სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალაძე.

მიხაკო ახალაძე (დ. უცნობია ― გ. უცნობია) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გურიის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე. 1905 წლის დეკემბრის დასაწყისში ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობის დათხოვნის და რევოლუციური თვითმართვველობის ჩამოყალიბების შემდეგ, საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი არჩევნებით აირჩიეს ოზურგეთის ქალაქისთავად ვასილ ხუნდაძის ნაცვლად.[1] იყო ბრალდებული გურიის რესპუბლიკის საქმეზე, მაგრამ მიიმალა.[2]მოგვიანებით მაინც დააპატიმრეს და მიუსაჯეს ოთხი წლით კატორღა. სასჯელს იხდიდა ხარკოვის საკატორღო ციხეში. ახალაძე იქედან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში უნდა გადაეყვანათ და მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატას უნდა განეხილა.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I, თბ., 2018.- გვ.240

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 28.
  2. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 221, ISBN 978-9941-9458-6-1.
  3. საქართველოს პროსოპოგრაფია პირის ID: 34065