სუპერმასიური შავი ხვრელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სუპერმასიური შავი ხვრელი ან ზემასიური შავი ხვრელი — უდიდესი ტიპის შავი ხვრელი, რომლის მასის ფარდობა მზის მასასთან ასი ათასიდან მილიარდამდე მერყეობს. ის ყოველი დიდი გალაქტიკის ცენტრშია მოთავსებული. ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მშვილდოსანი A* მზეზე 4,3 მილონჯერ მძიმეა, ანდრომედას გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის მასა კი მზის მასაზე 100 მილიონჯერ მეტია.

სუპერმასიური შავი ხვრელი M87 გალაქტიკის ცენტრში. მისი მასის სიდიდე მილიარდჯერ მეტია მზის მასაზე. აღსანიშნავია, რომ ეს არის შავი ხვრელის პირველი ფოტო, რომელიც გადაღებულია EHT-ს მიერ (გამოქვეყნდა 2019 წლის 10 აპრილს).

კვლევის ისტორია

რედაქტირება

1971 წელს დონალდ ლინდენ ბელმა და მარტინ რისმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ირმის ნახტომის ცენტრში შეიძლებოდა მოთავსებული ყოფილიყო უდიდესი მასის შავი ხვრელი. 1974 წელს კი მშვილდოსანი A* აღმოაჩინეს ასტრონომებმა ბრუს ბელიკმა და რობერტ ბრაუნმა. მათ აღმოაჩინეს რადიო წყარო, რომელიც გამოყოფს სინქროტონულ გამოსხივებას. აღმოჩნდა, რომ ის იყო მკვრივი და უძრავი მისი გრავიტაციის გამო. ამგვარად, ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ირმის ნახტომის ცენტრში მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fulvio Melia (2003). The Edge of Infinity. Supermassive Black Holes in the Universe. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81405-8. 
  • Laura Ferrarese & David Merritt (2002). „Supermassive Black Holes“. Physics World. 15 (1): 41–46. arXiv:astro-ph/0206222. Bibcode:2002astro.ph..6222F. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |last-author-amp= (დახმარება)
  • Fulvio Melia (2007). The Galactic Supermassive Black Hole. Princeton University Press. ISBN 978-0-691-13129-0. 
  • Merritt, David (2013). Dynamics and Evolution of Galactic Nuclei. Princeton University Press. ISBN 978-0-691-12101-7. 
  • Julian Krolik (1999). Active Galactic Nuclei. Princeton University Press. ISBN 978-0-691-01151-6.