მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან მესტიის გერბი)

მესტიის მუნიციპალიტეტის გერბიმესტიის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს, № 43 დადგენილებით.

მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი მესტია

აღწერილობა

რედაქტირება

გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 4 ნაწილად (ველად).

  • I ნაწილი — მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარიანი, ქვეითი წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით;
  • II ნაწილი — ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძის ტყავი;
  • III ნაწილი — ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით, ხოლო ზედა ნაწილი ლაჟვარდის ფერია;
  • IV ნაწილი — მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის სახლი და კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი, ხოლო მარცხნივ - ზეაღმართული ოქროს ხმალი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჯვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „მესტია“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება