მიცკი
მიცუკი მიავაკი (ინგლ. Mitsuki Miyawaki; დ. 27 სექტემბერი, 1990, მიეს პრეფექტურა, იაპონია), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით მიცკი — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი. 2012-13 წლებში გამოუშვა თავისი პირველი ორი ალბომი, Lush (2012) და Retired from Sad, New Career in Business (2013). ამ პერიოდში სწავლობდა Purchase College-ის მუსიკალურ კონსერვატორიაში. მესამე სტუდიური ალბომი, Bury Me at Makeout Creek, გამოვიდა 2014 წელს ლეიბლ Double Double Whammy-ის საავტორო უფლებების ქვეშ.
მიცკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მიცუკი მიავაკი |
დაბ. თარიღი | 27 სექტემბერი, 1990 |
დაბ. ადგილი | მიეს პრეფექტურა |
წარმოშობა | მიეს პრეფექტურა, იაპონია |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკ-როკი, ინდი-როკი, არტ-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი |
აქტიური | 2012 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | mitski.com |
მიცკი ვიკისაწყობში |
მიცკიმ კონტრაქტი ლეიბლ Dead Oceans-თან 2015 წელს გააფორმა და გამოუშვა ალბომები Puberty 2 (2016), Be the Cowboy (2018) და Laurel Hell (2022). ეს უკანასკნელი მრავალი ქვეყნის ჩარტში მოხვდა. 2022 წელს The Guardian-მა მუსიკოსს შეერთებულ შტატებში „საუკეთესო ახალგაზრდა სიმღერების ავტორი“ უწოდა.[1] იმავე წელს მუსიკოსმა დაწერა კომპოზიცია „This Is a Life" ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“. ნამუშევარმა მიცკის ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში. მუსიკოსის მეშვიდე სტუდიური ალბომი, The Land Is Inhospitable and So Are We, გამოვიდა 2023 წელს. ალბომის მესამე სინგლი, „My Love Mine All Mine" მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამიცკი დაიბადა 1990 წლის 27 სექტემბერს მიეს პრეფექტურაში, იაპონია. მამა ამერიკელია, ხოლო დედა იაპონელი. მუსიკოსმა კარგად იცის იაპონური და პატარაობაში ხშირად უწევდა იაპონიაში ჩასვლა.[2] მამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, რის გამოც მიცკი მცირე პერიოდით ცხოვრობდა თურქეთში, ჩინეთში, მალაიზიაში, ჩეხეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.[3][4][5] სკოლის პერიოდში მღეროდა გუნდში. პირველი სიმღერა 18 წლის ასაკში დაწერა ფორტეპიანოზე.[6]
კარიერა
რედაქტირება2012-დან 2014 წლამდე მიცკი სწავლობდა ჰანტერის კოლეჯში კინოხელოვნებას, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა მუსიკას გაჰყოლოდა. სწავლა განაგრძო SUNY Purchase College-ის მუსიკალურ კონსერვატორიაში. იქ ყოფნის დროს ჩაწერა და გამოუშვა თავისი პირველი ორი ალბომი, „Lush" (2012) და „Retired from Sad, New Career in Business" (2013).[7][8] 2013 წელს მიცკი თანამშრომლობდა ინდი-როკ შემსრულებლებთან, მაიკ რასიმასთან და მუცავაშე მანგვენდესასთან. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა პროგრესული-მეტალ ჯგუფ Voice Coils-ის ვოკალისტი და დაიწყო მუშაობა მესამე სტუდიური ალბომზე „Bury Me at Makeout Creek".
ახალი ნამუშევარი, „Bury Me at Makeout Creek" გამოვიდა 2014 წლის 11 ნოემბერს ლეიბლ Double Double Whammy-ის ეგიდით. ალბომის განახლებული ვერსია გამოვიდა 2015 წლის 7 აპრილს ლეიბლ Don Giovanni Records-ის ეგიდით.[9] ნამუშევარს თან ახლდა ოთხი ახალი კომპოზიცია. ალბომი განსხვავდებოდა მიცკის ძველი ნამუშევრებისგან, რადგან აქცენტი გაკეთებული იყო გიტარაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, მან ვერ მიაღწია კომერციულ წარმატებას.[10][11][12][13][14]
2015 წლის დეკემბერში მიცკიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Dead Oceans.[15] მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი, „Puberty 2" გამოვიდა 2016 წლის 17 ივნისს.[16] ალბომზე მუშაობის დროს ითანამშრომლა პროდიუსერ პატრიკ ჰაილანდთან. ნამუშევარმა ფართო მოწონება დაიმსახურა მუსიკის კრიტიკოსებისგან. ამავე პერიოდში მიცკიმ ტურნე გამართა Pixies-სთან ერთად.[17]
2018 წლის 17 აგვისტოს გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, „Be the Cowboy". ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე გამოცემამ წლის საუკეთესო ალბომადაც დაასახელა.[18][19][20] 2020 წელს გამოუშვა ახალი სიმღერა „Cop Car". ამავე პერიოდში ითანამშრომლა Allie X-თან და გამოუშვა კომპოზიცია „Susie Save Your Love" ალბომიდან „Cape God".[21] მან ასევე დაწერა საუნდტრეკი გრაფიკული რომანისთვის „This Is Where We Fall".
