ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანტონ კორობოვი ((უკრ. Антон Коробов), (ინგლ. Anton Korobov)) დ. 25 ივნისი, 1985, მეჟდურეჩენსკი,კემეროვოს ოლქი, რსფსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2003), უკრაინის ოთხგზის ჩემპიონი (2002, 2012, 2018, 2020), 2012 წელს უკრაინის საუკეთესო ვაჟ მოჭადრაკედ დაასახელეს[1].

ანტონ კორობოვი

ანტონ კორობოვი, 2022
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1985 (1985-06-25) (39 წლის)
დაბადების ადგილი მეჟდურეჩენსკი, რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2003)
ფიდე რეიტინგი 2695 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2723 (სექტემბერი 2011)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტონი რსფსრ-ში, ქალაქ მეჟდურეჩენსკში დაიბადა. 2001 წელს 16 წლისამ პერისტერში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზა, 6 მოიგო, 4 წააგო, 3 ყაიმით დაასრულა და 91 მონაწილეს შორის მეოცე ადგილზე გავიდა. უკრაინის 18 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, მესამე დაფაზე, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა და გუნდური ოქრო მოიგო. ამავე ტურნირზე მომდევნო წელს, მეორე დაფაზე, ითამაშა და ორი ვერცხლი აიღო, გუნდური და ინდივიდუალური. ალუშტაში უკრაინის ჩემპინატზე ოქროს მედალი მოიგო, წაუგებლად იასპარეზა და 6 მოგება და სამი ყაიმი გაიფორმა.
2003 წელს დიდოსტატის წოდება მიიღო, 2004-ში კი უკრაინის პირველობაზე ვერცხლს დაეუფლა. 2008 წელს პეკინში მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებზე იასპარეზა და ჭადრაკში ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2010 წელს აბუ-დაბიში მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო მოსკოვში „აეროფლოტ ოფენზე“ მეორე ადგილი დაიკავა.
2011-ში ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე გამოვიდა, სადაც 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 54-ე იყო. პირველ ტურში ჩჟოუ ცზიანჩაო დაამარცხა 2:0, თუმც მეორეში ნიკიტა ვიტიუგოვთან წააგო 0,5:1,5. იმავე წელს ნახჭევანის ტურნირი მოიგო. 2012 წლის თებევრვალში „აეროფლოტ ოფენზე“ პირველ-მესამე ადგილები გაინაწილა მათეუშ ბარტელთან და პაველ ელიანოვთან ერთად. აგვისტო-სექტემბერში კიევში უკრაინის ჩემპიონატზე იასპარეზა, 5 მოიგო, 6 ყაიმით დაასრულა და მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი.
2013 წლის აგვისტოში ტრომსეში მსოფლიოს თასზე გამოვიდა, სადაც 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 22-ე იყო. პირველ ტურში ვასიფ დუარბაილი დაამარცხა 3:1, მეორეში ბაადურ ჯობავა 3:1, მესამეში დანილ დუბოვი 2,5:1,5, მეოთხეში ჰიკარუ ნაკამურა 1,5:0,5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ გამარჯვებულ ვლადიმირ კრამნიკთან დამარცხდა 0,5:1,5. წლის ბოლოს ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა[2].
2015 წლის სექტემბერში ბაქოში მსოფლიოს თასზე გამოვიდა და მეორე ეტაპიდან დმიტრი ანდრეიკინმა გამოაგდო 0,5:1,5. კორობოვი რეიტინგით 38-ე იყო და პირველ ეტაპზე დრაგან სოლაკი დაამარცხა 1,5:0,5. მსოფლიოს თასიდან კარპოვის საერთაშორისო ტურნირზე გადაერთო. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და 9 პარტიის შემდეგ 6-6 ქულით მასთან ერთად პირველზე ვიქტორ ბოლოგანი გავიდა. ტაი-ბრეიკში უფრო ძლიერი უკრაინელი აღმოჩნდა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. იგივე შეჯიბრი 2016 წლის აგვისტოშიც მოიგო, კვლავ 6 ქულით. 2018[3] და 2020 წლებში კიევში უკრაინის ჩემპიონი გახდა. 2018-ში 9 პარტიაში 5,5 ქულა დააგროვა, ხოლო 2020-ში 7.

 
ანტონ კორობოვი, 2014 წელი, უკრაინის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი

2013-2021 წლებში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 7-ჯერ იასპარეზა. 53 პარტია ჩაატარა, საიდანაც 22 მოიგო, 26 ყაიმით დაასრულა და 5 წააგო.
ოლიმპიადაზე სამჯერ დაიცვა ქვეყნის ღირსება.
ტრომსე 2014. მეორე დაფა. (+3 =3 -1).
ბაქო 2016. მეოთხე დაფა. (+6 =2 -1). გუნდური ვერცხლი
ბათუმი 2018. სარეზერვო დაფა. (+5 =3 -0). ინდივიდუალური ოქრო[4]
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი:
ანთალია 2013. მეორე დაფა. (+4 =3 -1). გუნდური ბრინჯაო, ინდივიდუალური ოქრო
ხანტი-მანსიისკი 2017. მეორე დაფა. (+0 =5 -2). გუნდური ბრინჯაო, ინდივიდუალური ოქრო
ევროპის გუნდური ჩემპიონატი:
რეიკიავიკი 2015. მეოთხე დაფა (+2 =5 -0)
თერმე-ჩატეჟი. 2021. პირველი დაფა (+2 =5 -0). გუნდური ოქრო

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი

რედაქტირება


ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე პირველი მედლები 2010 წელს, უკრაინული A DAN DZO & PGMB-ის შემადგენლობაში აიღო. მეორე დაფაზე მოთამაშემ 4 მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ვერცხლის მედალი მიიღო, კლუბი კი ბრინჯაოს დასჯერდა.
2014 წელს აზერბაიჯანული „სოკარის“ შემადგენლობაში მეორე დაფაზე მოთამაშემ ორი ოქრო აიღო, გუნდური და ინდივიდუალური. მან 3 პარტია მოიგო, ერთი კი ყაიმით დაასრულა. მომდევნო წელს რუსული „გლობუსში“ გადავიდა და მეორე გუნდური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ინდივიდუალურში კი ბრინჯაოს დასჯერდა. მეექვსე დაფაზე მოთამაშემ 2 პარტია მოიგო, 5 კი ყაიმით დაასრულა. 2016-ში იმავე დაფაზე ინდივიდუალური ოქრო აიღო. 4 მოიგო და 2 დაასრულა ყაიმით.
2017-ში მესამედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონი, ამჯერად სარეზერვო დაფაზე იჯდა და 2 მოგებითა და ერთი ყაიმით დაასრულა ასპარეზობა.

განათლება

რედაქტირება

2021 წელს ხარკივის ეროვნული უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა[5].

მწვრთნელები

რედაქტირება

ხარკოვში მისი პირველი მწვრთნელი ლიდია სახანოვიჩი იყო, ხოლო შემდეგ კლუბ „პეშკაში“ იური სახანოვიჩთან (1935—2015) გააგრძელა მომზადება. დიდ ჭადრაკში კი გზა ალექსანდ ვაისმანმა გაუკვალა.

სამწვრთნელო კარიერა

რედაქტირება

2012 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თანამამულე ანა უშენინას წვრთნიდა და პირველობაც მოაგებინა[6]. ანტონი ანას მომდენო წელს ტიტულის დამცავ მატჩში ხოუ იფანის წინააღმდეგაც ალექსანდრ ხალიფმანთან ერთადაც დაეხმარა, თუმც ვერ უშველა და მათი მოსწავლე დამარცხდა[7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Anton Korobov and Anna Ushenina Became the Best Chess Players of Ukraine in 2012. Chess-News.ru (26 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 8 October 2015.
  2. European Blitz Chess Championship 2013 Anton Korobov takes gold medal. Chessdom (13 December 2013). ციტირების თარიღი: 14 December 2013.
  3. Golubev, Mikhail. (2018-12-24) Korobov and Buksa are the 2018 Ukrainian champions. ChessBase. ციტირების თარიღი: 2019-04-21
  4. Shah, Sagar. (2018-10-08) The closing ceremony that rocked Batumi. ChessBase. ციტირების თარიღი: 2019-04-18
  5. University Graduate Anton Korobov Won the European Chess Championship as a Member of the National Team of Ukraine.
  6. WWCC: Anna Ushenina Told Who is Helping Her From Kharkov (25 November 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 8 October 2015.
  7. Schipkov, Boris. Women's World Chess Championship 2013 Match. Chess Siberia. ციტირების თარიღი: 8 October 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანტონ_კორობოვი“-დან