ქალაქისთავი
ქალაქისთავი — თანამდებობა, რომელიც დაწესდა, XI საუკუნის თბილისში, როცა თბილისელებმა არაბი ამირას ბატონობის უღელი მოიშორეს და ქალაქ-რესპუბლიკა შექმნეს. ქალაქის მართვა-გამგეობას სათავეში ჩაუდგა უხუცესთა საბჭო (12 კაცი), თითოეული მათგანი თითო თვით ასრულებდა ქალაქის გამგებლის საპატიო მოვალეობას. ასეთ დროებით გამგებელს „ქალაქის თავადი“ ეწოდებოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში მეფე ქალაქის მმართველად მოურავს ნიშნავდა.
რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის (1801) შემდეგ მოურავის ინსტიტუტი გაუქმდა. 1841 წლიდან დამკვიდრდა ქალაქისთავის თანამდებობა. 1874-1917 წლებში თბილისის ქალაქისთავს ირჩევდა საქალაქო სათათბირო და ამტკიცებდა რუსი მეფისნაცვალი ან მთავარმართებელი. სხვადასხვა დროს ქალაქისთავის ტიტულს ატარებდნენ და თბილისის თვითმმართველობას ხელმძღვანელობდნენ: ე. არწრუნი, ი. თუმანიშვილი, დ. ყიფიანი, ა. მატინოვი, ნ. არღუთინსკი, გ. ევანგულოვი, ვ. ჩერქეზიშვილი, ა. ხატისოვი, ბ. ჩხიკვიშვილი და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 881, ISBN 99928-20-32-2.