მერცხალი ოზურგეთი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან მერცხალი ოზურგეთი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერცხალი (მრავალმნიშვნელოვანი).

მერცხალი — მუნიციპალური საფეხბურთო კლუბი საქართველოში, ქალაქ ოზურგეთიდან. გამოდის პირველ ლიგაში. საშინაო არენაა სტადიონი „მეგობრობა“.

საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“
დაარსდა 1925
სტადიონი მეგობრობა
(ტევადობა: 3 500)
პრეზიდენტი მამუკა გოგუაძე
ლიგა პირველი ლიგა
2015-16 მე-18

„მერცხალი“ დაარსდა 1925 წელს. ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე დაიხაზა მოედანი, მოეწყო კარი და ჩატარდა პირველი მატჩი ფეხბურთელებსა და ტანმოვარჯიშეებს შორის. რესპუბლიკურ გათამაშებაში გუნდი 1936 წლიდან ჩაება. 1938 წელს მან მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1939 წელს კლუბმა პირველი კატეგორია მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ: გ. მელიქიშვილი, გ. მათითაიშვილი, შ. სალუქვაძე, დ. ჩხაიძე, გ. და კ. თოხაძეები. 1938-46 წლებში გუნდი მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა. 1946 წელს ეს გუნდი საქართველოს პიველობაზე მესამე ადგილზე გავიდა. 1946-47 წლებში გუნდს „დინამო“ ერქვა. 1947-54 წლებში გუნდი კვლავ მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით ასპარეზობდა.

1954–1959 წლებში კლუბს „კოლმეურნე“ ეწოდებოდა. „კოლმეურნე“ 1958 წელს საქართველოს ჩემპიონაში მესამე ადგილზე გავიდა, 1959 წელს კი საქართველოს სსრ რესპუნლიკური თასის გამარჯვებული გახდა, დაამარცხა რა ფინალურ შეხვედრაში თბილისის „დინამო“. გუნდმა თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ შესძლო 1960 წელს. ამჯერად მათ ლანჩხუთის „გურია“ დაამარცხეს 4–0. ამავე წელს დაიკავა მესამე ადგილი ჩემპიონატში. 1960 წლის სეზონში ის „სიხარულის“ სახელით ასპარეზობდა. 1961 წლიდან კი დღევანდელი სახელი „მერცხალი“ ეწოდა. „მერცხალმა“ 1964 და 1966 წლებში კვლავ დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სსრ ჩემპიონატში, 1967 წელს კი ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუნდს ხელმძღვანელობდნენ ო. კიშინსკი, კ. გოგელია, მ. გორდელაძე. 60-იან წლებს დიდი მერცხალის ხანასაც უწოდებენ. „მერცხალის„ წარმატებებს გულშემატკივართა მოზღვავება მოჰყვა, რის გამოც 1968 წელს გაფართოვდა მახარაძის ცენტრალური სტადიონი, აიგო ტიბუნები 10 000 კაცზე, დამონტაჟდა ელექტროტაბლო.

1982 წლის 4 სექტემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე საქართველოს თასის ფინალში მახარაძის „მერცხალმა“ ანგარიშით 4–1 დაამარცხა თბილისის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის გუნდი და თასს დაეუფლა.[1][2]

უახლესი ისტორია

რედაქტირება

1990–1991 წლებში მერცხალის შემადგენლობაში თამაშობდა შემდგომში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ირაკლი ზოიძე. 1993-1995 წლებში გუნდს სახელი შეეცვალა და „ანაკო“ ეწოდა. 1995 წლიდან მას ძველი სახელწოდება დაუბრუნდა.

კლუბი წლების განმავლობაში ასპარეზობდა მეორე ლიგის დასავლეთ დივიზიონში. გამოცოცხლება XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 2001-2002 წლების საფეხბურთო სეზონში „მერცხალმა“ მეორე ლიგის დასავლეთი დივიზიონის პირველი ადგილი გაიყო ვანის „სულორთან“ ერთად. გადამწყვეტი მატჩი ქალაქ ფოთში, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართა და „მერცხალმა“ გამარჯვებასთან ერთად მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პირველ ლიგის 2002-03 წლების სეზონში „მერცხალმა“ მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ამ წლებში კლუბის სპონსორი იყო ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატად.

