კაილი მინოუგი

(გადამისამართდა გვერდიდან მინოუგი, კაილი)

კაილი ენ მინოუგი (ინგლ. Kylie Ann Minogue; /mˈnɡ/; დ. 28 მაისი, 1968. მელბურნი, ავსტრალია) — გრემის ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელ-ბრიტანელი პოპ მომღერალი, სიმღერების ტექსტების ავტორი და მსახიობი. წარმატებას გვიან 1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე დაყრდნობით, მონოუგი ყველაზე გაყიდვადი ავსტრალიელი შემსრულებელია.[2]

კაილი მინოუგი

მინოუგი 2018 წელს, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ალბერტ-ჰოლში
დაბადების სახელი კაილი ენ მინოუგი
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1968 (1968-05-28) (55 წლის)
მელბურნი, ავსტრალია
რეზიდენცია ჩელსი, ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო[1]
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
აქტიური 1979–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ჯოშუა სასი (2016–2017)
ჯილდოები
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი ავსტრალიის ორდენის ოფიცერი
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები Kylie and Garibay
ინსტრუმენტები ვოკალი
საიტი
ხელმოწერა

დაიბადა და გაიზარდა მელბურნში. 1990-იანი წლებიდან მინოუგი მოუშაობდა და ცხოვრობდა გაერთიანებულ სამეფოში.[3] 1987 წელს კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ ლეიბლთან PWL, ერთი წლის შემდეგ კი გამოსცა პირველი სტუდიური ალბომი Kylie. 1992 წელს დატოვა PWL და ხელი მოაწერა კონტრაქტს Deconstruction Records-სთან, სადაც გამოსცა ორი ალბომი — Kylie Minogue და Impossible Princess, რომელთაც წილად ხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მოგვიანებით შეურთდა ლეიბლს Parlophone და გამოუშვა ალბომი Light Years.[4] მისმა მომდევნო ალბომმა Fever, (2001) დიდ წარმატებას მიაღწია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. მასში შემავალი სინგლი „Can't Get You Out of My Head“ 2000-იანი წლების ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა, რომლის გაყიდვებმა 5 მილიონი ასლი შეადგინა. მინოგის სხვა წარმატებული სინგლებია: „"I Should Be So Lucky“, „The Loco-Motion“, „Especially for You“, „Hand on Your Heart“, „Better the Devil You Know“, „Confide in Me“, „Spinning Around“, „Love at First Sight“, „Slow“, „2 Hearts“ და „All the Lovers“.

2005 წელს, ერთ-ერთი ტურნეს დროს, მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა განიკურნა და ტურნეს გააგრძელებაც შეძლო სახელწოდებით „Showgirl: The Homecoming Tour“. მისი დებიუტი კინოში შედგა 1989 წელს ტელესერიალით „დამნაშავეები“. 1994 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმ „ქუჩის მებრძოლში“. იგი აგრეთვე მონაწილეობს ფილმებში: „მულენ რუჟი!„ (2001), „ჯეკი და დიანა“ და „წმინდა ძრავები“ (2012). 2014 წელს იყო ავსტრალიისა და ბრიტანეთის სატელევიზიო გადაცემის „The Voice“-ის ჟიური.[5][6][7]

მსოფლიოს მასშტაბით, კაილი მინოუგს გაყიდული აქვს 80 მილიონ ასლზე მეტი ჩანაწერი.[8][9] ასევე გამართული აქვს რამდენიმე წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტურნეები მსოფლიოს გარშემო, რისთვისაც გადაეცა ავსტრალიური ჯილდო Mo Awards. 2008 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენით,[10] იმავე წელს მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერის წოდება მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის,[11] 2019 წელს კი ავსტრალიის ორდენის ოფიცერი გახდა.[12][13] 2011 წლის ნოემბერში, ARIA Music Awards-ის 25 წლის წლისთავის აღსანიშნავად, კაილი მინოუგი, ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ შეყვანილი იქნა ARIA-ს დიდების დარბაზში.[14]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

ფილმოგრაფია რედაქტირება

რჩეული ფილმოგრაფია
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986–1988 მეზობლები Neighbours შარლინ მიტჩელი
1989 დამნაშავეები The Delinquents ლოლა ლაუელი
1994 The Vicar of Dibley თვითონ
1994 ქუჩის მებრძოლი Street Fighter კემი
2001 მულენ რუჟი! Moulin Rouge! მწვანე ფერია
2007 დოქტორ ვინ Doctor Who ასტრიდ პეთი
2012 ჯეკი და დიანა Jack & Diane ტარა
2012 წმინდა ძრავები Holy Motors ევა გრეისი (ჯინი)
2015 ახალგაზრდა და მშიერი Young & Hungry შონა
2015 სან-ანდრეასი San Andreas სიუზენ რიდიკი
2016 გალავანტი Galavant ტყის დედოფალი
2018 სვინგ საფარი Swinging Safari კეი ჰოლი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Corner, Lewis. (23 апреля 2015) Music Rich List 2015: Where are Paul McCartney, Kylie and One Direction placed?. Digital Spy. ციტირების თარიღი: 9 სეტემბერი, 2017.
  2. Australian Recording Artists Make ARIA Chart History (2004). ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2019.
  3. „Kylie Minogue Moves Back To Australia To Be Closer To Her Family“. HuffPost. 23 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Kylie officially honoured as UK's queen of singles!. Official Charts. (1 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2013.
  5. „Kylie Minogue to join The Voice“. BBC News. 11 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Kylie Minogue quits The Voice“. BBC News. 11 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. Kylie Joins the Voice Australia (26 ნოემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2013.
  8. Kylie and Danni – 100 Degrees Performance. X Factor Australia. Yahoo! Music (24 ნოემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2015.
  9. „Kylie and Dannii Minogue reunite for disco duet“. The New Zealand Herald. 24 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. Kylie Minogue, chevalier des Arts et des Lettres French. L'Obs (5 მაისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2018.
  11. „Supplement“. The London Gazette (58557): 11. 29 დეკემბერი, 2007. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  12. Eacott, Alina; Hermant, Norman. Australia Day Honours list: Meet the people being recognised at this year's ceremony. ABC (Australian TV (25 იანვარი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2019.
  13. O'Brien, Kerrie. Top entertainers receive Australia Day awards. Fairfax Media (26 იანვარი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2019.
  14. McCabe, Kathy (25 ნოემბერი, 2011). „Prime Minister Julia Gillard to honour pop princess Kylie Minogue“. Daily Telegraph (Australia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-21. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)