ანდრომედეს გალაქტიკა
ანდრომედეს გალაქტიკა (ანდრომედეს ნისლეული, M31, NGC 224, PGC 2557) — სპირალური გალაქტიკა, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება დედამიწიდან, ანდრომედეს თანავარსკვლავედში. ის ასევე ცნობილია, როგორც "მესიე 31", M31 ან NGC 224. ანდრომედე ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედეს ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკასთან მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედეს თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი მითოლოგიური პრინცესა ანდრომედესგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "ადგილობრივ ჯგუფში", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს "ირმის ნახტომს" და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედე უდიდესია "ადგილობრივ ჯგუფში", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ ბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი ვარსკვლავი: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარდ მნათობს.
ანდრომედეს გალაქტიკა (ავტორი: დავით დვალი, გადაღებულია თბილისიდან) | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | ანდრომედე |
პირდაპირი ასვლა: | 00სთ 42წთ 44,3წმ |
დახრილობა: | 41გრად 16მინ 9სეკ |
წითელი წანაცვლება: | z = −0.001 (ნიშანი მინუსი მიუთითებს იისფერ წანაცვლებაზე) |
მანძილი: | 2.5 მილიონი სინათლის წელიწადი |
მასა: | 1×1012 M☉ |
სპექტრული ტიპი: | SA(s)b |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 3,44 |
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: | 3,44 |
ანდრომედეს გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1×1011 მზის მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, "ირმის ნახტომი" და ანდრომედე დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ "ირმის ნახტომი" ანდრომედეს მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება.
დაკვირვებების ისტორია
რედაქტირებასპარსელმა ასტრონომმა აბდ ალ-რაჰმან ალ-სუფიმ თავის წიგნში (Book of Fixed Stars - მოწესრიგებული ვარსკვლავების წიგნი) დაწერა პატარა მონაკვეთი მიჯაჭვულ თანავარსკვლავედზე, რომელიც "პატარა ნისლეულად" მოიხსენია. იმ პერიოდის ვარსკვლავურმა რუკებმა მონიშნა, როგორც "პატარა ნისლეული". ამ ობიექტის პირველი აღწერა, რომელიც დაფუძნებული იყო ტელესკოპით დაკვირვებაზე, მოგვცა გერმანელმა ასტრონომმა სიმონ მერიუსმა, 1612 წლის 15 დეკემბერს. ჩარლზ მესიერმა ანდრომედე თავის კატალოგში შეიტანა, როგორც ობიექტი M31 1764 წელს და შეცდომით მოიხსენია მერიუსი, როგორც აღმომჩენი. სინამდვილეში, უფრო ადრეულ წლებში ეს ობიექტი ალ-სუფიმ აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი ჩარლზმა არ მოიხსენია. 1785 წელს, ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა შენიშნა მკრთალი მოწითალო ფერი M31-ის ბირთვთან. მან დაიჯერა, რომ ის იყო უახლოესი "დიდებულ ნისლეულთა" შორის, მაგრამ მან ვერ გააანალიზა, რომ ეს ობიექტი 2000-ჯერ შორს, იყო ვიდრე "სირიუსი".
1864 წელს, უილიამ ჰიუგინსი დააკვირდა M31-ის სპექტრს და შენიშნა, რომ ის განსხვავდება გაზური ნისლეულისგან. M31-ის სპექტრმა გამოსახა სიხშირეების მთლიანი გარემო, რაც დაეხმარა მეცნიერს ობიექტის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრაში. ანდრომედეს ნისლეულის სპექტრი ძალიან ემთხვეოდა ინდივიდუალური ვარსკვლავების სპექტრს და აქედან დაასკვნეს, რომ მას უნდა ჰქონოდა ვარსკვლავური ბუნება. 1885-ში, ანდრომედეში დაინახეს სუპერნოვა (ცნობილია, როგორც S Andromedae) და პირველად მას აკვირდებოდნენ, როგორც გალაქტიკას. იმ დროისთვის, M31 მიჩნეული იყო, როგორც უახლოესი ობიექტი.
