მიხაელ ლაიტმანი

(გადამისამართდა გვერდიდან მიქაელ ლაიტმანი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხაელ ლაიტმანი (დაბადების სახელი მიხეილ სემიონის ძე ლეიტმანი, რუს. Михаил Семёнович Лейтман;[1] დ. 31 აგვისტო, 1946, ვიტებსკი) — კაბალისტი ისრაელიდან, კაბალის საერთაშორისო აკადემიის „ბნეი ბარუხის“ და აშლაგის სახელობის კაბალის კვლევის ინსტიტუტის (ARI — Ashlag Research Institute) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.[2] „ბრძენთა მსოფლიო საბჭოს" წევრი[3]. კაბალისტ ბარუხ აშლაგის მოსწავლე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი. ონტოლოგიისა და ცოდნის თეორიის პროფესორის ატესტატი[4] (გაცემული უმაღლესი ინტერაკადემიური საატესტაციო კომისიის საჯარო ორგანიზაციის[5] „საერთაშორისო აკადემიური კავშირის“ მიერ).


მიხაელ ლაიტმანი
მშობლიური სახელი რუს. Михаи́л Семёнович Лайтман
დაბადების სახელი მიხეილ სემიონის ძე ლეიტმანი
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1946 (1946-08-31) (78 წლის)
ვიტებსკი, ბსსრ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ისრაელის დროშა ისრაელი
საიტი https://www.laitman.ru/

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1946 წლის 31 აგვისტოს ვიტებსკში.[6]

1964 წელს ჩაირიცხა ვ.ი. ულიანოვის (ლენინი) სახელობის ლენინგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1971 წელს დაამთავრა ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო დაუსწრებელი ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი) სპეციალობით „ელექტრონული გამომთვლელი მანქანები“, ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით.[1] [6] 1969 წელს მიქაელ ლაიტმანი მუშაობდა ჯგუფ „Кочевники“-ს ხმის ოპერატორად.[7] [8]

1974 წელს გადავიდა ისრაელში. 1979 წელს გახდა კაბალისტ ბარუხ აშლაგის მოსწავლე და მოგვიანებით მისი უახლოესი მეგობარი და მიმდევარი. 1991 წელს, ბარუხ აშლაგის გარდაცვალების შემდეგ, მან შექმნა კაბალისტური ჯგუფი Bnei Baruch („ბარუხის შვილები"), რომელიც იმ დროს იკრიბებოდა მის ბინაში ბნეი-ბრაკში. 1997 წელს შექმნა არაკომერციული ფონდი „Bnei Baruch“.

2004 წელს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, რუსეთის განათლების აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს ლ. პ. ბუევას ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „კაბალა, როგორც ირაციონალური აზროვნების ფორმა“. ოფიციალური ოპონენტები იყვნენ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვ. მ. როზინი და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ლ. ს. მაკაროვი, წამყვანი ორგანიზაცია — მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (МПГУ). 2004 წლის სექტემბერში საეჭვო რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციამ[9] „საერთაშორისო აკადემიური კავშირის“ უმაღლესმა აკადემიურმა საატესტაციო კომისიამ ლაიტმანს გადასცა პროფესორის ატესტატი. გაზეთ „იედიოთ ახრონოთთან“ მიცემულ ინტერვიუში ლაიტმანმა თქვა, რომ მან მიიღო პირობითი პროფესორის წოდება და მის დასადასტურებლად „აკადემიაში" (რუსეთში) უნდა ემუშავა, რაც არ შესრულდა. „ახლა მხოლოდ ფურცელი დარჩა“ — განაცხადა მან. ამის მიუხედავად, ის აგრძელებს მტკიცებას საკუთარ ვებ-გვერდზე, რომ აქვს „დოქტორის ხარისხი ფილოსოფიასა და კაბალაში“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის „მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტიდან“ და თავის სახელს ამატებს „რაბ“-ს (რომელიც არ არის ისრაელის რაბინატის თვალსაზრისით) და ფილოსოფიის დოქტორს.

2005 წელს ლაიტმანი გახდა „ბრძენთა მსოფლიო საბჭოს“ წევრი.[10] 2006 წლის (9 სექტემბერს) მან მონაწილეობა მიიღო აქციაში „თავისუფალი ხმების მრგვალი მაგიდა" „Dropping Knowledge" ეგიდით ბაბელის მოედანზე (ბერლინი).

