მესოპოტამია (რომის პროვინცია)
მესოპოტამია — რომის პროვინციის სახელწოდება, თავდაპირველად, რომის იმპერატორ ტრაიანეს მცირეხნიანი წარმონაქმნი 116–117 წლებში, ხოლო მოგვიანებით, ხელახლა დააარსა იმპერატორმა სეპტიმიუს სევერურსმა დაახლოებით 198 წელს. შემდგომში, პროვინციაზე კონტროლის დამყარების მიზნით რომაელები და სასანიანთა იმპერია იბრძოდნენ, სანამ მუსლიმების დაპყრობები დაიწყებოდა მე-7 საუკუნეში.
მესოპოტამიის პროვინცია ἐπαρχία Μεσοποταμίας რომის იმპერიის პროვინცია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
მესოპოტამიის პროვინცია რომის იმპერიის ფარგლებში | ||||
დედაქალაქი | ამიდა, დარა, ნისიბისი | |||
მემკვიდრეები | ||||
← პართიის იმპერია რაშიდუნის სახალიფო → |
ტრაიანეს პროვინცია
რედაქტირება113 წელს, რომის იმპერატორმა ტრაიანემ (მეფ. 98–117 წწ.) წამოიწყო ომი პართიის იმპერიასთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო რომის მოწინააღმდეგე აღმასავლეთის მიმართულებით. 114 წელს დაიპყრო სომხეთი, რომელიც პროვინციად გადააკეთა და 115 წლისთვის შეიჭრა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ეს უკანასკნელიც გადაკეთდა პროვინციად 116 წლის დასაწყისში, როდესაც ამ მოვლენის აღსანიშნავად მოიჭრა მონეტები.[1]
მოგვიანებით იმავე წელს, ტრაიანე გაემართა ცეტრალური და სამხრეთ მესოპოტამიისკენ (გააფართოვა და სრულყო მესოპოტამიის პროვინცია) და მდინარე ტიგროსიდან ადიაბენეს გასწვრივ, რომელიც შეიყვანა რომის კიდევ ერთი პროვინციის, ასურეთის შემადგენლობაში.[2] მაგრამ, იგი ამით არ დაკმაყოფილებულა. 116 წლის ბოლო თვეებში, დაიპყრო სპარსული ქალაქი სუზა და დაამხო პართიის მეფე ოროზი, ხოლო პართამასპატესი დანიშნა პართიის ტახტის მარიონეტად. რომის იმპერია აღარასდროს დაწინაურებულა ასე შორს აღმოსავლეთით.
როგორც კი ტრაიანე გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრემ, ადრიანემ (მეფ. 117–138 წწ.) უარი თქვა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით დაპყრობებზე, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა რომის იმპერიის სამხრეთი საზღვარი.[3][4]
სევერუსის პროვინცია
რედაქტირებალუციუს ვერუსის ლაშქრობა
რედაქტირებაჩრდილოეთ მესოპოტამია, მათ შორის, ოსროჰენა, კიდევ ერთხელ მოექცა რომაელების კონტროლის ქვეშ ლუციუს ვერუსის ექსპედიციის დროს 161–166 წლებში, მაგრამ ფორმალურად აღარ ფორმირდა პროვინციების სახით; ამის ნაცვლად, ისინი დაექვემდებარნენ ადგილობრივ სავაჭრო მმართველებს, თუმცა რომაული გარნიზონები შენარჩუნდა, განსაკუთრებით, ნისიბისში.
ხუთი იმპერატორის წელიწადი
რედაქტირებამართველობას საფრთხე დაემუქრა 195 წელს, სეპტიმიუს სევერუსსა (მეფ. 193–211 წწ.) და უზურპატორ პესცენიუს ნიგერს შორის გამართული სამოქალაქო ომის დროს, როცა აჯანყებულები შეიჭრნენ ტერიტორიაზე და ნისიბისი ალყაში მოაქციეს.[5][6]
სევერუსის დაპყრობები
რედაქტირებაშემდეგ, სევერუსმა წამოიწყო ომი პართიის წინააღმდეგ, რომელიც წარმატებით დაასრულა და პართიის დედაქალაქი ქტესიფონი გაძარცვა. ტრაიანეს მიბაძვით, სევერუსმა შექმნა მესოპოტამიის პროვინცია 198 წელს, რომელშიც შევიდა ნისიბისი. ნისიბისმა მოიპოვა სრული კოლონიისა და მესოპოტამიის დედაქალაქის სტატუსი.[7][8]
ტრაიანეს პროვინციისგან განსხვავებით, რომელიც გადაჭიმული იყო რომაელების მიერ დაპყრობილ მესოპოტამიაზე, ევფრატსა და ტიგროსის მდინარეებს შორის, ახალი პროვინციის საზღვარი სრულდებოდა სამხრეთით ოსროჰენაში, ჩრდილოეთით ევფრატსა და ტიგროსში და აღმოსავლეთით მდინარე ჩაბორასთან (თანამედროვე ხაბური).[9]
სასაზღვრო კონფლიქტი
რედაქტირებამისი არსებობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, პროვინცია დავის საგნად დარჩება რომაელებსა და აღმოსავლეთ მეზობლებს შორის, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ რომაულ-სპარსულ ომებში. მას შემდეგ, რაც ექვსი იმპერატორის წელიწადს მოჰყვა არეულობა 239–243 წლებში, ახალი სასანიდური იმპერიის დამფუძნებელი არდაშირი (მეფ. 224–241 წწ.), რომელმაც მარიბუნდის პართიელები ჩაანაცვლა, თავს დაესხა და ააოხრა ტერიტორია, მაგრამ ტერიტორია აღადგინა ტიმესითეუსმა, სანამ გარდაიცვლებოდა 243 წელს.[10] 250-იან წლებში, სპარსელი შაჰი შაპურ I (მეფ. დაახ. 240–270 წწ.) თავს დაესხა მესოპოტამიას და იბრძოლა რომის იმპერატორის, ვალერიანეს წინააღმდეგ (მეფ. 253–260 წწ.), რომელიც შეიპყრო ედესაში 260 წელს.[11] მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს, პალმირელი ოდაენათუსი შაპურს შეებრძოლა, რომელიც საბოლოოდ უკუიქცა.[12]
დიოკლეტიანე-კონსტანტინეს რეორგანიზაცია
რედაქტირებადიოკლეტიანეს (მეფ. 284–305 წწ.) და კონსტანტინე I–ის (მეფ. 306–337 წწ.) რეფორმების შედეგად, იგი გახდა აღმოსავლეთის ეპარქიის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, დაექვემდებარა აღმოსავლეთის პრეტორიანულ პრეფექტურას.
