მირზა ადიგოზალ-ბეი
მირზა ადიგოზალ-ბეი | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Mirzə Adıgözəl bəy |
დაბადების თარიღი |
1780-იანები შუშა, ყარაბაღის სახანო |
გარდაცვალების თარიღი |
9 სექტემბერი, 1848 რეჰიმლი |
დაკრძალულია | რაჰიმლის სასაფლაო, გორანბოის მახლობლად |
საქმიანობა | ისტორიკოსი, ავტორი ისტორიული ნაშრომისა "ყარაბაღ-ნამე" |
მირზა ადიგოზალ-ბეი, ყარაბაღელი მირზა ადიგოზალ-ბეი ( აზერ. Mirze Adıgözəl bəy, დ. დაახლ. XIX ს. 80-იანი წლები — გ. 9 სექტემბერი, 1848 წ. ) — XIX საუკუნის აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, ავტორი ისტორიული ნაშრომისა "ყარაბაღ-ნამე". სწავლობდა შუშის მექთებში . XIX საუკუნის დასაწყისიდან იმყოფებოდა რუსეთის სამთავრობო და სამხედრო-ადმინისტრაციულ სამსახურში. რუსეთის საიმპერატორო არმიის კაპიტანი.[1]
ადრეული კარიერა
რედაქტირება1795 წელს, ყარაბაღში აღა მუჰამედ შაჰ ყაჯარის ჯარების მოახლოებისთანავე, მირზა ადიგოზალ-ბეიმ ოჯახთან და მისდამი დაქვემდებარებულ ილათებთან (მოთაბარეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ცხოვრობდნენ მდინარე არაქსის მახლობლად მდებარე იგირმიდორთ მაღალში), ერთად დატოვა ყარაბაღი და გადავიდა საქართველოში.
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ადიგოზალ-ბეი სამსახურში მიიღო ტფილისში მყოფმა სახელმწიფო მრჩეველმა პ.ი. კოვალენსკიმ, რათა საიდუმლო საქმეები ეწარმოებინა მიმოწერის საშუალებით. ადიგოზალ-ბეი ფარულად მსახურობდა კოვალენსკისთან და შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასს იღებდა. (საიდუმლო სამსახურში იმყოფებოდა 1799 წლის ბოლოდან 1800 წლის ბოლომდე). ამ დროიდან ადიგოზალ-ბეიმ თავისი მომავალი ბედი დიდი ხნით დაუკავშირა ამიერკავკასიაში განლაგებულ რუსეთის ადმინისტრაციას და ჯარებს.
1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს მუშაობდა მთარგმნელად და მოხელედ გენერალ-მაიორ დ. ლისანევიჩთან.
1816 წელს ვიდრე ა.პ. ერმოლოვი თეირანში ელჩის რანგში გაემგზავრებოდა, ყარაბაღელი მირზა-ადიგეზალ-ბეი გაგზავნა მეჰდი ყული ხანთან. მეჰდი ყული ხანმა მირზა ადიგოზალ-ბეის გადასცა თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწები, ასევე სხვა დასახლებული ტერიტორიები და დანიშნა ნაიბად იგირმიდორთის მაჰალში.[2]
გენერალ ერმოლოვის დავალებით სამი წლის განმავლობაში, 1823 წლიდან 1826 წლამდე, მუშაობდა ყარაბაღის საზღვრების დაცვის სამსახურში.
მონაწილეობა რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში
რედაქტირებარუსეთ-ირანის ომი დაიწყო ირანის ჯარების მოულოდნელი შეჭრით რუსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. ირანის ჯარებმა თითქმის ერთდროულად გადაკვეთეს საზღვარი ერივანისკენ და შეიჭრნენ შურაგელსა და პამბაკში, ასევე თალიშსა და ყარაბაღში. სასაზღვრო პუნქტებმა, რომლებსაც არ ჰყავდათ საკმარისი ძალები, ბრძოლების შედეგად ქვეყნის სიღრმეში გადაინაცვლა. მირზა ადიგოზალ-ბეი თავის რაზმთან ერთად იზოლირებული აღმოჩნდა, ვინაიდან ბაზირგიან-ბულაგის პოსტი მდებარეობდა საზღვარზე ზუსტად იმ მიმართულებით, სადაც ირანული ჯარების ნაკადი შევიდა და გაწყდა კომუნიკაცია შუშასთან და ტფილისთან.[3]
სიტუაციას ართულებდა ის ფაქტიც, რომ მტრის ჯარების შესვლასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები გადავიდნენ მოწინააღმდეგის მხარეზე და მომთაბარეთა ნაწილიც გადაიბირეს.
