დაკია
დაკია (ლათ. Dacia) — ისტორიული მხარე რომის იმპერიის დროს, რომელიც ტისს, დუნაის, დნესტრსა და კარპატებს შორის იყო მოქცეული.
ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ჩვეულებრივ, თრაკიულ-გეტურ ტომებს მიაკუთვნებენ. რომის საზღვრებზე ხშირი თავდასხმების (დეცებალის მფარველობის ქვეშ იმპერატორ დომიციანეს დროს) გამო მათ ტრაიანესთან გამანადგურებელი ბრძოლა მოუხდათ. ორმა ლაშქრობამ (101-102 და 105-107 წლებში) დაკები გატეხა. მათი მთავარი ქალაქი სარზეგეტუზა რომაელებმა აიღეს, ქვეყნის დიდი ნაწილი კი იმპერიის ფარგლებში მოაქციეს.
რომის ბატონობის ქვეშ დაკია თავიდან აყვავდა და ტრანსილვანიის მთებში ოქროს საბადოების სიმრავლით განსაკუთრებული მნიშვნელობაც მოიპოვა. თავისუფალი დაკები ქვეყნის მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეში იყვნენ დარჩენილნი. III ასწლეულის შუა ხანებიდან დაკიაში გერმანელებმა იწყეს ჩასახლება. 270 წელს აურელიუსმა დაკია ბედის ანაბარა მიატოვა, რომის ჯარი დუნაიზე ხიდით გადაიყვანა მიუზიის პროვინციის შუაგულში. ამის მერე ამ მხარეს Dacia ripensis (სანაპირო დაკია) და Dacia mediterranea (ხმელთაშუა დაკია) ეწოდა.
ბოლო დროს თანამედროვე რუმინელების წარმოშობის შესახებ გაცხოველებული კამათი მიმდინარეობს, რომელთაც ადრე ყველა რომანიზებული დაკების შთამომავლებად მიიჩნევდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პტოლემეოსის გეოგრაფია, III წიგნი, V თავი
- UNRV დაკიის სტატია
- www.fectio.org.uk - დაკიურ გვიან რომაული სამხედრო სტანდარტები
- www.stoa.org/trajan დაარქივებული 2004-10-11 საიტზე Wayback Machine. - დაკიური ომი
- დაკია მონეტებზე.
- დაკიური მონტები