ბურებისტა
ბურებისტა — დაკიის მეფე ძვ. წ. 82-44 წლებში.
ბურებისტა | |
---|---|
Burebista | |
ბურებისტას ძეგლი ქალაქ კერელაშში | |
დაკიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 82 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 44 |
წინამორბედი: | დალიკსი |
მემკვიდრე: | კომოსიკი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 44 |
ძვ. წ. I საუკუნეში დაკების ტომებმა განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწიეს. გადავიდნენ ვაჭრობბაზე დამყარებულ მეურნეობის ახალ ტიპზე. ბერძნებთან მჭიდრო კავშირებმა განაპირობა ტომების გაერთიანება. გაერთიანების სხვა მიზეზად ითვლება თავდასხმების საფრთხე. დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით გაძლიერდნენ კელტები. აღმოსავლეთიდან სკვითები და სარმატები ახდენდნენ გავლენას დაკების ტერიტორიაზე. თუმცა ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი გახდა რომაელტა დაპყრობები, რომლებიც საბერძნეთ-მაკედონიის შემდეგ გაუმეზობლდნენ დაკებს. ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა დაკების გაერთიანება ბურებისტას მმართველობის პერიოდში. მისი გაერთიანებული სახელმწიფო მთლიანად მოიცავდა თანამედროვე რუმინეთისა და მოლდოვის ტერიტორიებს.
სტრაბონის ცნობის მიხედვით ბურებისტა გარდაიცვალა ლაშქრობის დროს. ბურებისტას გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ოთხ ნაწილად დაიყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გაძლიერება დაიწყო ერთი საუკუნის შემდეგ გამეფებულმა დეცებალუსმა, თუმცა შექმნილი გარე პოლიტიკური სიტუაციის გამო დაკია რომის პროვინციად იქცა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Searchable Greek Inscriptions at The Packard Humanities Institute (PHI) - Burebista and Argedava segment from Decree of Dionysopolis reviewed in Inscriptiones graecae in Bulgaria repertae by Georgi Mihailov
- A fost Argedava (Popesti) resedinta statului geto-dac condus de Burebista?