მირზა ადიგოზალ-ბეიმ გადაწყვიტა გამოცხადებულიყო მეფისნაცვლის შტაბში. შედეგად, იგი ტყვედ გაგზავნეს თავრიზში. [4]
შამქორის მახლობლად ირანის ჯარების დამარცხების და განჯის მახლობლად გამართული გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ, აბას-მირზამ დაიწყო მზადება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ამ მიზნით, 1827 წლის დასაწყისში მან გაათავისუფლა ადიგოზალ-ბეი ტყვეობიდან და გაგზავნა შუშაში. იმავე წელს ადიგოზალ-ბეი, უფლისწული აფხაზოვის მეთაურობით, გავიდა მტრის ხაზების უკან მდინარე არაქსის გაღმა, შეხვდა მეჰდი ყული ხანს და დაარწმუნა იგი რუსეთის მხარეს გადასულიყო.
ინსტრუქციის მაღალ დონეზე შესრულებისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო მეჰდი ყული-ხანის გადაბირებასთან, გენერალმა პასკევიჩმა მირზა ადიგოზალ ბეის ჯილდო გადასცა.
საომარი მოქმედებების შემდგომ მსვლელობებში მირზა-ადიგეზალ-ბეის, როგორც ჩანს, აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.
"3 ათასი მომთაბარე ოჯახის"გადასახლება ყარაბაღში
რედაქტირებამირზა-ადიგოზალ-ბეის უნდა გამოეცადა მეჰდი-ყული-ხანზე თავისი გავლენის სიძლიერე. იგი მტრის ხაზს მიღმა მდინარე არაქსის გავლით უნდა წასულიყო, იქ შეხვედროდა მეხთი-ყული ხანს და დაეყოლიებინა რუსეთის მხარეს გასულიყო. მირზა-ადიგოზალ-ბეიმ ბრწყინვალედ შეასრულა ბრძანება. უკვე ივნისის დასაწყისში გენერალმა პასკევიჩმა შტაბის უფროს ი. დიბიჩს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგი აცნობა. [5]
სამხედრო კარიერის დასასრული
რედაქტირება1829 წლის ბოლოს ან 1830 წლის დასაწყისში მირზა ადიგოზალ-ბეი, რომელიც მსახურობდა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, პენსიაზე გავიდა.
30-იან წლებში. ადიგოზალ ბეი მუშაობდა ყარაბაღის პროვინციულ სასამართლოში, რამაც მას საშუალება მისცა პროვინციის სხვადასხვა კუთხეში შეესწავლა მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ხასიათი, ქვეყნის ადათ-წესები და ისტორია.
წარსულის კულტურის წარმომადგენლებისადმი ღრმა პატივისცემის ნიშნად მირზა ადიგოზალ-ბეიმ დაიწყო ახალი მავზოლეუმის მშენებლობა დიდი ნიზამის საფლავზე, შეცვალა ძველი, მთლიანად ჩამონგრეული ნაგებობა.
ისტორიული ნაწარმოები „ყარაბაღ-ნამე“ მირზა ადიგოზალ-ბეიმ უკვე მოწიფულ (დაახლ. 65 წლის) ასაკში დაწერა.
მირზა-ადიგოზალ-ბეი გარდაიცვალა 1848 წლის 9 სექტემბერს. დაკრძალეს სოფელ რაჰიმლის სასაფლაოზე, რომელიც გორანბოის მახლობლად მდებარეობს. მის საფლავზე მავზოლეუმი აღმართეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Мирза Адигезаль-бек. Карабаг-наме. АН АзербССР. 1950. (რუს.)
- Мирза Адигезаль-бек. КАРАБАГ-НАМЕ დაარქივებული 2023-01-03 საიტზე Wayback Machine. / А. Алескерзаде. — АКАДЕМИЯ НАУК АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ ССР, 1950. — 17 с.(რუს.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ МИРЗА АДИГЕЗАЛЬ-БЕК->КАРАБАГ-НАМЕ->ВВЕДЕНИЕ. www.vostlit.info. ციტირების თარიღი: 3 იანვარი 2023. დაარქივებულია 3 იანვარი 2023.
- ↑ Cronin, Stephanie, ed. (2013). Iranian-Russian Encounters: Empires and Revolutions since 1800. Routledge. p. 63. ISBN 978-0415624336.
Perhaps the most important legacy of Yermolov was his intention from early on to prepare the ground for the conquest of the remaining khanates under Iranian rule and to make the River Aras the new border. (...) Another provocative action by Yermolov was the Russian occupation of the northern shore of Lake Gokcha (Sivan) in the Khanate of Iravan in 1825. A clear violation of Golestan, this action was the most significant provocation by the Russian side. The Lake Gokcha occupation clearly showed that it was Russia and not Iran which initiated hostilities and breached Golestan, and that Iran was left with no choice but to come up with a proper response.
- ↑ Dowling, Timothy C., ed. (2015). Russia at War: From the Mongol Conquest to Afghanistan, Chechnya, and Beyond. ABC-CLIO. p. 729. ISBN 978-1598849486.
In May 1826, Russia therefore occupied Mirak, in the Erivan khanate, in violation of the Treaty of Gulistan.
- ↑ Записка неизвестного автора о Карабаге. Между 1829 г.... 1831 г. («Колониальная политика российского царизма в Азербайджане в 20—60-х гг. XIX в.», ч. I, М.-Л., 1936)
- ↑ Мирза Адигезаль-бек 1950.