ანდრომედეს პირველი ფოტო-სურათები გადაიღო 1887 წელს ისააკ რობერტსმა თავისი პირადი ობსერვატორიიდან, რომელიც ინგლისში, კერძოდ კი სუსექსში მდებარეობდა. დიდხნიანმა ექსპოზიციამ საშუალება მისცა მეცნიერს, ისტორიაში პირველად დაენახა გალაქტიკის სპირალური სტრუქტურა. თუმცა, იმ დროისთვის ეს ობიექტი მაინც მიჩნეული იყო, როგორც ნისლეული ჩვენს გალაქტიკაში და მეცნიერმა არასწორად დაიჯერა, რომ M31 მსგავსი სპირალური ნისლეული სინამდვილეში ვარსკვლავური სისტემები იყვნენ, რომელსაც ჰყავდათ პლანეტები გარშემო თავიანთი თანამგზავრებით. ამ ობიექტის სიჩქარე ჩვენს მზის სისტემის მიმართ 1912 წელს გაზომა ვესტო სლიფერმა ლოუელის ობსერვატორიაში, სპექტროსკოპის გამოყენებით. შედეგი იყო იმ დროისთვის რეკორდული სიჩქარე - 300 კმ/წმ. ანდრომედე მზის მიმართულებით მოდიოდა ამ სიჩქარით.
კუნძულისებრი სამყარო
რედაქტირება1917 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ჰებერ კერტისმა M31-ში სუპერნოვა დაინახა. სხვა ფოტოების მიღების შემდეგ, მეცნიერმა 11 ახალი სუპერნოვა აღმოაჩინა. კერტისმა შენიშნა, რომ ეს სუპერნოვები, საშუალოდ, 10 მაგნიტუდით მკრთალი იყო, ვიდრე სხვები, რომელიც ცის სხვა ადგილებში ხდებოდა. შედეგად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ობიექტი დაშორებულია 500 000 სინათლის წელიწადით (3,2×1010 ა.ე.). ის გახდა ე.წ. "კუნძულისებრი სამყაროს" ჰიპოთეზის დამცველი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ სპირალური ნისლეულები სინამდვილეში დამოუკიდებელი გალაქტიკები იყვნენ.
1920 წელს, "დიდი დებატები" გაჩნდა კერტისსა და ჰერლოუ შეფლის შორის. ისინი კამათობდნენ "ირმის ნახტომის", სპირალური ნისლეულების, და სამყაროს განზომილებების შესახებ. კერტისს რომ დაემტკიცებინა, რომ "დიდებული ანდრომედეს ნისლეული" იყო სხვა გალაქტიკა, მან ასევე ახსენა ბნელი ბილიკების სტრუქტურა, რომელიც ძალიან ჰგავდა მტვრის ღრუბლებს ჩვენ გალაქტიკაში, ისევე როგორც დოპლერის ეფექტი (წითელი წანაცვლება). 1922 წელს, ერნსტ ოპიკმა წამოაყენა ძალიან ელეგანტური და უბრალო მეთოდი M31-მდე მანძილის დასადგენად. მიღებულმა შედეგმა, ანდრომედეს ნისლეული ჩვენი გალაქტიკიდან "გააგდო" დაახლოებით 450 000 პარსეკამდე, რომელიც დაახლოებით არის 1 500 000 სინათლის წელიწადი (ანუ აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით შორს იყო). ედვინ ჰაბლმა წარმოქმნა დებატები 1925 წელს, როდესაც მან M31-ის ასტრონომიულ ფოტოებზე ამოიცნო ექსტრაგალაქტიკური "ცეფეიდები" (ცვალებადი ნათობის მქონე ვარსკვლავები) . ეს ფოტოები მიიღეს 2,5 მეტრი დიამეტრის სარკიანი "ჰუკერის ტელესკოპიდან". ამ ტელესკოპმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ ანდრომედემდე მანძილი. ჰაბლის გაზომვებმა და კვლევებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს ობიექტი არ იყო ვარსკვლავთგროვა ან გაზი ჩვენს გალაქტიკაში. ის იყო სრულიად სხვა გალაქტიკა, რომელიც დიდი მანძილითაა ჩვენგან დაშორებული. რადგანაც M31 უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, ის მნიშვნელოვან რილს თამაშობს გალაქტიკების შესწავლაში. 1943 წელს უალტერ ბაადე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გადაჭრა ვარსკვლავების პრობლემა ანდრომედეს ცენტრალურ რეგიონში. თავის დაკვირვებებით, მან შეძლო განესხვავებინა ვარსკვლავების ორი "დასახლება," რომელიც დაფუძნებული იყო ამ ვარსკვლავების მეტალური მდგომარეობაზე. მან "ახალგაზრდა" უწოდა მაღალი სიჩქარის ვარსკვლავები "I ტიპის დისკოში," ხოლო "მოხუცი" - წითელ ვარსკვლავებს "II ტიპის ბალჯში." ეს ნომენკლატურა შემდგომში გამოიყენეს "ირმის ნახტომში" (და არა მარტო) არსებული ვარსკვლავების შესწავლისთვის (ორი "დასახლების" არსებობა უფრო ადრე შეამჩნია იან ურტმა. დოქტორმა ბაადემ ასევე აღმოაჩინა, რომ არსებობდა ორი ტიპის "ცვალებადი ცეფეიდები", რომელმაც შედეგი გამოიღო M31-მდე მანძილის გაორმაგებაში, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში.
