მთავარი მენიუს გახსნა

პუბლიუს ლიცინიუს ვალერიუს ვალერიანე (ლათ. Publius Aurelius Licinius Valerius Valerianus; დ. 193, 195 ან 200 — გ. 260 ან 264) — რომის იმპერატორი 253 წლის 22 ოქტომბრიდან სიკვდილამდე. წარმოშობით წარჩინებული გვარიდან იყო. ალექსანდრე სევერუსის მმართველობის დროს, 238 წელს იკავებდა პრინცეპსის თანამდებობას. მოგვიანებით, იმპერატორმა დეციუსმა მას შესთავაზა ცენზორის პოსტი, მაგრამ ვალერიანემ უარი განაცხადა. 258 წელს იმპერატორმა ტრებონიანემ გამოიძახა დასახმარებლად ემილიანუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გადატრიალების მოწყობას აპირებდა. ვალერიანეს ლეგიონებმა, თავის მხრივ, იმპერატორად საკუთარი მხედართმთავარი გამოაცხადეს. ტრებონიანესა და ემილიანუსის დაღუპვის შემდეგ, ყველა ლეგიონმა ერთახმად აირჩიეს ვალერიანე რომის იმპერატორის თანამდებობაზე. მისი ვაჟი, გალიენუსი თანამმართველად გამოცხადდა. ზეობის დროს ვალერიანე სამგზის იყო კონსული: 254, 255 და 257 წლებში. აღმოჩნდა საგარეო და საშინაო პრობლემებში: ქვეყანაში მძვინვარებდა ჭირი; იტალიის მოსაზღვრე ოლქებს ალემანები აოხრებდნენ; დაკიაში, მეზიასა და მცირე აზიაში დამკვიდრდნენ გუთები; აღოსავლეთ პროვინციებს სპარსეთის შაჰი შაპურ I შეესია. დევნიდა ქრისტიანებს. სიკვდილით დასაჯა სიქსტუს II, სტეფანე I და სხვ. 259 წლიდან დაუპირისპირდა შაპურს, რომელმაც 260 წელს დაამარცხა იგი ედესის ბრძოლაში, თვითონ ვალერიანე კი ტყვედ ჩაიგდო და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯა.

ვალერიანე
Publius Aurelius Licinius Valerius Valerianus
INC-1858-a Ауреус Валериан I ок. 256-257 гг. (аверс).png
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 253
მმართ. დასასრული: 260
წინამორბედი: ემილიანუსი
მემკვიდრე: გალიენუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 193200
გარდ. თარიღი: 260 (ან 264)
მეუღლე: მარინიანი
შვილები: გალიენუსი, ლიცინიუს ვალერიანე

ლიტერატურარედაქტირება

  • Валериан, Публий Аврелий Лициний Валерий // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.