უმაღლეს ლიგის 2003-04 წლების სეზონს კლუბი მომზადებული შეხვდა. გარემონტდა სტადიონი, სადაც ხის გრძელი სკამები დამონტაჟდა. პირველი მატჩი გუნდმა თბილისის „თბილისს“ საკუთარ მოედანზე 2–1 მოუგო, თუმცა ამის შემდეგ ვერცერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა და ბოლო ადგილი დაიკავა. უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ კლუბი ფაქტობრივად დაიშალა და მეორე ლიგაში ჩაირიცხა. 2009 წელს კლუბი კვლავ დაბრუნდა პირველ ლიგაში და მას შემდეგ იქვე ასპარეზობს.

სტადიონი

რედაქტირება
 
სტადიონი „მეგობრობა“

სტადიონი „მეგობრობა“ 1967-68 წლებში აშენდა და 1968 წლის 11 ივნისს გაიხსნა. 60-იან წლებში „მერცხალის“ მიერ მიღწეული წარმატებების გამო კლუბის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რის გამოც ააგეს ტრიბუნები 10 000 კაცზე. XX საუკუნის 80-იან წლებში „მერცხალი“ ერთ-ერთი იშვიათი კლუბი იყო, რომლის სტადიონი ინდივიდუალური სკამებით იყო აღჭურვილი. ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების გამო სტადიონის ტევადობა 3500 ადამიანამდე შემცირდა. მცირე რემონტი სტადიონს 2003 წლის ზაფხულში ჩაუტარდა. ტრიბუნებზე აიღეს ინდივიდუალური სკამები და ხის საერთო სკამები დაამონტაჟეს.

სეზონები

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი კომენტარი
1938 საქართველოს სსრ ჩემპიონატი მეორე ჯგუფი 2 აღზევდა
1946 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 3
1958 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 3
1959 საქართველოს სსრ ჩემპიონატი გამარჯვებული
1960 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 3 გამარჯვებული
1964 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 3
1966 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 3
1967 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 1 42 24 14 4 58 23 62
1982 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 1
1987 საქართველოს სსრ ჩემპიონატი 1
1995-96 მეორე ლიგა დასავლეთი
1999-00 პირველი ლიგა დასავლეთი B 10 22 3 7 12 20 43 16 დაქვეითდა
2000-01 მეორე ლიგა დასავლეთი
2001-02 მეორე ლიგა დასავლეთი აღზევდა
2002-03 პირველი ლიგა 2 30 19 7 4 62 29 64 1/8 აღზევდა
2003-04 უმაღლესი ლიგა 12 22 2 4 16 18 45 10 1/8 დაქვეითდა
2004-05 მეორე ლიგა დასავლეთი
2005-06 მეორე ლიგა დასავლეთი აღზევდა
2006-07 პირველი ლიგა 18 34 3 5 26 21 95 14 1/16 დაქვეითდა
2007-08 მეორე ლიგა დასავლეთი
2008-09 მეორე ლიგა დასავლეთი 1/16 აღზევდა
2009-10 პირველი ლიგა 9 28 9 4 15 29 45 31 1/8
2010-11 პირველი ლიგა 13 32 8 8 16 41 68 31 1/16
2011-12 პირველი ლიგა ჯგუფი A 2 18 12 2 4 24 17 38 1/16 დას. ზონა აღსაზევებელი პლეი-ოფი, წაგება
2012-13 პირველი ლიგა ჯგუფი B 8 30 5 10 15 37 52 25 1/16
2013-14 პირველი ლიგა ჯგუფი A 9 24 7 2 15 29 54 23 1/16
2014-15 პირველი ლიგა ჯგუფი B 5 36 13 9 14 45 68 48 1/16
2015-16 პირველი ლიგა 1/16

მიღწევები

რედაქტირება
  საქართველოს სსრ პირველობა
  •   ჩემპიონი: 1967, 1982, 1987[3]
  •   ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1958, 1960, 1964, 1966
  საქართველოს სსრ თასი
  •   თასის მფლობელი: 1959, 1960, 1982

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოთარიშვილი ნ., „40 წელი ოზურგეთის „მერცხალის“ პირველი დიდი გამარჯვებიდან“ // „ალიონი“ : გაზეთი, 2007, № 39, გვ. 3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქორქია, ბ. თასი „მერცხალმა“ მოიპოვა // „ლელო“, 7 სექტემბერი, 1982, № 172 (7233), გვ. 3.
  2. Georgia - List of Cup Winners
  3. Erlan Manaschev, Hans Schöggl and Karel Stokkermans. (9 ივნისი, 2021) Georgia - List of Champions. RSSSF. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022