მვერუ

(გადამისამართდა გვერდიდან მვერუ (ტბა))

მვერუ (ინგლ. Lake Mweru; ფრანგ. Lac Moero) — დიდი მტკნარწყლიანი ტბა აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში, ზამბიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე. ტბა სანაოსნოა. მთავარი ნავმისადგომებია: კილვა და პვეტო (ზამბია). აღოაჩინა დეივიდ ლივინგსტონმა 1867 წელს.

მვერუ
ინგლ. Lake Mweru
ფრანგ. Lac Moero
ტბის სამხრეთი ნაწილის სურათი კოსმოსიდან
ტბის სამხრეთი ნაწილის სურათი კოსმოსიდან
კოორდინატები: 9°10′ ს. გ. 28°30′ ა. გ. / 9.167° ს. გ. 28.500° ა. გ. / -9.167; 28.500
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ზამბიის დროშა ზამბია
სიმაღლე ზღვის დონიდან 917 
სიგრძე 131 კმ
სიგანე 56 კმ
ფართობი 5120 კმ²
მოცულობა 38 200 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1828 კმ
საშუალო სიღრმე 7,5 
მაქსიმალური სიღრმე 27 
ჩამდინარე მდინარეები ლუაპულა
გამომდინარე მდინარე ლუვუა
მვერუ — აფრიკა
მვერუ

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ტბა მვერუ

ტბის მკვებავი ყველაზე დიდი მდინარეა ლუაპულა, რომელიც მოედინება მვერუს ტბის სამხრეთით მდებარე ჭაობიან ტერიტორიებზე და ჩაედინება ტბაში სამხრეთიდან. მეორე მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე კალუნგვიში, რომელიც ტბაში ჩაედინება აღმოსავლეთიდან. ჩრდილოეთით ტბიდან გამოედინება მდინარე ლუვუა, რომელიც მიედინება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და ჩაედინება მდინარე ლუალაბაში (მდინარე კონგოს ზედა დინება). მვერუ მეორე ყველაზე უფრო დიდი ტბაა მდინარე კონგოს აუზში, ის მდებარეობს 150 კმ-ში ტანგანიიკის ტბის სამხრეთი ნაპირიდან, რომელიც აუზის ყველაზე დიდი ტბაა. მდინარე ლუაპულა ტბაში ჩადინების დროს ქმნის ჭაობიან დელტას.

რეგიონის სხვა ბევრი ტბებისაგან განსხვავებით, მვერუს არა აქვს თავისი დონის და ფართობის ძლიერი ცვლილებები მშრალი სეზონის წვიმებიანი სეზონით შეცვლასთან დაკავშირებით. დონის ყოველწლიური რყევა შეადგენს მხოლოდ დაახლოებით 1,7 მეტრს მაქსიმალური მნიშვნელობით მაისში და მინიმალურით — იანვარში[1]. ეს ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ მდინარე ლუაპულა, რომელიც სათავეს იღებს ბანგვეულუს ჭაობებში, მიისწრაფის თავისი ნაკადის რეგულირებისკენ, რის გამოც მვერუს ტბაში ჩამავალი წყლის რაოდენობა მუდამ საკმაოდ სტაბილურია. ტბის ზრდა კომპენსირდება მდინარე ლუვუას საკმაოდ სწრაფი გამოდინებით.

იგი აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ტბების ჯაჭვის ნაწილია. მვერუ გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ საშუალოდ 118 კმ-ზე, საშუალო სიგანით — 45 კმ. მისი ფართობია 5,12 ათასი კმ². ის მდებარეობს ზღვის დონიდან 917 მეტრ სიმაღლეზე[2], რაც უფრო მაღალია, ვიდრე ტანგანიიკის ტბა (763 მეტრი). სამხრეთით მვერუ უფრო მეჩხერია, ჩრდილოეთით მისი სიღრმე იზრდება, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებობს 2 ღრმული. მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 27 მეტრს. მვერუს ტბიდან დაახლოებით 50 კმ-ში და მდინარე კალუნგვიშიდან ჩრდილოეთით არსებობს პატარა, საკმაოდ დაჭაობებული ტბა მვერუ-ვანტიპა. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს დიდი კუნძული კილვა, ფართობით 25 კმ².

ევროპელთაგან ტბის აღმომჩენლად ითვლება მოგზაური დეივიდ ლივინგსტონი, რომელმაც აღწერა იგი თავისი ექსპედიციის დროს 1867-1868 წლებში[3].

მოსახლეობა

რედაქტირება

მვერუს ტბის ნაპირებზე მდებარეობს მეთევზეთა ბევრი სოფელი. ზამბიის მხრიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებია პატარა ქალაქები: ნჩელენგე, კაშკიში და ჩიენგი; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან: კილვა, პვეტო და ლუკონზოლვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. AR Bos, CK Kapasa and PAM van Zwieten: «Update on the bathymetry of Lake Mweru (Zambia), with notes on water level fluctuations». დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. African Journal of Aquatic Science, 31 (1) : 145—150 (2006). Accessed 4 March 2007.
  2. მვერუ bse-ში
  3. David Livingstone & Horace Waller (Ed): «The Last Journals of David Livingstone in Central Africa from 1865 to his Death». Two Volumes. John Murray, London, 1874.