დაახლოებით 40 წელია დაკავებულია კაბალის შესწავლით და პოპულარიზაციას უწევს მისადმი თავის მიდგომას. ცხოვრობს ისრაელში, დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი.

საქმიანობა

რედაქტირება

ეწეოდა ადამიანების მკურნალობას ჰომეოპათიური მეთოდებით.[11]

კრიტიკა ორთოდოქსი ებრაელებისგან

რედაქტირება

ლაიტმანის საქმიანობა მიუღებლობას და კრიტიკას იწვევს კაბალასადმი კლასიკური მიდგომის რელიგიური და საერო მიმდევრებისგან. ლაიტმანის კრიტიკოსები მას სექტანტობასა და კაბალას პროფანაციაში ადანაშაულებენ. ორთოდოქსი ებრაელები კატეგორიულად უარყოფენ ლაიტმანის მტკიცებულებებს კაბალასა და იუდაიზმს შორის კავშირის არარსებობის შესახებ, მიმართავენ იმ ფაქტს, რომ წარსულისა და აწმყოს ყველა კაბალისტი იყო და არის ორთოდოქსი ებრაელი, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ ჰალახისტების კანონებს.[12][13]

იმისდა მიუხედავად, რომ მისი ყველა თანამშრომელი და სტუდენტი მას „რაბს" ეძახის, ლაიტმანი ატარებს წვერს, კიპას(ინგლისური)ქართ., იცვამს ორთოდოქსების მსგავსად, მაგრამ არ არის რაბინი. თუმცა მან 2000 წელს ინტერვიუ მისცა როგორც რაბინმა.[14] თანამედროვე ისრაელში „რაბი“ არის აკადემიური წოდება, რომელსაც ანიჭებს ისრაელის მთავარი რაბინატი ებრაული რელიგიური განათლების დამამთავრებელი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც ლაიტმანს ჩაბარებული არ აქვს. „ებრაულად მასწავლებლებს რაბს ეძახიან“ — აცხადებს ლაიტმანი.[15]

სხვა კრიტიკა

რედაქტირება

სარატოვში პროკურატურის შემოწმების დროს, რომელიც ჩატარდა 2007 წლის აგვისტოში, ლაიტმანის წიგნი „ღვთის რჩეული" ამოიღეს წიგნის მაღაზიებიდან, რადგან, პროკურატურის თანამშრომლის თქმით, არსებობდა ეჭვი, რომ „გამოცემა შეიცავს ექსტრემიზმის ნიშნებს". ლაიტმანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროკურატურის ცნობის მიხედვით, ენისა და კულტურის ცენტრის „სლოვოს“ მიერ ჩატარებული წიგნის შინაარსის ლინგვისტური შესწავლის დროს ექსტრემიზმის ნიშნები არ აღმოჩენილა.[16]

ლაიტმანის წიგნი „საიდუმლო ებრაული სწავლება. ნაწილი X. სიბრძნის ნაყოფი”, ექსტრემისტულ მასალად იქნა აღიარებული ეკატერინბურგის კიროვის რაიონული სასამართლოს 01.10.2015 წლის გადაწყვეტილებით.[17]. 2016 წლის 23 დეკემბერს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.[18] 2017 წლის 20 აპრილს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა წიგნი ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში.(გვ. 4084).

2017 წლის ნოემბერში ისრაელის ტელეარხ Kan-მა გაუშვა ჟურნალისტური გამოძიება ბნეი ბარუხისა და ლაიტმანის საქმიანობის შესახებ.[19]

ლაიტმანი პოლიგამიისა და ტელეგონიის მომხრეა. 1991 წელს მან განაცხადა, რომ შეეძლო გონებრივი ჩამორჩენილობის და სხვა დაავადებების მკურნალობა ბავშვებში.

ევოლუციონისტთან, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრე მარკოვთან დისკუსიის დროს ლაიტმანმა წარადგინა თავი, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, როცა მხოლოდ ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატია და საუბარში ყაზახ კინოკრიტიკოსთან, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატთან ოლეგ ბორეცკისთან, ლაიტმანმა თავი წარადგინა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორად.

