კვერთხი
კვერთხი — სპეციალური ჯოხი. უმაღლესი იერარქის რეგალია, სამწყემსო მსახურების ნიშანი, რომელიც ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ. ამზადებენ ძვლის, ხის ან ლითონისაგან. სასულიერო პირები კვერთხს ატარებდნენ, ძველი აღთქმის პერიოდშიც და იგი მიიჩნეოდა მნიშვნელოვან აქსესუარად.
მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი ფარაზე. სახარებაში თავად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. მღვდელმთავარს კვერთხი გადაეცემა ეპისკოპოსად კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ. იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და იღუმენს.
სამღვდელმთავრო კვერთხი ორნაირია, ყოველდღიური და საღვთისმსახურო: ყოველდღიური კვერთხი უფრო სადაა და უმეტესად შავი ფერის, რომელსაც ეკლესიის გარეთ ატარებს მღვდელმთავარი. ხოლო ტაძარში შესვლისთანავე გამოართმევენ ყოველდღიურ კვერთხს, შემოსავენ მანტიით და მისცემენ განსხვავებულ, გამშვენებულ საღვთისმსახურო კვერთხს, რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება.
სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სამღვდელმთავრო კვერთხზე მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.
- ა. ელერდაშვილი, „უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი“, I-ლი გამოც. თბილისი, 2006 წ.