მიხეილ ჯალაღანია

მსახიობი, რეჟისორი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხეილ ჯალაღანია (დ. 22 ნოემბერი, 1904, გოგოლისუბანი — გ. 1967) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი.

მიხეილ ჯალაღანია
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1904
გოგოლისუბანი
გარდაცვალების თარიღი 1967
ეროვნება ქართველი
პროფესია რეჟისორი, მსახიობი
ჯილდოები 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი 1950 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

1925 წელს დაამთავრა ჩოხატაურის შრომის სკოლა.

1921 წელს განახორციელა სადებიუტო გამოსვლა სცენაზე, როდესაც მოსწავლეობისას ჩოხატაურის კლუბის დრამატულ წრეში მიიღო მონაწილეობა. 1926-1934 წლებში ის ამავე კლუბში გამგედ და რეჟისორად მოღვაწეობდა. 1934-1938 წლებში, ჩოხატაურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა, ხოლო 1943-1948 წლებში თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებს ითავსებდა. 1949 წლიდან კი ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობად გადავიდა.

მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის გამოირჩევა: სიმონ ლიონიძე (გ. ერისთავის „სამშობლო"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), გოჩა (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა"), კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი"), უკლება (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი") და სხვა.

რეჟისორის ამპლუაში მან 40-მდე სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლი დადგა, მათ შორისაა: კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება", ა ცაგარელის „ხანუმა" და „ციმბირელი", რამიშვილის „სტუმარ-მასპინძლობა", „მეზობლები", „საბედისწერო დამბაჩა", დადიანის „როს ნადიმობდნენ", გედევანიშვილის „მსხვერპლი" და „სინათლე", კლდიაშვილის „გმირთა თაობა" და სხვა.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1950 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1994 გვ. 80

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება