მიწამაყვალა,[1] ბალახმაყვალა[1] (ლათ. Rubus chamaemorus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მაყვლის გვარისა. აქვს მთლიანი და თირკმლისებრი ფოთლები, ჩვეულერივ 5-ნაკვთიანი. ყვავილები თეთრია, მარტოული, ხშირად ერთსქესიანი, ბუტკოს ან ანდროცეუმის რედუქციის შედეგად. ნაყოფი ნარინჯისფერი მრავალკურკიანაა, არომატული, ადვილად წყდება შეზრდილ ყვავილსაჯდომს. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ჰოლარქტიკაში. აღსანიშნავია ჰიბრიდები ხახამასთან. ნაყოფს აქვს სასიამოვნო მჟავე-ტკბილი გემო, შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, მინერალურ ნივთიერებებს; აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს დიურეტული (შარდმდენი) და სურავანდსაწინააღმდეგო მოქმედება.[2]