მიქაელ ლაიტმანი ჰომეოპათიის [20] და სხვა ალტერნატიული თერაპიის მომხრეა.[21]

ზოგიერთი გამონათქვამი

რედაქტირება

კითხვაზე, იყო თუ არა ჰიტლერი, რომელმაც ექვსი მილიონი ებრაელი მოკლა, „ღვთის იარაღი“, ლაიტმანმა უპასუხა, რომ რომაელები, ჰიტლერი და ოსამა ბინ ლადენი იყვნენ „ღვთის თოჯინები“.

ა. პროხანოვის შეკითხვის: „თქვენ საბჭოთა რაბინი ხართ, მიხაილ?”, საპასუხოდ ლაიტმანმა განაცხადა: „მე აბსოლუტურად არ ვარ რაბინი, მე ვარ აბსოლუტური ათეისტი“.[22]

ტელეხიდზე რუს ჟურნალისტ ა. ნიკონოვთან ლაიტმანმა თქვა: „რუსები არიან „დამონებულნი“ არაყითა და სიცარიელეებით, ადამიანები ცხოვრებაში მიზნის გარეშე. და მათ არ სჭირდებათ „ცხოვრების უკეთესი დონე", რადგან რაც არ უნდა ხელფასი მისცეთ, მაინც დალევენ და დაიტანჯებიან. ამიტომ მათ კაბალა სჭირდებათ“.[23]

უკრაინის ომის მიზეზებზე კომენტირებისას მიხაელ ლაიტმანმა განაცხადა: „მხოლოდ ჩვენი მეთოდიკა (კაბალის) დაგვეხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო განვითარდება გამწვავებამდე“.

2011 წელს „კომსომოლსკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში ლაიტმანმა განაცხადა, რომ მას ჰყავდა ორი მილიონი მოწაფე მთელს მსოფლიოში[24], მოგვიანებით კი აღიარა, რომ მათი რიცხვი სულ რამდენიმე ათასი იყო.[25]