2021 წელს მიცკიმ გამოუშვა რამდენიმე სინგლი მეექვსე სტუდიური ალბომიდან, „Laurel Hell", მათ შორის „Working for the Knife", „The Only Heartbreaker", „Heat Lightning" და „Love Me More".[22][23][24][25][26] ალბომი გამოვიდა 2022 წლის 4 თებერვალს და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.[27] იმავე წელს დაწერა ნამუშევარი „This Is a Life" ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“, რამაც მუსიკოსს ოსკარის ნომინაცია მოუტანა.[28] 2023 წელს დააანონსა თავისი მეშვიდე სტუდიური ალბომი „The Land Is Inhospitable and So Are We" და გამოუშვა სინგლები „Bug Like an Angel", „Heaven" და „Star".[29] ალბომის მესამე სინგლი, „My Love Mine All Mine" მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[30][31] გარდა ამისა, მან დაწერა მუსიკა „დედოფლის გამბიტის" ბროდვეის ადაპტაციისთვის.[32]
დისკოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Beaumont-Thomas, Ben. (February 4, 2022) Mitski, the US's best young songwriter: 'I'm a black hole where people dump their feelings'. ციტირების თარიღი: March 8, 2023
- ↑ Jung, E. Alex. (January 14, 2022) Mitski in 9 Acts. ციტირების თარიღი: April 8, 2023
- ↑ Spiegel, Amy Rose. (June 8, 2016) Meet Mitski, An Electric Folk Singer Making Sad Songs For Grown-Ups. ციტირების თარიღი: June 13, 2019
- ↑ Klingman, Jeff. (October 23, 2014) Growing Up Mitski. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2019. ციტირების თარიღი: June 13, 2019
- ↑ The Mitski Episode with Hannibal Buress: Handsome Rambler (December 21, 2017). ციტირების თარიღი: October 12, 2020
- ↑ Talbot, Margaret (July 1, 2019). „On the Road with Mitski“. The New Yorker. ISSN 0028-792X. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 3, 2019. ციტირების თარიღი: July 3, 2019.
- ↑ Moreland, Quinn. (December 1, 2014) Taking All of Mitski. Impose Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2016. ციტირების თარიღი: March 11, 2017
- ↑ In Sight Out: Mitski. Pitchfork (September 19, 2017). ციტირების თარიღი: June 28, 2018
- ↑ Donelson, Marcy. Mitski | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: June 27, 2018
- ↑ Cohen, Ian. (November 14, 2014) Mitski: Bury Me At Makeout Creek Album Review. Pitchfork. ციტირების თარიღი: February 9, 2016
- ↑ Horner, Al. (October 21, 2014) Premiere – Brooklyn Newcomer Mitski's Spellbinding 'I Will'. NME. ციტირების თარიღი: April 8, 2023
- ↑ Mejía, Paula. (December 18, 2014) Bury Me At Makeout Creek Album Review. Rolling Stone. ციტირების თარიღი: February 2, 2016
- ↑ Caramanica, Jon (December 19, 2014). „Holding the Audience Hostage, With a Wail;Mitski Leaves Her Mark at the Knitting Factory“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 27, 2018. ციტირების თარიღი: February 9, 2016.
- ↑ Mitski Biography.
- ↑ New Artist // Dead Oceans Signs Mitski. Dead Oceans (December 22, 2015). ციტირების თარიღი: June 27, 2018
- ↑ Kaye, Ben (March 2, 2016). „Mitski announces new album, Puberty 2, shares lead single "Your Best American Girl"“. Consequence of Sound. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 6, 2016. ციტირების თარიღი: March 11, 2017.
- ↑ Pixies Add U.S. Tour Dates With Mitski. Pitchfork (February 21, 2017). ციტირების თარიღი: June 27, 2018
- ↑ Top 50 Albums of 2018 (December 3, 2018). ციტირების თარიღი: April 6, 2019
- ↑ The 50 Best Albums of 2018 – Page 5 (December 11, 2018). ციტირების თარიღი: March 12, 2019
- ↑ Jenkins, Craig. (December 3, 2018) The 15 Best Albums of 2018. ციტირების თარიღი: March 12, 2019
- ↑ Strauss, Matthew. (January 21, 2020) Mitski Shares New Song "Cop Car": Listen. ციტირების თარიღი: January 22, 2020
- ↑ The 100 Best Songs of 2021 (December 6, 2021). ციტირების თარიღი: January 9, 2022
- ↑ Kenneally, Cerys. (November 8, 2021) Mitski announces new single "The Only Heartbreaker". The Line of Best Fit. ციტირების თარიღი: November 8, 2021
- ↑ Mitski [mitskileaks]. (December 6, 2021) Tomorrow at 10AM ET. t.co/zkJqKKqSOM t.co/tCLgFMpybs. ციტირების თარიღი: December 6, 2021
- ↑ Mitski shares new single "Love Me More" from 'Laurel Hell' (January 12, 2022). ციტირების თარიღი: February 4, 2022
- ↑ Rutherford, Kevin (March 9, 2022). „Mitski Lands First Billboard Songs Chart No. 1 With 'The Only Heartbreaker'“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2022. ციტირების თარიღი: March 9, 2022.
- ↑ Curto, Justin. (November 9, 2021) Mitski Fires Up New Album Laurel Hell, Drops Single 'The Only Heartbreaker'. ციტირების თარიღი: April 8, 2023
- ↑ Geng, Annie. (April 21, 2022) Everything Everywhere All at Once Album Review. ციტირების თარიღი: May 4, 2022
- ↑ Murray, Robin. (July 26, 2023) Mitski Details New Album 'The Land Is Inhospitable And So Are We' | News. ციტირების თარიღი: July 28, 2023
- ↑ „How Mitski Scored Her First-Ever Chart Hit“. Rolling Stone. December 8, 2023.
- ↑ „Hot 100 First-Timers: Mitski Debuts with 'My Love Mine All Mine'“. Billboard.
- ↑ Evans, Greg. (2023-11-15) 'The Queen's Gambit' Stage Musical In Development With Singer-Songwriter Mitski, Playwright Eboni Booth & Director Whitney White. ციტირების თარიღი: 2023-11-15