისა“
  • 2003 — „დედაო ღვთისავ…“
  • 2005 — „მე, ჯორჯ ბალანჩინი…“

სცენარის ავტორი

რედაქტირება
  • 1980 — „ფანჯარა“
  • 1981 — „ფშავი“
  • 1986 — „ექვსიდან ათამდე“
  • 1989 — „მერი“
  • 1990 — „ნინიკო“
  • 1991 — „საქართველოს ქრონიკები“
  • 1994 — „შემსრულებელი“
  • 1997 — „თავშესაფარი“
  • 2001 — „ცარიელი სივრცე“
  • 2002 — „გზა მაცხოვრისა“
  • 2003 — „დედაო ღვთისავ…“
  • 2005 — „მე, ჯორჯ ბალანჩინი…“

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. როლანდ (მიხო) ბორაშვილი — CV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-09. ციტირების თარიღი: 2022-12-09.