ექიმები საზღვრებს გარეშე

ექიმები საზღვრებს გარეშე (ფრანგ. Médecins sans frontières) — არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას.

ორგანიზაცია დაარსდა პარიზში 1971 წელს, რათა დახმარებოდა ნიგერიის შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთ.

ორგანიზაციას 1999 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება