მიხაილო ოლეკსიენკო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხაილო ოლეკსიენკო ((უკრ. Михайло Володимирович Олексієнко), (ინგლ. Mykhaylo Oleksiyenko) დ. 30 სექტემბერი, 1986, ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2005), უკრაინის ჩემპიონი 2016 წელს.

მიხაილო ოლეკსიენკო

მიხაილო ოლეკსიენკო
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1986 (1986-09-30) (38 წლის)
დაბადების ადგილი ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2005)
ფიდე რეიტინგი 2590 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2643 (იანვარი 2015)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხაილო 1986 წლის 30 სექტემბერს ლვივში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და ასაკობრივ შეჯიბრებებზე გამოდიოდა. 2002 წელს უკრაინის 16 წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო ევროპის 16 წლამდელებში მეხუთე იყო.

2004 წელს უკრაინის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვასილიშნის მემორიალზე 15 პარტიაში 11,5 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. უკრაინის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მივიდა, პაველ ელიანოვი და სერგეი ფედორჩუკი გამოთიშა ასპარეზობას, თუმც ანტონ კორობოვთან გამოვარდა.

2005 წელს კაპელ-ლა-გრანდეში საერთაშორისო ტურნირზე 9 პარტიაში 7 ქულა აიღო, 5 ადგილზე გავიდა და დიდოსტატის მეორე ნორმა შეასრულა. ოლომოუცის ზაფხულის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით. დიდოსტატის ბოლო ნორმა, მინსკში საერთაშორისო ტუნრინზე InAUTOmarket Open-ზე შეავსო. იგი 9-დან 6,5 ქულით და 4-15 ადგილზე გავიდა. 2006 წელს საფრანგეთში საერთაშორისო ტურნირზე Breizh Masters-ზე იმარჯვა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით. მეორე იყო ჩეხეთში Pardubice Open-ზე, 9 პარტიიდან 7 ქულით. შეჯიბრში 406 მოჭადრაკე მონაწილეობდა, საიდანაც 58 დიდოსტატი იყო, ხოლო 120 საერთაშორისო ოსტატი. წლის ბოლოს სამშობლოში Instalplast ტურნირი მოიგო, 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით.

2007-ში საფრანგეთში Cinquieme Breizh Masters-ზე კვლავ პირველი ადგილი აიღო, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით. მეექვსე იყო Pardubice Open-ზე 9-დან 7 ქულით. პირველ-მეორე ადგილები გაიყო ვასილიშინის მემორიალზე 15-დან 11 ქულით. 2009 წელს დამსახურებული მწვრთნელის ვიკტორ კარტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე იღოჩაღა, 9 პარტიაში 6,5 ქულა დააგროვა და პირველ-მესამე ადგილები გაიყო. მეორე-მესამე იყო უნგრეთში First Saturday-ის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 12 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა.

2010 წელს სან-ხუანში საერთაშორისო ტურნირზე Torneo Internacional A.D.San Juan, 9-დან 7 ქულით პირველი-მესამე ადგილები გაინაწილა. 2014 წელს მინსკში 9-დან 7 ქულით დევიდ ბრონშტეინის სახელობის ტურნირზე პირველ-მესამე ადგილზე გავიდა. მის მსგავსად 7 ქულა აიღო ქართველმა ბადურ ჯობავამ და სერგეი ფედორჩუკმა[1]. ლვივში სწრაფ ჭადრაკში უკრაინის ჩემპიონი გახდა. [2]

2015 წელს ჯერმუკში საერთაშორისო ტურნირზე „კარენ არსიანის მემორიალზე“ იმარჯვა. 9 პარტიაში 7 ქულა აიღო. თავიდან ორ მოჭადრაკესთან ერთად გავიდა პირველზე, თუმც ტაი-ბრეიკში აჯობა[3]. მეშვიდე ადგილი დაიკავა ელ-აინიში Al-Ain Classic ტურნირზე. 9 პარტიიდან 5 მოიგო, 1 წააგო და 3 წაიმით დაასრულა.

2016 წლის დეკემბერში რივნოში უკრაინის ჩემპიონი გახდა. 6 პარტია მოიგო, 1 წააგო, 4 ყაიმით დაასრულა და უახლოეს მდევარს ქულით გაუსწრო[4]. მას მწვრთნელი ვლადიმირ გრაბინსკი ავარჯიშებს.

 
მიხაილო ოლეკსიენკო

განათლება

რედაქტირება

2003 წელს ლვივის ფიზიკა-მათემატიკის ლიცეუმი დაამთავრა, 2008 წელს ლვივის ეროვნულ უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 2011-ში მექანიკა-მათემატიკის გამოყენებითი ამოცანების ინსტიტუტის ასპირანტურა. 2012 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. .

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ramirez, Alejandro. (2014-02-20) Three winners in Minsk. ChessBase. ციტირების თარიღი: 11 October 2015.
  2. Ukraine Men's Championship (rapid) — 2014
  3. Oleksiyenko, Korobov and Ter-Sahakyan joint winners of 8th Karen Asrian Memorial. Chessdom (2015-06-25). ციტირების თარიღი: 11 October 2015.
  4. Crowther, Mark. (2016-12-17) Ukrainian Championship 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-29