მე ვარ ომეგა (ინგლ. I Am Omega) — 2007 წლის ამერიკული პოსტაპოკალიფტური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორია გრიფ ფერსტი, სცენარი ეკუთვნის ჯოფ მიდის. მთავარ როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი მარკ დაკასკოსი. ფილმი წარმოადგენს რიჩარდ მეთისონის რომანის, „მე ვარ ლეგენდა“ არაოფიციალურ ადაპტაციას. ფილმი გამოვიდა, „მე ვარ ლეგენდას“ პრემიერის შემდეგ, იმ მიზნით რომ მასთან გაენაწილებინა შემოსავალი.[1][2]

„მე ვარ ომეგა“
რეჟისორი გრიფ ფერსტი
პროდიუსერი
  • დევიდ მაიკლ ლეტი
  • დევიდ რიმავი
  • პოლ ბეილსი
სცენარის ავტორი ჯოფ მიდი
ეფუძნება „მე ვარ ლეგენდა“
რიჩარდ მეთისონი
როლებში
ოპერატორი ალექსანდერ იელენი
დისტრიბუტორი The Asylum
გამოსვლის თარიღი
  • 18 ნოემბერი, 2007 (2007-11-18)
ხანგრძლივობა 90 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი მიმდინარეობს პოსტაპოკალიფტურ ლოს-ანჯელესში, სადაც გენეტიკური ვირუსის გავრცელების შემდეგ ადამიანები იქცნენ სისხლის მსმელ ზომბებად. ფილმი არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, დაინფიცირებულია თუ არა მთელი მსოფლიო, თუმცა სავარაუდოდ ინფექცია გლობალურია, ვინაიდან, ფილმიდან ვიგებთ, რომ მთავარი გმირი უშედეგოდ ცდილობს რადიოსიგნალების აღმოჩენას და სხვა ადამიანებთან დაკავშირებას ინტერნეტის მეშვეობით. რიჩარდი იძულებულია ებრძოლოს ზომბებს გადარჩენისთვის. ერთ დღესაც, ინტერნეტის საშუალებით მას დაუკავშირდება სხვა გადარჩენილი, ბრიანა, რომელიც ასევე იმყოფება ლოს-ანჯელესში და ცდილობს დაუკავშირდეს გადარჩენილთა ბანაკ „ანტიოქიას“. საბოლოოდ რიჩარდი ბომბის მეშვეობით აფეთქებს ქალაქს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Movie 'Mockbusters' Put Snakes on Trains, National Public Radio, December 8, 2007.
  2. And if You Can't Catch 'Cloverfield'... დაარქივებული 2019-04-01 საიტზე Wayback Machine. by GRADY HENDRIX, The NY Sun, January 18, 2008.