ნისიბისი და სინგარა, დიოკლიტიანეს მიერ დაპყრობილ ადიაბენეს ტერიტორიასთან ერთად, დაიკარგა იულიანეს სპარსული ექსპედიციის დროს 363 წელს და დედაქალაქი გადაიტანეს ამიდაში, მაშინ, როცა სამხედრო მეთაურის ადგილი (ლათ. The dux Mesopotamiae) მდებარეობდა კონსტანტინაში. სხვა ქალაქები მოიცავდა მარტიროპოლისი და კეპჰასი.[9]
გვიან რომაული / ადრეული ბიზანტიური მესოპოტამია
რედაქტირებამას შემდეგ, რაც რომაული ძალები წააწყდნენ პრობლემებს 502–506 წლების ანასტასიანის ომში, აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა ანასტასიოს I (მეფ. 491–518 წწ.) ააგო დარას ციხესიმაგრე, როგორც ნისიბისის ალტერნატივა და როგორც სამხედრო მეთაურისთვის განკუთვნილი ახალი ბაზა.
იუსტინიანე I-ის (მეფ. 527–565 წწ.) რეფორმების დროს, პროვინცია გაიყო რამდენიმე ნაწილად: ჩრდილოეთ რაიონები მარტილოპოლისთან ერთად გადაეცა სომხეთის ახალ პროვინციას, ხოლო დარჩენილი ნაწილი გაიყო სამოქალაქო და საეკლესიო რაიონებად, ერთი (ტიგროსის სამხრეთი რეგიონი) ამიდას დედაქალაქთან ერთად და მეორე (ტურ აბდინის რეგიონი) დარას დედაქალაქთან ერთად.[9] პროვინცია მძიმედ დაზარალდა სპარსეთთან თითქმის გამუდმებული ომის გამო მე-6 საუკუნეში. 573 წელს, სპარსელებმა დარაც კი დაიკავეს, თუმცა აღმოსავლეთ რომაელებმა ის აღადგინეს მშვიდობიანობის დროს 591 წელს. პროვინცია კიდევ ერთხელ გადავიდა სპარსეთის ხელში დიდი ომის დროს 602–628 წლებში, ხოლო 633–640 წლებში წარმოებულ მუსლიმების დაპყრობით ომებს პროვინციის სამუდამოდ დაკარგვა მოჰყვა.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bennett (1997), pp. 196, 198–199
- ↑ Bennett (1997), p. 201
- ↑ Bennett (1997), pp. 206–207
- ↑ Mommsen, Dickson & Haverfield (2004), p. 72
- ↑ Mommsen, Dickson & Haverfield (2004), pp. 77–78
- ↑ Southern (2001), p. 33
- ↑ Mommsen, Dickson & Haverfield (2004), pp. 78–79
- ↑ Southern (2001), p. 42
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Kazhdan (1991), p. 1348
- ↑ Southern (2001), p. 70–71
- ↑ Mommsen, Dickson & Haverfield (2004), p. 100
- ↑ Mommsen, Dickson & Haverfield (2004), pp. 103–104
ლიტერატურა
რედაქტირება- Bennett, Julian (1997). Trajan: Optimus Princeps. Routledge. ISBN 0-415-16524-5.
- Kazhdan, Alexander, ed. (1991). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- Mommsen, Theodor; Dickson, William Purdie; Haverfield, Francis (2004). The provinces of the Roman Empire: from Caesar to Diocletian, Vol. II. Gorgias Press LLC. ISBN 978-1-59333-026-2. [dead link]
- Southern, Pat (2001). The Roman Empire from Severus to Constantine. Routledge. ISBN 978-0-203-45159-5.