ხახამა (ლათ. Rubus saxatilis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ივითარებს ერთწლოვან მხოხავ ვეგეტატიურ ყლორტებს და 10-30 სმ სიმაღლის საყვავილე ღეროებს; ღეროები და ფოთლის ყუნწები მოფენილია მრავალი წვრილი ნემსისებრი ეკლით და ჯაგრით; ნაყოფი კაშკაშა წითელია, იჭმება.

ხახამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rubus saxatilis

ხახამა იზრდება ევრაზიის ტყის ზონაში; საქართველოში — მთის შუა სარტყლის ტყეებში, სუბალპურ არყნარებსა და ფიჭვნარებში, ალპურ მდელოებზე. თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა

რედაქტირება