მაიკლ კირკ დუგლასი (ინგლ. Michael Kirk Douglas; დ. 25 სექტემბერი, 1944) — ორი ოსკარისა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში შესრულებული როლისთვის „უოლ-სტრიტი“. იგი ცნობილი მსახიობის კირკ დუგლასის შვილია. ჰყავს სამი ძმა.

მაიკლ დუგლასი

დუგლასი 2016 წელს
დაბადების სახელი მაიკლ კირკ დუგლასი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1944 (1944-09-25) (80 წლის)
ნიუ-ბრანსუიკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
აქტიური 1966–დღემდე
მეუღლე(ები) დიანდრა ლიუკერი (1977–2000)
კათრინ ზიტა-ჯონზი
(2000–დღემდე)
მშობლები მამა: კირკ დუგლასი
დედა: დაიანა დილი
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1987 — უოლ სტრიტი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1987 — უოლ სტრიტი

სესილ ბ. დემილის ჯილდო (2004)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაიკლ დუგლასი დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუ-ბრანსუიკში, მამამისის ამერიკელი მსახიობის კირკ დუგლასისა და დედამისის ეროვნებით ბერმუდელი მსახიობის დიანა დილის ოჯახში. მისი პაპა, ჰარი დემსკი და ბებია, ბრინა დემსკი იყვნენ ებრაელი იმიგრანტები ბელორუსიიდან, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.[1] მაიკლის დედა და მისი მშობლები იყვნენ ბერმუდის კუნძულების ერთ-ერთი პროვინციის — დევონშირის მკვიდრნი.[2] 1968 წელს კონექტიკუტში სწავლობდა ჩოატეს მოსამზადებელ კოლეჯში. კალიფორნიის უნივერსიტეტში (სანტა-ბარბარა) მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის წოდება. სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში.[3]

დუგლასმა კინოკარიერა დაიწყო 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში, სადაც როლებს იღებდა ნაკლებად ცნობილ ფილმებში. პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო სერიალში „სან-ფრანცისკოს ქუჩებში“, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გადიოდა. 1975 წელს მაიკლმა კირკ დუგლასისგან მიიღო უფლება რომანის გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა ეკრანიზაციაზე, რომელიც ეგანხორციელდა იმავე წელს და ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ხუთი ჯილდო მოიპოვა. ფილმში მთავარი როლი უნდა ეთამაშა კირკ დუგლასს, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ კირკი ამ როლისთვის მეტად ხნიერია. ამრიგად ფილმში მთავარი როლი შეასრულა ჯეკ ნიკოლსონმა, რომელსაც რენდლი მაკმერფის როლის შესრულებისთვის მიენიჭა ოსკარის პრემია.

დუგლასმა 1978 წელს ითამაშა ექიმის როლი ფილმში „კომა“, ხოლო ერთი წლის შემდეგ როლი მიიღო ფილმში „ჩინური სინდრომი“, რომელიც დასახელდა, როგორც „1970-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საზრიანი ფილმი“.[3] 1984 წელს ითამაშა რომანტიკულ კომედიაში „რომანი ქვასთან“, რომელიც ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ფილმის სიკველი — „ნილოსის მარგალიტი“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმი „საბედისწერო ლტოლვა“ (1987 წ.); იმავე წელს ითამაშა ფილმში „უოლ-სტრიტი“, სადაც შეასრულა მაგნატის როლი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის დუგლასმა ოსკარი აიღო. 1989 წელს ენდი გარსიასთან და კეიტ კეპშოუსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში „შავი წვიმა“, რომლის გადაღებები ოსაკაში (იაპონია) მიმდინარეობდა.[4] დუგლასმა წარმატებული მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ძირითადი ინსტინქტი“, შერონ სტოუნთან ერთად, რომლის რეჟისორი იყო პოლ ვერჰოვენი. 1990-იან წლებში დუგლასის მნიშვნელოვანი კინოროლებია: „მხილება“, „კმარა!“, „ამერიკის პრეზიდენტი“, „მოჩვენება და სიბნელე“, „თამაში“ და „იდეალური მკვლელობა“.

მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული მხატვრული წვლილისათვის 1998 წელს დუგლასმა აიღო ჯილდო — „ბროლის გლობუსი“.[5] 2000 წელს დუგლასმა თავის მომავალ მეუღლესთან კათრინ ზიტა-ჯონზთან და ბენისიო დელ ტოროსთან ერთად ითამაშა ფილმში „ვაჭრობა“. იმავე წელს კინოკრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო შესრულებული როლისთვის ფილმში „ვუნდერკინდები“.

