უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე (1964 წლის ფილმი)

უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“ (ინგლ. The Last Man on Earth, იტალ. L'ultimo uomo della Terra) — 1964 წლის იტალიური-ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, დაფუძნებული რიჩარდ მეთისონის რომანზე „მე ვარ ლეგენდა“. ფილმის რეჟისორები არიან უბალდო რაგონა და სიდნი სალკოვი, ხოლო მონაწილეობს ვინსენტ პრაისი. სცენარი დაწერილი იქნა ულიამ ლესტერისა და ფურიო მონეტის მიერ, მეთისონთან თანამშრომლობით.

უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე
რეჟისორი უბალდო რაგონა
სიდნი სალკოვი
პროდიუსერი რობერტ ლიპერტი
სემიუელ არკოფი
ჰაროლდ ნოქსი
სცენარის ავტორი ფურიო მონეტი
უბალდო რაგონა
რიჩარდ მეთისონი
ეფუძნება რიჩარდ მეთისონის „მე ვარ ლეგენდა“
როლებში ვინსენტ პრაისი
ფრანკა ბეტოია
ემა დანიელი
ჯაკომო როსი-სტიუარტი
მუსიკა პოლ სოუტელი
ბერ შეფტერი
ოპერატორი ფრანკო დელი კოლი
დისტრიბუტორი American International Pictures (აშშ)
20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • მარტი 8, 1964 (1964-03-08)
ხანგრძლივობა 86 წუთი
ქვეყანა აშშ
იტალია
ენა ინგლისური

ფილმის სიუჟეტი მიმდინარეობს პოსტპანდემიურ სამყაროში, სადაც მომაკვდინებელი ვირუსის შედეგად დედამიწის მოსახლეობა განადგურდა და აქცია სისხლის მსმელ ვამპირებად. ფილმის მთავარი გმირია ინფექციას გადარჩენილი დოქტორ რობერტ მორგანი, რომლის მიზანი არის ვამპირების განადგურება.

ფილმი გადაიღეს რომში, იტალიაში. ზოგიერთი ეპიზოდი გადაღებული იქნა რომის მსოფლიო გამოფენის კვარტალში. ფილმს აშშ-ში დისტრიბუცია გაუწია American International Pictures-მა, მსოფლიოს მასშტაბით - 20th Century Fox-მა. პრემიერა შედგა 1964 წლის 8 მარტს. 1980-იან წლებში ფილმი გადავიდა საზოგადოებრივ საკუთრებაში.[1][2] 2005 წელს MGM Home Video-მ გამოსცა ფილმის ციფრული რემასტერინგული ვერსია DVD ფორმტაში.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა გამოსვლისას ვერ მოიპოვა შესამჩნევი წარმატება, ის დღევანდელ დროში კლასიკად არის მიჩნეული.[3] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმი ფლობს 71%.[4] კრიტიკოსმა ფილ ჰალმა ის მოიხსენია როგორც „ვინსენტ პრაისის საუკეთესო ფილმი“.[3]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Richard Matheson: Ich bin Legende. Science-fiction-Roman (Originaltitel: I Am Legend). Bibliothek der Science-fiction-Literatur, Nr. 12. Deutsch von Lore Straßl. (Illustrierte Sonderausgabe in ungekürzter Neuübersetzung.) Heyne, München 1982, ISBN 3-453-30803-4; Neuauflage Heyne 01.2008.
  • Richard Matheson: I am Legend. Roman, englische Ausgabe. SF Masterworks, GB 2004, ISBN 1-85798-809-4.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Jonathan Malcolm Lampley (2010). Women in the Horror Films of Vincent Price. McFarland, გვ. 98. 
  2. The Last Man on Earth (1964). The Public Domain Review (28 აგვისტო, 2011). ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2013.
  3. 3.0 3.1 THE BOOTLEG FILES: "THE LAST MAN ON EARTH" Phil Hall, Film Threat, 21 აპრილი, 2006
  4. The Last Man on Earth reviews at Rotten Tomatoes