მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დემოგრაფია

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დემოგრაფია მოიცავს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობის, სიმჭიდროვის, ეთნიკური შემადგენლობის, განათლების დონის, მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, ეკონომიკური მდგომარეობის, რელიგიური მიკუთვნებულობისა და სხვა ასპექტებს.

ბავშვები კერატიული ტექნოლოგიების ცენტრის მთიანი ყარაბაღის ფილიალში

2015 წლის აღწერილობით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობა 150 932 ადამიანს შეადგენს, რომელთაგანაც 144 683 სომეხია. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სომეხი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია და სომხურ სამოციქულო ეკლესიას მიეკუთვნება. რეგიონში მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და ევანგელისტი ქრისტიანების დენომინაციების არსებობს. რეგიონში ცხოვრობენ იუდეველებიც.[1]

XVIII საუკუნე

რედაქტირება
 
კაცები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გზაზე

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში დემოგრაფიული მდგომარეობის აღმნიშვნელი პირველი ნიმუშები XVIII საუკუნით თარიღდება. ირანის სომხეთში მოგზაურობის შემდეგ არქიმანდრიტმა მინას ტიგრანიანმა რუსეთის იმპერატორის, პეტრე I-ის ბრძანებით 1717 წლის 14 მარტს მოხსენება დაწერა. მისი თქმით, განძასარის მონასტრის პატრიარქის დაქვემდებარებაში 900 სომხური სოფელი იყო.[2]

რუსეთის გენერალური მდივნის, პიოტრ პანინისადმი 1769 წელს მიწერილ წერილში საქართველოს მეფე ერეკლე II აღნიშნავს: „ხამსის რეგიონს 7 ოჯახი მართავს. იქ მხოლოდ სომხები ბინადრობენ“.[3][4]

ყარაბაღისა და შუშას შესახებ საუბრისას რუსი დიპლომატი და ისტორიკოსი ს.მ. ბრონევსკი თავის ნაშრომში „ისტორიული ჩანაწერები“ აღნიშნავს, რომ ყარაბაღი დიდი სომხეთის შემადგენლობაშია და იქ 30 000 - 40 000 მებრძოლი კაცი ცხოვრობს.[5]

XIX საუკუნე

რედაქტირება

რუსეთიოს იმპერიის მოხელებიის მიერ 1823 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში ჩანს, რომ სპარსეთიდან სომხების მიგრაციამდე ახლად დაარსებულ სომხურ პროვინციაში სომხთა უმრავლესობა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, ანუ ყარაბაღის 5 სამელიქოს გაერთიანების (ხამსა) ტერიტორიაზე სახლობდა და ამ მიწების დემოგრაფიულ უმრავლესობას წარმოადგენდა. გამოკითხვაში მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა არა, მაგრამ სოფლების რაოდენობაა მოყვანილი.[6][7]

XX საუკუნე

რედაქტირება

აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის არსებობის პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში დემოგრაფიული ბალანსის შეცვლას აზერბაიჯანელთა დასახლებით ცდილობდა.[8][9]

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში სომეხი მოსახლეობის რაოდენობა 145 593 ადამიანს, ხოლო აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობა 42 871 ადამიანს შეადგენდა. გარდა ამისა, ოლქში რამდენიმე ათასი ქურთი, რუსი, ბერძენი და ასირიელი სახლობდა. მთიანი ყარაბაღის რეგიონის მთავარი სალაპარაკო ენა სომხურია. უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღელი სომხების ენა განსხვავდება სომხეთში მცხოვრებთაგან, რადგანაც მასზე რუსულმა თურქულმა და სპარსულიმა ენამ იქონია გავლენა.[10]

XXI საუკუნე

რედაქტირება

2000 წლამდე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიგრაციის სალდო უარყოფითი იყო.[11] 2001 წელს მოსახლეობის 95%-ს სომხები შეადგენდნენ, უმცირესობას კი ასირიელები, ბერძნები და ქურთები.[1] 2007 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, რეგიონში 1010 ბავშვი დაიბადა და 659 ადამიანი გარდაიცვალა.[12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Ethnic composition of the region as provided by the government
  2. Bournoutian, George A. Armenians and Russia, 1626-1796: A Documentary Record. Costa Mesa, CA: Mazda Publishers, 2001, p. 120–21
  3. Цагарели А. А. Грамота и гругие исторические документы XVIII столетия, относяшиеся к Грузии, Том 1. СПб 1891, ц. 434-435. This book is available online from Google Books
  4. Bournoutian, George A. Armenians and Russia, 1626-1796: A Documentary Record. Costa Mesa, CA: Mazda Publishers, 2001, page 246
  5. S.M.Bronesvskiy. Historical Notes... St. Petersburg. 1996. Исторические выписки о сношениях России с Персиею, Грузиею и вообще с горскими народами, в Кавказе обитающими, со времён Ивана Васильевича доныне». СПб. 1996, секция "Карабаг"
  6. Description of the Karabakh province prepared in 1823 according to the order of the governor in Georgia Yermolov by state advisor Mogilevsky and colonel Yermolov 2nd (რუს. Opisaniye Karabakhskoy provincii sostavlennoye v 1823 g po rasporyazheniyu glavnoupravlyayushego v Gruzii Yermolova deystvitelnim statskim sovetnikom Mogilevskim i polkovnikom Yermolovim 2-m), Tbilisi, 1866.
  7. Bournoutian, George A. A History of Qarabagh: An Annotated Translation of Mirza Jamal Javanshir Qarabaghi's Tarikh-E Qarabagh. Costa Mesa, CA: Mazda Publishers, 1994, page 18
  8. (რუსული) "Гейдар Алиев: 'Государство с оппозицией лучше' დაარქივებული 2012-05-24 საიტზე Wayback Machine. ." Zerkalo. July 22, 2002.
  9. (რუსული) Anon. "Кто на стыке интересов? США, Россия и новая реальность на границе с Ираном" ("Who is at the turn of interests? US, Russia and new reality on the border with Iran დაარქივებული November 24, 2012, საიტზე Wayback Machine. "). Regnum. April 4, 2006.
  10. de Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press. ISBN 0-8147-1945-7. 
  11. Regnum News Agency. Nagorno Karabakh prime minister: We need to have at least 300,000 population დაარქივებული September 5, 2008, საიტზე Wayback Machine. . Regnum. March 9, 2007. Retrieved March 9, 2007.
  12. Евразийская панорама