ლაიტმანის წიგნები და პუბლიკაციები

რედაქტირება
  • Лайтман М. Постижение высших миров. М., 1995.
  • Лайтман М. Плоды Мудрости. М., 1997.
  • Лайтман М. Ступени возвышения. М., 1999.
  • Лайтман М. Основы каббалы. М., 2000.
  • Лайтман М. Лестница в небо. М., 2000.
  • Лайтман М. Система мироздания. М., 2000.
  • Лайтман М. Схема мироздания. М., 2000.
  • Лайтман М. Учение Десяти Сфирот. М., 2001.
  • Лайтман М. Наука каббала. М., 2002.
  • Лайтман М. Каббалистический словарь. М., 2002.
  • Лайтман М. Книга «Зоар». М., 2003.
  • Лайтман М. Богоизбранность. М., 2003.
  • Лайтман М. Духовный поиск. М., 2003.
  • Лайтман М. Последнее поколение. М., 2004.
  • Лайтман М. Развитие души. М., 2004.
  • Лайтман М. Мир. Научное исследование пользы и необходимости исправления природы человека, до подобия Высшей управляющей силе, на опытной основе // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Терминология науки каббала // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Четыре мира // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Язык каббалы // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Сравнительный анализ каббалы и философии // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Каббала и религия // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Каббала — корень всех наук // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Каббала как современное учение // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Каббала как форма иррационального сознания // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М. Зарождение общества будущего. М., 2004.
  • Лайтман М. Исторический аспект науки каббала // www.kabbalah.info. 2004.
  • Лайтман М., Розин В. М. Каббала в контексте истории и современности. М.: Едиториал УРСС, 2005. — 188 с. ISBN 978-5-354-00783-6
  • Лайтман М. Суть науки каббала. М., 2005.
  • Аршинов В. И., Лайтман М., Свирский Я. И. Сфирот познания. isbn 978-5-382-00076-3[26]
  • Лайтман М. Каббала для начинающих. Учебное пособие в 2-х томах. М. 2007
  • М. Лайтман, Э. Ласло, Вавилонская башня. Последний ярус, М. 2011, ISBN 978-5-91072-039-2
  • Лайтман М., Хачатурян В. Перспективы XXI века: Рождение интегрального мира. М. 2014. ISBN 1978-5-9710-0930-6
  • Лайтман М. Тайны вечной книги. Каббалистический комментарий к Торе в 7 томах. Kabbalah Publishers, 2018.
  • Под редакцией М. Лайтмана. Книга Зоар в 10 томах. Kabbalah Publishers, 2018.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мухин А. А., Здоровец Я. И. Еврейское сообщество. — М.: Алгоритм, 2005. — 237 с. — (Элита России). — 5000 экз. — ISBN 5-9265-0179-2.
  • Сахарова М. В. Православная каббала научных рефератов // Скепсис. — 07.06.2011.
  • Смирнов И. В. Что такое Знание и вера в философском дискурсе // Радио Свобода. — 05.05.2011. (копия)
  • Смирнов И. В. Значимая секта в рекламно-философском дискурсе // Скепсис. — 01-03.06.2011.
  • Хлебников Г. В. Ответ Г. В. Хлебникова Илье Смирнову // Скепсис. — 07.06.2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Фотокопия диплома С-ЗзПИ. ციტირების თარიღი: 2010-10-13
  2. Институт исследования каббалы им. Й. Ашлага დაარქივებული 2022-03-31 საიტზე Wayback Machine. (ებრაული)
  3. http://www.clubofbudapest.org/wwc-members.php
  4. Аттестат профессора. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-07. ციტირების თარიღი: 2010-10-13
  5. [ https://web.archive.org/web/20220121083350/https://rg.ru/Anons/arc_2002/0322/1.shtm Александр Емельяненков. Куплю докторскую. Не колбасу, а диссертацию // „Российская газета“ 22 марта 2002]
  6. 6.0 6.1 Мухин, Здоровец 2005.
  7. Это вы, Лайтман?. Каббала, наука и смысл жизни (2011-04-22). ციტირების თარიღი: 2019-04-17.
  8. Телемост с Арменом Григоряном. Каббала, наука и смысл жизни (2008-07-31). ციტირების თარიღი: 2019-04-17.
  9. Александр Емельяненков Куплю докторскую. Не колбасу, а диссертацию // „Российская газета“ 22 марта 2002
  10. World Wisdom Council Members. ციტირების თარიღი: 2010-09-26.
  11. Гомеопатия: исследование души | МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ КАББАЛЫ | М. ЛАЙТМАН. ციტირების თარიღი: 2022-04-24
  12. Письмо-ответ раву Лайтману по поводу его интервью დაარქივებული 2007-05-19 საიტზე Wayback Machine. Михаэль Эзер. Хроники Иерусалима. 07.04.2002
  13. На правах объявления დაარქივებული 2008-10-06 საიტზე Wayback Machine. Реакция раввина Шая Гиссера на интервью М.Лайтмана газете «Вести» 14.03.2002 დაარქივებული 06.10.2008, საიტზე Wayback Machine.
  14. Душа и тело и божественный свет. Беседы о главном с современным каббалистом раввином Михаэлем Лайтманом. «ВЕСТИ», 5.10.2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-24. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  15. Каббала как глобальная сила (и Гитлер как марионетка Господа) დაარქივებული 2013-10-16 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
  16. https://www.laitman.ru/wp-content/gallery/dokumenty/2012-10-10_spravka-bogoizbrannost_w.jpg
  17. Решение დაარქივებული 2016-10-22 საიტზე Wayback Machine. Кировского районного суда Екатеринбурга от 01.10.2015 года
  18. Карточка дела № 33-22867/2016 // Сайт Свердловского областного суда, 28.04.2017
  19. Бней Барух и Михаэль Лайтман — расследование израильского телевидения — YouTube
  20. Гомеопатия: исследование души | МЕЖДУНАРОДНАЯ АКАДЕМИЯ КАББАЛЫ | М. ЛАЙТМАН. www.kabbalah.info. ციტირების თარიღი: 2019-04-10.
  21. Каббалист Михаэль Лайтман о методе Э. Флигиля l Израиль l Flighelp. Биокорректирующие медальоны | Израиль | Flighelp - клиника. ციტირების თარიღი: 2019-04-10.
  22. Беседа М.Лайтмана с А.Прохановым http://www.echo.msk.ru/blog/echomsk/780919-echo/ დაარქივებული 2020-09-27 საიტზე Wayback Machine.
  23. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-14. ციტირების თარიღი: 2018-04-03
  24. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
  25. Плюсы виртуального общения. ციტირების თარიღი: 2020-12-10.
  26. http://files.kabbalahmedia.info/mekorot/rus_o_ml-sefer-sfirot-poznaniya.pdf