მე ვარ ლეგენდა (ფილმი)

მე ვარ ლეგენდა (ინგლ. I Am Legend) — 2007 წლის ამერიკული პოსტაპოკალიპტური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, დაფუძნებული რიჩარდ მეთისონის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის რეჟისორია ფრენსის ლოურენსი, მუსიკა ეკუთვნის ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდს, მთავარ როლს ასრულებს უილ სმითი, რომელიც ასახიერებს ამერიკის არმიის ვირუსოლოგ რობერტ ნევილს. ეს არის რიჩარდ მეთისონის რომანის რიგით მესამე ადაპტაცია „უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“ (1964) და „ადამიანი ომეგას“ (1971) შემდეგ.[4]

„მე ვარ ლეგენდა“
რეჟისორი ფრენსის ლოურენსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
  • მარკ პროტოსევიჩი
  • აკივა გოლდსმენი
ნაწარმოები „მე ვარ ლეგენდა“
ეფუძნება რიჩარდ მეთისონი
როლებში
მუსიკა ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 14 დეკემბერი, 2007 (2007-12-14)
ხანგრძლივობა 100 წუთი
ქვეყანა აშშ[1][2]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 585.3 მილიონი აშშ დოლარი[3]

სიუჟეტი მიმდინარეობს ნიუ-იორკში, სადაც მეცნიერებმა შექმნეს ვირუსი, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო სიმსივნის სამკურნალოდ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვირუსმა გაანადგურა კაცობრიობის უმეტესი ნაწილი და აქცია ისინი საშინელ მონსტრებად, ხოლო ნევილი იქცა ნიუ-იორკის უკანასკნელ ადამიანად. ნევილი ვირუსისადმი იმუნურია და მუშაობს ვაქცინის შექმნაზე.

Warner Bros.-მა ფილმზე მუშაობა დაიწყო 1994 წელს. პროექტში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა რეჟისორები და მსახიობები. მთავარი როლის შემსრულებლად მოიაზრებოდნენ ტომ კრუზი, მაიკლ დუგლასი[5] და მელ გიბსონი. თუმცა წარმოება გადაიდო ფინანსური პრობლემების გამო.[6] წარმოება განახლდა 2006 წელს ნიუ-იორკში.

ფილმის გამოსვლა დადეგმილი იყო 2007 წლის 21 ნოემბერს,[7] მაგრამ პრემიერა შედგა ცოტა მოგვიანებით, 2007 წლის 14 დეკემბერს აშშ-სა და კანადაში, [8] ამავე წლის 26 დეკემბერს - დიდ ბირიტანეთში.[9] პროექტს წილად ჰხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან და გადაეცა რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო კინოფილმების დაჯილდოების ცერემონიებზე, მათო შორის ვიზუალური ეფექტების საზოგადოების ხუთი ნომინაცია,[10] სატურნის ჯილდო,[11] MTV Movie Awards[12] და სხვა. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 70%,[13] ხოლო Metacritic-ზე - 65/100.[14] ფილმს დიდი კომერციული წარმატება ჰხვდა წილად; ის იყო 2007 წლის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რომლის შემოსავალმა აშშ-ში მიაღწია 256 მილიონ დოლარს, მსოფლიოში კი — 329 მილიონს. დღეის მონაცემით შემოსავალი 585.3 მილიონ დოლარს შეადგენს.[15]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Detail view of Movies Page. afi.com.
  2. Jason Buchanan. I Am Legend (2007) - Francis Lawrence - Synopsis, Characteristics, Moods, Themes and Related - AllMovie. AllMovie.
  3. 3.0 3.1 I Am Legend (2007) - Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2014.
  4. Todd McCarthy (7 დეკემბერი, 2007). „I Am Legend review“. Variety. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Anita M. Busch (5 ივნისი, 1997). „Scott, Arnold: 'Legend'-ary duo?“. Variety. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Schwarzenegger's 'Legend' is in peril“. Chicago Tribune. 16 მარტი, 1998. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. „Shooting Dates for I Am Legend. ComingSoon.net. 16 აგვისტო, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. I Am Legend. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2014. ციტირების თარიღი: April 26, 2007.
  9. UK Film release schedule. Film Distributors' Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-23. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2007.
  10. 6th Annual VES Awards Recipients. Visual Effects Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2010. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2010.
  11. 2007 12th Annual Satellite Awards. International Press Academy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი, 2008. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2008.
  12. Will Smith Profile: Biography, Filmography & Photos. uk.movies.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი, 2008. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2009.
  13. I Am Legend. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2010.
  14. I Am Legend (2007): Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-25. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2010.
  15. I Am Legend (2007). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2008.