მესიე 110
მესიე 110, აგრეთვე ცნობილი როგორც NGC 205 — ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა, ანდრომედას გალაქტიკის თანამგზავრი.[3] შეიცავს გარკვეული ოდენობის მტვერს, აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი, რაც როგორც წესი, ჯუჯა გალაქტიკებისათვის იშვიათი მოვლენაა.[3]
გალაქტიკა | |
---|---|
აღმოჩენის ისტორია | |
აღმომჩენი | კაროლინ ჰერშელი |
აღმოჩენის თარიღი | 1783 |
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
თანავარსკვლავედი | ანდრომედას თანავარსკვლავედი |
პირდაპირი ასვლა | 00სთ 40წთ 22.1წმ[2] |
დახრილობა | +41° 41′ 07″ |
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV | 8.92 |
მახასიათებლები | |
ტიპი | E5 |
მანძილი | 2,690 მლნ სინ. წელი |
რადიუსი | სინ. წელი |
ისტორია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ეს გალაქტიკა თავის ცნობილ კატალოგში შარლ მესიეს არასოდეს შეუტანია, პირველად იგი M32-თან ერთად მან გამოსახა, ანდრომედას გალაქტიკის ნახატზე. ნახატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ მესიეს NGC 205 პირველად 1773 წლის 10 აგვისტოს შეუნიშნავს.[4] 1783 წლის 27 აგვისტოს, გალაქტიკა მესიესგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კაროლინ ჰერშელმა. მისი აღმოჩენა 1785 წელს მისმა ძმამ, უილიამ ჰერშელმა აღწერა.[4] მესიეს ობიექტთა სიაში გალაქტიკა 1967 წელს კენეთ გლინის შეთავაზების შედეგად შევიდა.[5]
ამ გალაქტიკაში დაფიქსირებულია რამდენიმე ახალი ვარსკვლავი (ნოვა), რომელთა შორის ერთ-ერთი 1999 წელს აღმოაჩინეს,[6] მეორე კი 2002 წელს; ამ ვარსკვლავს (EQ J004015.8+414420) იმავე წელს Sloan Digital Sky Survey-მ ფოტოც გადაუღო.[7]
M32-ისგან განსხვავებით, NGC 205-ის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობა არ შეინიშნება.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Messier 110 data sheet, altitude charts, sky map and related objects დაარქივებული 2013-10-16 საიტზე Wayback Machine. - Deep Sky Objects Browser
- Messier 110 amateur astrophotography[მკვდარი ბმული] - Deep Sky Objects Browser
- SEDS: Elliptical Galaxy M110
- Fohring, Dora; Merrifield, Michael. M110 – Dwarf Galaxy. Deep Space Videos. Brady Haran.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A.W. McConnachie; M.J. Irwin; A.M.N. Ferguson; R.A. Ibata; G.F. Lewis; N. Tanvir (2005). „Distances and metallicities for 17 Local Group galaxies“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 356 (4): 979–997. arXiv:astro-ph/0410489. Bibcode:2005MNRAS.356..979M. doi:10.1111/j.1365-2966.2004.08514.x.
- ↑ NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 205. ციტირების თარიღი: 2006-11-29.
- ↑ 3.0 3.1 A. Sandage (1994). Carnegie Atlas of Galaxies. Carnegie Institution of Washington. ISBN 0-87279-667-1.
- ↑ 4.0 4.1 K.G. Jones (1991). Messier's Nebulae and Star Clusters, 2nd, Cambridge University Press. ISBN 0-521-37079-5.
- ↑ K.G. Jones (1967). „Some New Notes on Messier's Catalogue“. Sky & Telescope. 33: 156–158. Bibcode:1967S&T....33..156J.
- ↑ van den Bergh, S. (2000). „Updated Information on the Local Group“. Publications of the Astronomical Society of the Pacific. 112 (770): 529–536. arXiv:astro-ph/0001040. Bibcode:2000PASP..112..529V. doi:10.1086/316548.
- ↑ "Forum di Astronomia Amatoriale Italiano".
- ↑ Valluri, M.; Ferrarese, L.; Merritt, D.; Joseph, C.J. (2005). „The Low End of the Supermassive Black Hole Mass Function: Constraining the Mass of a Nuclear Black Hole in NGC 205 via Stellar Kinematics“. Astrophysical Journal. 628 (1): 137–152. arXiv:astro-ph/0502493. Bibcode:2005ApJ...628..137V. doi:10.1086/430752.