მიმოზა კუსარი-ლილა

კოსოვოელი პოლიტიკოსი

მიმოზა კუსარი-ლილა (ალბ. Mimoza Kusari-Lila; დ. 16 ოქტომბერი, 1975, ჯიაკოვიცა, იუგოსლავიის სფრ) — კოსოვოელი პოლიტიკოსი, პარტია ალტერნატივას ლიდერი. 2011–2013 წლებში, კოსოვოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი და 2013 წლის ნოემბრიდან 2017 წლამდე, ქალაქ ჯიაკოვიცას მერი.[4]

მიმოზა კუსარი-ლილა
მიმოზა კუსარი-ლილა
მიმოზა კუსარი-ლილა
ალტერნატივას ლიდერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 თებერვალი, 2017
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა

ჯიაკოვიცას მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
იანვარი, 2014 – ივლისი, 2017
მოადგილე  რამადან ჰოტი[1]
წინამორბედიპალ ლეკაჟი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 თებერვალი, 2011 – 2 ოქტომბერი, 2013
პრეზიდენტიატიფეტე იაჰიაგა
წინამორბედილუტფი ჟარკუ[2]
მემკვიდრებერნარდ ნიკაჯი[3]

დაბადებული16 ოქტომბერი, 1975 (1975-10-16) (49 წლის)
ჯიაკოვიცა, იუგოსლავიის სფრ
(დღეს კოსოვო)
მოქალაქეობაკოსოვოს დროშა კოსოვო
ეროვნებაალბანელი
პოლიტიკური პარტიაახალი კოსოვოს ალიანსი (2009–2016)
ალტერნატივა (2017–დღემდე)
მეუღლეარბენ ლილა
შვილები2
განათლებაპრიშტინის უნივერსიტეტი
კოლორადოს უნივერსიტეტი
დიუკეინის უნივერსიტეტი

მიმოზა კუსარი-ლილა დაიბადა 1975 წლის 16 ოქტომბერს, ჯიაკოვიცაში. მამამისი პულმონოლოგია, ხოლო დედამისი ალბანური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია დაწყებით სკოლაში. მისი ოჯახი გარკვეული დრო ქალაქ პეჩში ცხოვრობდა. საბოლოოდ, 80-იანი წლების შუა რიცხვებში, ოთხ შვილიანი ოჯახი უკან ჯიაკოვიცაში დაბრუნდა.

განათლება

რედაქტირება

კუსარიმ დაასრულა „ჰაიდარ დუშის“ გიმნაზია, რის შემდეგაც ჩააბარა პრიშტინის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. დაასრულა „მენეჯმენტისა და ინფორმაციულ სისტემების“ განხრა, რა დროსაც მუშაობდა სრულ განაკვეთზე თავისი სწავლის დაფინანსებისთვის, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური რეპრესიების დროს. 1998-1999 წლებში, კოსოვოში განვითარებული კონფლიქტის დროს, მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).[5]

კოსოვოს ომის დროს, როდესაც ის მუშაობდა ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის (აშშ-ის რადიო, ეროვნული საზოგადოებრივი რადიო) მაკედონიაში მოქმედი ლტოლვილთა ბანაკში, კუსარიმ მოიგო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესტიჟული რონ ბრაუნის სტიპენდია, რითაც უფლება მოიპოვა მაგისტრატურის ხარისხის მიღება აშშ-ში.[6]

შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდში, განაგრძო სწავლა კოლორადოს უნივერსტიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე და დიუკეინის უნივერსიტეტში, სადაც დაასრულა თავისი სამაგისტრო პროგრამები. ამ პერიოდში იგი აქტიური იყო სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებაში და გამოავლინა მმართველის უნარ-ჩვევები. რონ ბრაუნის აღმოსავლეთ ევროპის სამი სტიპენდიანთაგან ერთ-ერთი გახდა, რომელიც ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო განათლების კვირეულზე მოიწვიეს. სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობდა პიტსბურგში მდებარე ბაიერის კორპორაციაში, ელექტრონული გაყიდვების განყოფილებაში.[5]

2001 წელს, კოსოვოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა მსოფლიო ბანკსა და USAID-ის პროექტში, კოსოვოში ბიზნესის განვითარების მხრივ. მისი მუშაობის წარმატებული შედეგი გახდა კოსოვოში ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა, რომელიც კოსოვოსა და რეგიონის განათლების წამყვანი ინსტიტუტია.[5]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

მიმოზა კუსარი 2003 წლიდან ჩაება პოლიტიკასა და საზოგადოებრივ სამსახურში, როდესაც გახდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ბაირამ რეჯეპის პრესსპიკერი და პოლიტიკური მრჩეველი. პირველი ქალი ამ პოზიციაზე, იგი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და მიუკერძოებლობით, გახდა კოსოვოს მთავრობის სახე და ხმა. 2004 წლის ბოლოს გამოაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, რომლის მიზეზი გახდა მისი დაქორწინდა არბენ ლილაზე, ხოლო მომდევნო წელს მას შვილი ეყოლა. კუსარიმ თავის გვარს მიუმატა მეუღლის გვარიც და ახლა იყენებს კუსარი-ლილას გვარს.

2009 წელს, მიმოზა კუსარი-ლილა ოფიციალურად აყენებს თავის კანდიდატურას ჯიაკოვიცას მერად. 2011 წლის 23 თებერვალს, ხდება კოსოვოს ვიცე პრემიერ-მინისტრი და ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი და ამ თანამდებობაზე 2013 წლის 2 ოქტომბრამდე რჩება, სანამ ხელახლა არ აყენებს თავის კანდიდატურას ჯიაკოვიცას მერად, სადაც არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს. მან კოსოვოს ისტორიაში პირველი ქალი მერი გახდა.[7]

  1. Ramadan Hoti, Deputy Mayor of Gjakova (profile). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-04. ციტირების თარიღი: 2018-05-17.
  2. Lutfi Zharku: Minister of Trade and Industry (January 2008 – October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-05-17.
  3. Bernard Nikaj. MTI, Republic of Kosovo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-03. ციტირების თარიღი: 2018-05-17.
  4. Gjakova Municipality: The Mayor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-05.
  5. 5.0 5.1 5.2 Week of Women - Biography
  6. Mimoza Kusari biography
  7. Official results - Second round. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-16. ციტირების თარიღი: 2018-05-20.