მიდელაურების ციხე
მიდელაურების ციხე, კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს სამხრეთ
მიდელაურების ციხე, კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს სამხრეთით, 0,7 კილომეტრზე. ნასოფლარ მიდელაურთკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება X-Xl საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (4,8 x 6,9 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის (ზოგიერთი ქვის სიგრძე 2 მეტრს აღწევს), ერთმანეთს კარგად მორგებული, ზედაპირმოსწორებული ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ 6 მეტრ სიმაღლეზე. კოშკის სწორ (სამხრეთ) კედელში, მიწიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე, წყობის ერთ-ერთ ქვაზე, რომელზეც ასომთავრული წარწერის ნაწილია შემორჩენილი, დაბალი რელიეფით გამოსახულია ადამიანის ორი სქემატური სახე (მზისა და მთვარის სიმბოლოები), რომლებიც ერთმანეთს მშვილდისებრი ფორმის რკალით უკავშირდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 328.