მე ვარ ლეგენდა (რომანი)

მე ვარ ლეგენდა“ (ინგლ. I Am Legend) — ამერიკელი მწერლის, რიჩარდ მეთისონის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ვამპირების და ზომბების გარეგნული სახის ფორმირებაზე თანამედროვე ლიტერატურაში. გამოიცა 1954 წელს და დიდი წარმატება ჰხვდა წილად. მოგვიანებით გამოვიდა წიგნზე დაფუძნებული რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“, სადაც მთავარ როლს ასრულებს ვინსენტ პრაისი,[1] ადამიანი ომეგა“, „მე ვარ ლეგენდა“ და „მე ვარ ომეგა“. წიგნი იქცა ჯორჯ რომეროს ფილმის, „ცოცხალი მკვდრების ღამე“ შთაგონების წყაროდ. აგრეთვე 1991 წელს Eclipse Comics-ის მიერ გამოიცა რომანზე დაფუძნებული კომიქსების სერია სახელწოდებით „Richard Matheson’s I Am Legend“.[2][3]

„მე ვარ ლეგენდა“
I Am Legend

ქართული გამოცემის გარეკანი
ავტორი რიჩარდ მეთისონი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, პოსტაპოკალიპტიკა, საშინელბა
გამომცემელი Gold Medal Books
გამოცემის თარიღი 1954
ქართულად გამოიცა 2016 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გვერდი 160
მომდევნო The Shrinking Man
ISBN ISBN 978-0-7653-1874-9

წიგნში სიუჟეტი ვითარდება პოსტაპოკალიფტურ სამყაროში. საშინელი პანდემიის გამო დედამიწის მოსახლეობა ვამპირებად იქცა, ხოლო მთავარ გმირი, რობერტ ნევილი, რომელიც ვირუსისადმი იმუნურია, იბრძვის გადარჩენისთვის და ატარებს ცდებს ვაქცინის შესაქმნელად.

მეთისონს რომანის შექმნის იდეა მოუვიდა ფილმ „დრაკულას“ ყურებისას.[4] რომანის დასახელაბა თავადვე მოიგონა. მისი განცხადებით, „მე ვარ ლეგენდა“ წარმოადგენს მის ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებს.[5]

1970 წლიდან წიგნზე საავტორო უფლებებს ფლობს კომპანია Warner Bros.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hutchings, Peter.. Terence Fisher. Manchester University Press, გვ. 224, გვ. 160. ISBN 0719056373. 
  2. Series :: I Am Legend. Grand Comics Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-01.
  3. I Am Legend საიტზე Comic Book DB (არქივირებულია ორიგინალიდან)
  4. Weaver, Tom. Science Fiction Stars And Horror Heroes. — С. 307.
  5. McCarty, Michael. More Giants of the Genre. — С. 193.
  6. Beale, Lewis.. (14 იანვარი, 2007 года) A variation on vampire lore that won't die. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2007-11-06.