რადიო გამოსხივებები ანდრომედედან პირველად დააფიქირეს ჰენბარი ბრაუნმა და კირილ ჰაზარდმა Jodrell Bank Observatory-ში 218 ფუტიანი "ტრანზიტული ტელესკოპის" გამოყენებით. მათ ამის შესახებ 1950 წელს განაცხადეს. გალაქტიკის პირველი რადიო რუკები შექმნეს ჯონ ბოლდვინმა და მისმა თანამშრომლებმა "კემბრიჯის რადიო ასტრონომიის ჯგუფიდან." ანდრომედეს გალაქტიკის ბირთვს რადიოასტრონომიის კატალოგში - 2C მოიხსენიებენ, როგორც 2C 56. 2009 წელს ამ გალაქტიკაში მეცნიერებმა პლანეტა შეამჩნიეს მიკროლინზირების მეთოდით, მაგრამ ის ჯერ კანდიდატი პლანეტაა და პლანეტად აღიარების მოლოდინშია.
წარმომავლობა
რედაქტირებაასტრონომიის მკვლევართა ჯგუფის თანახმად, რომელმაც 2010 წელს გააკეთა განცხადება, M31-ის ფორმირება მოხდა ორი შედარებით პატარა გალაქტიკის შეჯახების შედეგად, დაახლოებით 5-9 მილიარდი წლის წინ.
ბოლო დროს ჩატარებული გაზომვები
რედაქტირებასულ ცოტა 4 განსხვავებული ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო ანდრომედემდე მანძილის დასადგენად. 2003 წელს, ინფრაწითელი ზედაპირის სიკაშკაშის ფლუქტუაციების (ი-ზსფ) და სხვა მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ანდრომედემდე შეაფასეს მანძილი და აღმოჩნდა დაახლოებით 2,57 ± 0.06 მეგასინათლის წელიწადი (790 ± 18 კილოპარსეკი. ამავე წელს, ცვლადი ცეფეიდების გამოყენებით, ამ გალაქტიკამდე მანძილი 2.51 ± 0.13 მეგასინათლის წელიწადი იყო. 2005 წელს, ასტრონომთა ჯგუფმა იგნასი რიბასის ჩათვლით და მათ კოლეგებმა განაცხადეს დაბნელებადი ორმაგი ვარსკვლავური სისტემის ანდრომედეში აღმოჩენის შესახებ. ორმაგი სისტემა სახელად M31VJ00443799+4129236, შეიცავს ორ კაშკაშა და ცხელ ცისფერ O და B ტიპის ვარსკვლავებს. ვარსკვლავის დაბნელების შესწავლით, რომელიც ყოველ 3.54969 ერთხელ ხდება, ასტრონომებმა შეძლეს მათი ზომები განესაზღვრათ. ვარსკვლავების ზომისა და ტემპერატურა როდესაც დაადგინეს, მათ უკვე შეძლეს და გაზომეს ვარსკვლავების აბსოლუტური მაგნიტუდა. როდესაც ვიზუალური და აბსოლუტური მაგნიტუდა ცნობილია, ამ ვარსკვლავებამდე მანძილის დადგენა იოლია. ეს მნათობები იმყოფებიან დაახლოებით 2,52 ± 0.14 მეგასინათლის წლის მოშორებით (770 ± 43 კილოპარსეკი), ხოლო მთლიანი ანდრომედეს გალაქტიკა კი დაახლოებით 2,5 მეგასინათლის წლის მანძილზე (770 კილოპარსეკი). ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცვლადი ცეფეიდების გამოყენებით მანძილის დადგენის სიზუსტეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანდრომედესა და ირმის ნახტომის შეჯახების ზუსტი თარიღი[მკვდარი ბმული]
- StarDate: M31 Fact Sheet დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
- Simbad data on M31
- Messier 31, SEDS Messier pages დაარქივებული 2006-12-05 საიტზე Wayback Machine.
- A Giant Globular Cluster in M31 1998 October 17.
- M31: The Andromeda Galaxy 2004 July 18.
- Andromeda Island Universe 2005 December 22.
- Andromeda Island Universe 2010 January 9.
- WISE Infrared Andromeda 2010 February 19
- M31 and it's central Nuclear Spiral
- Amateur photography - M31