მეტაქსია სიმონიანი

მეტაქსია სიმონიანი (დ. 21 თებერვალი, 192611 აგვისტო, 1987) — სომეხი საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი.

მეტაქსია სიმონიანი
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1926
აშხაბადი, თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 1987 (61 წლის)
ერევანი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
აქტიური 1947–1987
ჯილდოები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1981)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეტაქსია სიმონიანი დაიბადა 1926 წელს, აშხაბადში. 1933 წელს მეტაკსია სიმონიანი თავის ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ერევანში. 1948 წელს დაამთავრა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუი. ამავე წელს მიწვეული იქნა სუნდუკიანის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1968 წლიდან ასწავლიდა ერევანში სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში.

სწავლის პერიოდში ითამაშა კატერინას (ფიოდორ სოლოგოდის „მოტაცებული პენი“) და ანანაის (გაბრიელ სუნდუკიანის „კიდევ ერთხელ, სხვა მსხვერპლი“[1]) როლები.

მისი ერთ-ერთი პირველი დასამახსოვრებელი როლებია არმანუში (გრიგორ ტერ-გრიგორიანის ეს ვარსკვლავები ჩვენია; სსრკ-ის სახელმწიფო პრიზი, 1950), ნინა (მიხეილ ლერმონტოვის მასკარადი) და არბენინი (ვაჰრამ პაპაზიანი).

სიმონიანმა სომხურ თეატრში არუს ვოსკაკიანისა და რუზანა ვარდანიანის ტრადიციები გააგრძელა. ის თამაშობდა როგორც სომეხი, ისევე რუსი და დასავლეთ ევროპელი მწერლების მიერ დადგმულ სპექტაკლებში. თამაშობდა როგორც კომიკურ, ისე ტრაგიკულ როლებს. მეტაკსია სიმონიანი მრავალი ათული წლის მანძილზე არაერთ სპექტაკლში თამაშობდა მთავარ როლებს. უთამაშია ისეთი პერსონაჟები, როგორებიცაა: შურა (მაქსიმ გორკის „ეგორ ბულიჩოვი და სხვები“), დეზდემონა, ჯულიეტა, კორდელია (უილიამ შექსპირის ოტელო,[2] რომეო და ჯულიეტა, მეფე ლირი), სუსანა (შირვანზადეს ნამუსი). ამის შემდეგ ითამაშა ჰუდიტის კარლ გუცკოვის), ურიელ აკოსტას, ნუდარის (ნაირი ზარიანის ლამაზი არა), კატერინ ლეფიე (ვიქტორიან სარდუ და მადამ სან ჟენ ეზეზიპ მორო), მართა (ედუარდ ალბის ვის ეშინია ვირჯინია ვულფის, უკანასაკნელი როლი) და სხვ.

სიმონიანმა აგრეთვე ითამაშა ანასტასია ფილიპოვნას (ფიოდორ დოსტოევსკის რომანი „იდიოტი“). ითამაშა შირვანზადეს პოემაში „ნამუსი“,[3] რომელშიც მოთხრობილია ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, სეირანისა და სუსანას შესახებ, ისტორია პატრიარქალური წეს-წყობილების გამო ტრაგიკულად სრულდება. ამ სპექტაკლში სიმონიანი სუსანას როლს თამაშობდა. გარდა თატრალური როლებისა სიმონიანს არაერთხელ უთამაშია კინოში. (ანაჰიტი, 1947, „გოგონა არარატის ველიდან“, 1949, „ვისთანაც ცხოვრება იღიმის“, 1957, „ნახტომი უფსკრულზე“, 1959, „წყლის ამოსვლა“, 1962 წელს, კამოს უკანასკნელი სიგელი, 1973, საიათნოვა, 1960' და სხვ.). სიმონიანი გამოდიოდა მოსკოვში, ბაქოში, ერევანში, ბეირუთში, თბილისში, დამასკოში და სხვ.

გარდაიცვალა 1987 წლის 11 აგვისტოს, ერევანში, სომხეთის სსრ-ში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sundukyan, Gabriel (1902) "Once again another victim", 2-nd, Mikaelyan street: "M. Martirosyants" Press, გვ. 168. 
  2. Shakespeare, William (2011) "Othello". Simon and Schuster, გვ. 368. 
  3. Shirvanzade, Alexander (1979) "Namus". Soviet writer, გვ. 381.