2010 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადეს, რომ დუგლასს ყელის კიბო აქვს. მკურნალობა ქიმიოთერაპიით და დასხივებით მიმდინარეობდა.[6] 2010 წლის 31 აგვისტოს დუგლასი გამოჩნდა დევიდ ლეტერმანის შოუში[7], სადაც დაადასტურა, რომ კიბომ მეოთხე სტადიას მიაღწია.[8] დუგლასმა კიბოს გამომწვევ მიზეზად დაასახელა ალკოჰოლიზმი, სტრესი და თამბაქოს წევა.[9] 2011 წლის იანვარს ინტერვიუს მიცემის დროს დუგლასმა განაცხადა, რომ სიმსივნე გაქრა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1969 სალამი, გმირს! Hail, Hero! კარლ დიქსონი
1970 ადამი დილის 6 საათზე Adam at Six A.M. ადამ ჯეინსი
1971 ზაფხულის ხე Summertree ჯერი
1972 ნაპოლეონი და სამანტა Napoleon and Samantha დანი
1978 კომა Coma მარკ ბელოუსი
1979 მორბენალი Running მაიკლ ანდროპოლისი
1979 ჩინური სინდრომი The China Syndrome რიჩარდ ადამსი
1980 ახლა ჩემი ჯერია It's My Turn ბენ ლევინი
1983 ვარსკვლავური პალატა The Star Chamber მოსამართლე ჰერდინი
1984 რომანი ქვასთან Romancing the Stone ჯეკ კოლტონი
1985 ნილოსის მარგალიტი The Jewel of the Nile ჯეკ კოლტონი
1987 საბედისწერო ლტოლვა Fatal Attraction დენ გალაგერი
1987 უოლ-სტრიტი Wall Street გორდონ გეკო
1989 როუზების ომი The War of the Roses ოლივერ როუზი
1989 შავი წვიმა Black Rain ნიკ კონკლინი
1989 ძირითადი ინსტინქტი Basic Instinct ნიკ კარენი
1992 სინათლე სიბნელეში Shining Through ედ ლელანდი
1993 კმარა! Falling Down უილიამ ფოსტერი
1994 მხილება Disclosure ტომ სანდერსი
1995 ამერიკის პრეზიდენტი The American President პრეზიდენტი ენდრიუ შეპერდი
1996 მოჩვენება და სიბნელე The Ghost and the Darkness ჩარლზ რემინგტონი
1997 თამაში The Game ნიკოლას ვან ორტონი
1998 იდეალური მკვლელობა A Perfect Murder სტივენ ტეილორი
2000 ვუნდერკინდები Wonder Boys გრედი ტრიპი
2000 ვაჭრობა Traffic რობერტ უეიკფილდი
2001 არაფერი არ თქვა Don't Say a Word ნათან კონრადი
2001 ღამე მაკულას ბარში One Night at McCool's მისტერ ბორმაისტერი
2003 საქორწინო წვეულება The In-Laws სტივ ტობიასი
2003 ოჯახური ფასეულობები It Runs in the Family ალექს გრომბერგი
2006 ის, მე და მისი მეგობრები You, Me and Dupree მისტერ ტომპსონი
2006 მცველი The Sentinel პიტ ჰარისონი
2007 კალიფორნიის ხელმწიფე King of California ჩარლი
2009 ყოფილი გოგონების მოჩვენებები Ghosts of Girlfriends Past უეინი
2009 გონივრულ ეჭვს მიღმა Beyond a Reasonable Doubt მარკ ჰანტერი
2009 სექსოჰოლიკი Solitary Man ბენ კალმენი
2010 უოლ-სტრიტი 2 Wall Street: Money Never Sleeps გორდონ გეკო
2013 უკანასკნელი ვეგასი Last Vegas ბილი
2013 შანდლებს მიღმა Behind the Candelabra ლიბერასი
2014 და ასე შემდეგ And So It Goes ორენი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1971 წელს ერთ-ერთი ფილმის „ზაფხულის ხე“ გადაღებების შემდეგ ხვდებოდა ბრენდა ვაკაროს, რომელთა ურთიერთობა გაგრძელდა დაახლოებით 6 წელს.[10] 1977 წლის მარტში[11] 33 წლის დუგლასი დაქორწინდა 19 წლის დიანდრა ლიუკერზე, რომელიც იყო ავსტრიელი დიპლომატის შვილი.[12] 1978 წელს მათ შეეძინათ შვილი კამერონი. 1997 წელს დიანდრა დუგლასს გაეყარა.[12] 1999 წლის მარტში დუგლასმა გაიცნო მსახიობი კათრინ ზიტა-ჯონზი, ხოლო ერთი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. ჰყავთ ორი შვილი.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Tugend, Tom (December 12, 2006). „Lucky number 90“. The Jerusalem Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 13, 2011. ციტირების თარიღი: December 12, 2006. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  2. Ancestors of Michael Kirk Douglas. Conovergenealogy.com. ციტირების თარიღი: 2009-10-17.
  3. 3.0 3.1 Edelman, Rob; Unterburger, Amy L. (Ed.) International Dictionary of Films and Filmmakers-3: Actors and Actresses (3rd Ed.), St. James Press (1997) pp. 347-348
  4. Filming locations for "Black Rain" (1989). IMDB.com.
  5. 33rd Karlovy Vary IFF Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 3, 2006. ციტირების თარიღი: September 25, 2006.
  6. „Michael Douglas to Undergo Throat Cancer Treatment“. ABC News. ციტირების თარიღი: August 16, 2010.
  7. YouTube video of Douglas on the Letterman Show
  8. Brooks, Xan (September 1, 2010). „Michael Douglas reveals his cancer has spread“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: September 1, 2010.
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-18. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  11. "Ten Most Expensive Divorce Settlements in Hollywood" დაარქივებული 2010-09-22 საიტზე Wayback Machine. , 6 May 2009
  12. 12.0 12.1 People Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-19. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  13. „Carys — a name rooted in love“. BBC News. April 22, 2003. ციტირების თარიღი: September 25, 2006.